newhospitals

ტელფასტი 180მგ #10ტ

ტელფასტი 180მგ #10ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3500ნახვა

შედგენილობა:

აქტიური ნივთიერება ფექსოფენადინი 168 მგ, ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის სახით 180 მგ.
სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელეზი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი, კრემნიუმის კოლოიდური ანჰიდრიდი, მაკროგოლი 400, რკინის ჟანგი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ჰისტამინური H-1 რეცეპტორების არასედატიურ ბლოკატორს.

 

გამოყენების ჩვენებები:
მოცილება სიმპტომებისა, რომლებიც დაკავშირებულია გაურკვეველი წარმოშობის ქრონიკულ ჭინჭრის ციებასთან: შეწითლება, შესიება, ქავილი და ა.შ.

 

წინააღმდეგჩვენებები:
პრეპარატის მიღება დაუშვებელია იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მის ნებისმიერ კომპონენტზე (იხ. ,,შედგენილობა).

 

გაფრთხილება:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შესწავლილი არ არის.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს, ასევე ძუძუთი კვების პერიოდში.

 

მიღების წესები და დოზები:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისათვის, ასევე 12 წლის და ზევით ბავშვებისათვის შეადგენს 180 მგ ერთხელ დღეში პერორალურად.

გავლენა ავტომობილის მართვის უნარსა და ისეთი სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას: ტელფასტი არ ახდენს არსებით ზემოქმედებას ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციაზე. ეს ნიშნავს, რომ ავადმყოფებს შეუძლიათ მანქანის მართვა და შესრულება სხვადასხვა სამუშაოსი, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრირებას. მიუხედავად ამისა, იმ მგრძნობიარე ავადმყოფების გამოვლენის მიზნით, რომლებსაც აქვთ არასტანდარტული რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე, რეკომენდებულია შემოწმდეს ინდივიდუალური რეაქცია მანამდე, ვიდრე დაიწყებს მანქანის მართვას ან სხვა რთული ამოცანების შესრულებას.

 

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი არ განიცდის ღვიძლში ბიოტრანსფორმაციას და ამიტომ არ ურთიერთქმედებს ღვიძლში მეტაბოლიზირებულ სხვა წამლებთან. ალუმინის ან მაგნიუმის ანტაციდების შემცველების მიღება უნდა მოხდეს ტელფასტის მიღებიდან ორი საათის შემდეგ.

 

გვერდითი მოვლენები:
კლინიკური შემოწმებების ჩატარებისას, შედარებით ხშირად აღინიშნებოდა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: თავის ტკივილი (7,3%), ძილიანობა (2,3%), თავბრუსხვევა (1,5%) და დაღლილობა (0,9%). ასეთი მოვლენების წარმოქმნის სიხშირე ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის მიღებისას ანალოგიური იყო პლაცებოს მიღებისას წარმოქმნილი მოვლენების სიხშირისა.

 

დოზის გადაჭარბება:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის მწვავე დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ ცნობები არ ყოფილა.

 

გამოშვების ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები.

 

მითითება შესანახად:
არ ინახება +25°C ტემპერატურაზე ზევით.

 

ვარგისიანობის ვადა:
ნაჩვენებია შეფითვაზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება არ შეიძლება.

წამალი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

აფთიაქიდან გაცემის წესები:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:
ხიოხსტ მერიონ რუსელ გმბხ
გერმანია
D-65926 Frankfurt am Main

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.