newhospitals

ტაუტონუსი

ტაუტონუსი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
8549ნახვა

მეტაბოლური პროცესის მარეგულირებელი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

 

აღწერა:

თეთრი ფერის, მყარი, ჟელატინის კაფსულები.

 

შემადგენლობა:

ყოველი კაფსულა შეიცავს:

აქტიურ ნივთიერება: ტაურინს 500 მგ. დამატებითი ნივთიერებები: ხორბლის ფქვილი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი (კაფსულა).

 

რა არის ტაურინი?

ტაურინი არის ადამიანისთვის შეუცვლელი, ნატურალური ამინომჟავა, რომლის ნაწილი ორგანიზმში სინთეზირდება, ხოლო დანარჩენი, აუცილებელი რაოდენობა საკვებთან ერთად მიიღება. ორგანიზმში ტაურინის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს კვების რეჟიმის დარღვევამ, ასევე სხვადასხვა პათოლოგიურმა მდგომარეობებმა და დაავადებებმა. ტაურინი აუცილებელია ნერვული სისტემის, თვალის ბადურასა და გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის მნიშვნელოვანია ნაღვლის წვენის პროდუცირების, საჭმლის მონელებისა და ცხიმოვანი ცვლისთვის. ხელს უწყობს ინსულინის მოქმედების გაუმჯობესებას, აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას, აქვეითებს თრომბების წარმოქმნის რისკს და სისხლძარღვთა სპაზმს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, არეგულირებს უჯრედშიდა კალციუმის იონების რაოდენობასა და წყალ-მარილოვან ბალანსს, წარმოადგენს შემაკავებელ ამინომჟავას. ტაურინი განაპირობებს ჯანსაღი მხვედელობის შენარჩუნებას.

 

ჩვენებები:

ტაუტონუსი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება, პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და კომპლექსური მკურნალობის დროს:

• თვალის ბადურას დისტროფიული დაზიანების, მისი პიგმენტური დეგენერაციის;

• კატარაქტის, ბადურას მაკულარული დეგენერაციის, დიაბეტური რეტინოპათიის;

• მაღალი ხარისხის ახლომხედველობის;

• ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის, მუკოვისციდოზის; ნაღველ-კენჭოვანი დაავადების;

• შაქრიანი დიაბეტის;

• ჰიპერტონული დაავადების; გულის უკმარისობის;

• კრუნჩხვების და ეპილეფსიური გულყრების;

• ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის;

• ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის, აგრეთვე რეაბილიტაციის პერიოდში.

 

გაფრთხილება და გვერდითი ეფექტები:

ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. არატოქსიურია. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება. უკუნაჩვენებია შემადგენელი კომპონენტების აუტანლობის დროს. არ არის რეკომენდირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. როგორ უნდა მივიღოთ ტაუტონუსი? მიიღება შინაგანად, 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე. გამოშვების ფორმა: 15 კაფსულა ფირფიტაში (ბლისტერი), 2 ფირფიტა, (30 კაფსულა) მუყაოს კოლოფში, ჩანართ ფურცელთან ერთად. შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისგან დაცულ (ბნელ) ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოყენების ვადა: წარმოებიდან 3 წელი. 30 კაფსულა 1 შეფუთვაში. მწარმოებელი: ალფა ვიტამინს ლაბორატორის ინფ. 1472 ჩრდილო - დასავლური, 78 პრ., დორალ, ფლ. 33126, აშშ, ფარმაცევტული კომპანია ფარმ მედიკა-ს დაკვეთით, ჟენევის მოედ. უოტერფრონტ დრაივ, 3469, როად ტაუნ, ტორტოლა, ბვო.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.