ტარივიდი 200მგ/100მლ #1ფლ(გერ)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.1 ტაბ.
ოფლოქსაცინი.........................................................200 მგ
საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ.
1 მლ 1 ფლ.
ოფლოქსაცინი...........................................2 მგ 200 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტარივიდი წარმოადგენს სინთეზურ ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობულ საშუალებას. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია დნმ-ის ენზიმ ჰირაზას ინჰიბირებით, რომლის შედეგად ირღვევა ბაქტერიული დნმ-ის სპირალიზაციის პროცესი და ითრგუნება მიკრობის რეპლიკაცია.
ტარივიდი ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით: იგი აქტიურია უმეტესი გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ - Escherichia coli, Klebsiella, Proteus, salmonella, Shigella, Enterobacter, Citrobacter, Providencia, Pseudomonas, Staphyloccocus, სხვა ანტიბიოტიკების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე შტამების ჩათვლით.
ტარივიდის მიმართ მგრძნობიარენი არიან აგრეთვე: Neisseria, Streptococcus, Mycoplasma, Chlamydia, Campylobacter, Brucella, Vibrio, Aeromonas, Plesiomonas, haemophilus influenzae, Yersinia.
პრეპარატის მიმართ მდგრადია: Acinetobacter baumani, Clostridium difficile, Enterococci, Listeria monocytogenes, Nocardia. ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას ტარივიდი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში დოზისაგან დამოუკიდებლად აღწევს 30-60 წთ-ის შემდეგ. პრეპარატი კარგად აღწევს ქსოვილებში და გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად (90%-მდე). მეტაბოლიზმს განიცდის პრეპარატის დაახლოებით 5%. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-7 სთ-ს. ჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა:
- სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები;
- ბრონქიტი;
- პნევმონია;
- შარდ-სასქესო გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (უროლოგიურ და გინეკოლოგიურ პრაქტიკაში), მუცლის ღრუს ორგანოების, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, ბაქტერიული ენტერიტი, ყელ-ყურ-ცხვირის, კანის საფარის, ძვლების, სახსრების, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები.
პრეპარატს იყენებენ აგრეთვე სეპტიცემიის, მენინგიტის, გონორეის, დიზენტერიის, სალმონელოზის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს. დოზირების რეჟიმი:
ტარივიდის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და მის სიმძიმეზე. პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ მიღებით.
მოზრდილებში პერორალურად ინიშნება 200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია 400 მგ-ის დანიშვნა დილას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატს ძირითადად იღებენ ჭამის დროს, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
ყელ-ყურ-ცხვირის და სასუნთქი სისტემის ინფექციების დროს: 400 მგ ოფლოქსაცინი (2 ტაბ. დღეში).
ძვლებისა და სახსრების ინფექციები: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;
მუცლის ღრუს ინფექციები: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;
ბაქტერიული ენტერიტი: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;
შარდ-სასქესო გზების ინფექციები: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;
შარდ-გამომყოფი გზების გაურთულებელი ინფექციები: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;
ინდივიდუალურ შემთხვევებში, მძიმე ინფექციების დროს შესაძლებელია დოზის მომატება 600-800 მგ-მდე (3-4 ტაბ.) დღეში.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატი თავდაპირველად ენიშნებათ ჩვეულებრივ დოზებში, შემდგომში დოზის კორექციას ახდენენ კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.
როდესაც კრეატინინის კლირენსი უტოლდება 50-20 მლ/წთ, ხოლო შრატისმიერი კრეატინინი - 1.5-5 მგ/დლ, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100-200 (0.5-1 ტაბ.) ყოველ 24 სთ-ში.
როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია ვიდრე 20 მლ/წთ-ში, ხოლო შრატისმიერი კრეატინინი მეტია 5 მგ/დლ-ზე, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100 მგ (0.5 ტაბ.) ყოველ 24 სთ-ში.
ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი - შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100 მგ (0.5 ტაბ.) ყოველ 24 სთ-ში.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ინიშნება 400 მგ ოფლოქსაცინი (2 ტაბ.) დღეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს, სალმონელოზის დროს - 7-8 დღეს, შიგელოზის დროს - 3-5 დღეს, ნაწლავის ჩხირით გამოწვეული დაავადებების დროს - 3 დღეს.
საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს - 3 დღეს.
ტარივიდი ი.ვ. 200 განკუთვნილია ვენაში შესაყვანად. შეყვანის ხანგრძლივობა შეადგენს 30 წუთს.
ტარივიდის საინფუზიო ხსნარი არ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ახლად გახსნილი ხსნარის სახით. თუ არ არის დამტკიცებული შეთავსებადობა ან შერევის უნარი სხვა საინფუზიო ხსნარებთან ან მედიკამენტებთან, მოცემული საინფუზიო ხსნარი ცალკე უნდა შევიყვანოთ.
ტარივიდის საინფუზიო ხსნარი შეერევა და შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან: იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარი, რინგერის ხსნარი, იონოსტერილი (ფირმა "ფრეზენიუსი"), ფრუქტოზის 5%-იანი ხსნარი, გლუკოზის 5%-იანი ხსნარი.
მას შემდეგ, რაც პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდბეა, შეიძლება გადავიდეთ ტაბლეტებით მკურნალობაზე თანაბარი დოზებით.
პაციენტები, რომლებიც იყენებენ ტარივიდის საინფუზიო ხსნარს, უნდა გაუფრთხილდნენ მზის სხივების ზემოქმედებას, თავი უნდა აარიდონ ულტრაიისფერი სხივებს (ვერცხლისწყალ-კვარცის ნათურები, სოლარიუმები).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება აღნიშნული პრეპარატის მიმართ გამომწვევის მგრძნობელობით და კლინიკური სურათის მიხედვით.
ისევე, როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებისას ტარივიდის საინფუზიო ხსნარით მკურნალობაც უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 3 დღე, მომატებული ტემპერატურის საბოლოო ნორმალიზაციის და დაავადების სიმპტომების გაქრობიდან.
უმეტეს შემთხვევაში მწვავე ინფექციების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. სალმონელოზების მკურნალობის კურსი შეადგენს 7-8 დღეს, შიგელოზების მკურნალობისას რეკომენდებული 3-დან 5 დღე, იმ ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ნაწლავის ჩხირითაა გამოწვეული, საკმარისია საშუალოდ 3 დღე.
იმ ინფექციების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებით (მაგ. ჩირქოვანი ანგინა ან ჭრილობის ერისიპელაზი) მოგვიანებითი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად (რევმატიზმი ან გლომე-რულონეფრიტი, თირკმლის სხეულაკების ანთება) უნდა გახანგრძლივდეს არანაკლებ 10 დღისა.
ქვედა შარდგამომყოფი გზების გაურთულებელი ინფექციების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3 დღეს.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შესახებ არ არსებობს დიდი გამოცდილება, ამიტომ არ არის რეკომენდებულია ტარივიდის მიღება 2 თვეზე მეტ ხანს. გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დიარეა. მძიმე და განუწყვეტელი ფაღარათი მკურნალობის პროცესში, ან მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი კვირის განმავლობაში ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებაზე მეტყველებს, რაც შესაძლებელია სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში საჭიროა ტარივიდის მიღების შეწყვეტა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. აღნიშნულ შემთხვევაში წინააღმდეგნაჩვენებია იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც აფერხებენ ნაწლავების პერისტალტიკას.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა ან ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა და ტრემორი, კრუნჩხვები, მხედველობის დარღვევა: დიპლოპია, გემოვნების, სმენის და წონასწორობის დარღვევა, ღამის კოშმარები, აგზნება, შიშის შეგრძნება, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, პარესთეზიები, ჰალუცინაციები. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა ტარივიდით მკურნალობის შეწყვეტა.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები - ქავილი, კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, მრავალფორმიანი ერითემა, პეტექიები, ჰემორაგიული ბუშტუკები და ქერქოვანი პაპულები, რომლებიც ვასკულიტზე მიუთითებს.
პნევმონიტი, ალერგიული ნეფრიტი, ეოზინოფილია, ცხელება, სახის შეშუპება, ენის შესივება და/ან ხორხის შეშუპება, მოხრჩობის შეგრძნება შოკით დამთავრებული. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა ტარივიდით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
სისხლის სურათის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, თრომბოპენია, პანციტოპენია, ჰემოლიზური ანემია.
ღვიძლის მხრივ: სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის მაჩვენებლების მომატება, ქოლესტაზით გამოწვეული სიყვითლე, ჰეპატიტი.
იშვიათად - თირკმელების ფუნქციის მოშლა (სისხლში კრეატინინის მაჩვენებლების მომატება), ან თირკმელების მწვავე ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი) თირკმელების უკმარისობით გართულებული.
სხვადასხვა: იშვიათად - ტაქიკარდია, საერთო სისუსტე, სახსრების, მყესების და კუნთების ტკივილი, მიასთენია, ტენდინიტი; ერთეულ შემთხვევებში - შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში ადგილი აქვს სისხლში შაქრის რაოდენობის მომატებას ან შემცირებას; სუპერინფექციის განცვითარება კანდიდომიკოზის სახით, ფსევდომემბრანული კოლიტი, პორფირიის შეტევების გამწვავება. უკუჩვენებები:
- ტარივიდის ან სხვა ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ღვიძლის უკმარისობა;
- ეპილეფსია;
- ქალა-ტვინის ტრავმა, ინსულტი ან ცნს-ის ანთებითი დაავადებები;
- 18 წლამდე ასაკი. ორსულობა და ლაქტაცია:
გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია განსაკუთრებული მითითებები:
ოფლოქსაცინი სიფრთხილით ენიშნებათ თავის ტვინის სისხლძარღვების მკვეთრად გამოხატული ათეროსკლეროზის, ეპილეფსიის, თავის ტვინში სისხლმიმოქცევის მოშლის, თირკმელების უკმარისობის დროს. ტარივილი იძლევა ცრუ დადებით მაჩვენებლებს ტუბერკულოზის ბაქტერიული დიაგნოსტიკის დროს.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
ტარივიდით მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება რეკომენდებული არ არის. ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: თავბრუსხვევა, მეხსიერების დარღვევა, დათრგუნული მდგომარეობა, ღებინება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა; აუცილებლობის შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ანტაციდებთან კომბინაციისას, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის ჰიდროჟანგს და ალუმინს, ქვეითდება ტარივიდის ბიოშეღწევადობა, ამიტომ მიზანშეწონილი არ არის მათი კომბინაცია, ან აღნიშნული პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს დაახლოებით 2 სთ-ს.
ტარივიდი არ ახდენს გავლენას თეოფილინის პლაზმურ კონცენტრაციაზე;
ოფლოქსაცინისა და გლიბენკლამიდის კომბინაციით ადგილი აქვს სისხლის შრატში ოფლოქსაცინის კონცენტრაციის მომატებას. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფების სისტემატური კონტროლი. ტარივიდის გამოყენებისას ვიტამინ "K"-ას ანტაგონისტებთან საჭიროა სისხლის შედედების კონტროლი. ტარივიდის მაღალ დოზებში გამოყენებისას ერთდროულად პრობენიციდინთან, ციმეტიდინთან, ფუროსემიდთან ან მეტოტრექსატთან ზრდის ტარივიდის კონცენტრაციას შრატში. შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები -3 წელი; საინფუზიო ხსნარი - გაუხსნელი ფლაკონის 2 წელი. გახნის შემდეგ ფლაკონის საინფუზიო ხსნარი უნდა გამოვიყენოთ რაც შეიძლება ჩქარა. AVENTIS PHARMA DEUTSCHLAND GMBH FOR Sanofi-Aventis