newhospitals

ტამურექსი

ტამურექსი
ანოტაციის მომწოდებელია
0
3
რეკომენდაცია
0შეფასება
14780ნახვა
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება- ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0,4 მგ.

ჩვენება:
ტამურექსი გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს გამოვლენილი ფუნქციონალური სიმპტომების, მაგალითად შარდვის გაძნელების სამკურნალოდ. ტამურექსის აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს ტამსულოზინი. ტამსულოზინი არის ალფა-1 რეცეპტორის ბლოკატორი, რომელიც ამცირებს პროსტატისა და შარდსაწვეთის კუნთების დაჭიმულობას. შესაბამისად შარდის ნაკადი თავისუფლად მიედინება შარდსაწვეთში და მოშარდვის პროცესიც გაადვილებულია.

უკუჩვენება:
ტამურექსი არ გამოიყენება თუ აღინიშნება: ალერგია ტამსულოზინის ან ტამურექსში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ორთოსტატული ჰიპოტენზია. მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობა. ტამურექსი მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით: ორთოსტატული ჰიპოტენზია. პაციენტი ღებულობს სხვა ალფა-1 რეცეპტორის ბლოკატორებს. თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობა. კატარაქტა. პაციენტმა უნდა აცნობოს თვალის მკურნალ ექიმს ოპერაციის ჩატარებამდე, რომ იღებს ან უახლოსი პერიოდის განმავლობაში იღებდა ტამურექსს.

ორსულობა და ლაქატაციის პერიოდი:
ტამურექსი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზა:
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში. ტამურექსი მიიღება საუზმის შემდეგ ან დღის პირველი კვების შემდეგ.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.