newhospitals

ტამიკი #60კაფს

ტამიკი #60კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4079ნახვა

 

შემადგენლობა:
დიჰიდროერგოტამინის მეზილატი 3 მგ
არააქტიური ინგრედიენტები: მაკროგოლი 400, გაწმენდილი წყალი, გლიცერინი, ასკორბინის მჟავა, პროპილენ გლიკოლი. კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172). კაფსულის მთლიანი წონა - 450 მგ.

 

პრეპარატის ფორმა:
შეფუთვაში 60 რბილი კაფსულა.

 

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი:
შაკიკის საწინააღმდეგო საშუალება (ცენტრალური ნერვული სისტემა)

 

 

უკუჩვენებები:
შაკიკის პროფილაქტიკა; ვენური ცირკულაციის დარღვევა (დაღლილობის და ტკივილის შეგრძნება ქვედა კიდურებში); ორთოსტატული ჰიპოტენზია (წნევის დაქვეითება თაბრუსხვევით ფეხზე წამოდგომის შემდეგ). ჭვავის რქის წარმოებულების მიმართ ალერგიის დროს; მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაცია; სუმატრიპტანთან კომბინაცია (შაკიკის შეტევების სამკურნალო საშუალება); რიტონავირთან კომბინაცია (შიდსის სამკურნალო საშუალება); ბრომოკრიპტინთან და კაბერგოლინთან კომბინაცია (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება და ლაქტაციის ინჰიბიტორი) ლაქტაციის დროს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

 

სიფრთხილე:
დაუშვებელია პრეპარატის უზმოზე მიღება. აცნობეთ ექიმს ღვიძლის ან თირკმელების რაიმე სერიოზული დაავადების შესახებ ან კარდიოვასკულური დაავადების შესახებ წარსულში (კორონარული დაავადება, მძიმე ხასიათის ჰიპერტენზია). აუცილებელია სამედიცინო მეთვალყურეობა წარსულში არტერიული დაავადების არსებობის შემთხვევაში.

 

ვენური ცირკულაციის დარღვევა:
პრეპარატის ეფექტი ძლიერდება ზოგადი წესების დაცვის შედეგად: მოერიდეთ მზის სხივებს, სიმხურვალეს, ხანგრძლივად ფეხებზე დგომას, ჭარბ წონას, მეტი იარეთ, თუნდაც დამხმარე ყავარჯნით. დამატებითი ინფრმაციისათვის მიმართეთ ექიმს. ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაცია (ერითრომიცინი, ჯოზამიცინი, კლარითრომიცინი, სპირამიცინის გამოკლებით); სუმატრიპტანთან კომბინაცია (შაკიკის შეტევების სამკურნალო საშუალება). 24 საათი უნდა გავიეს ტამიკის მიღების შეწყვეტიდან სუმატრიპტანის მიღებამდე. შესაბამისად ტამიკის მიღება დასაშვებია სუმატრიპტანის ბოლო დოზიდან 6 საათის შემდეგ; რიტონავირთან კომბინაცია (შიდსის სამკურნალო საშუალება); ბრომოკრიპტინთან და კაბერგოლინთან კომბინაცია (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება და ლაქტაციის ინჰიბიტორი)
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულებით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში ჭამის დროს წყლის დიდი რაოდენობის მიყოლებით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

ჭარბი დოზირება:
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

გვერდითი მოვლენები:
შემდეგი გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი- გულისრევა პრეპარატის უზმოზე მიღების შემთხვევაში; კიდურების სისხლძარღვთა დიამეტრის შემცირება (თითებში), ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილის შეგრძნება, ციანოზი; ფიბროზი (ფილტვების გარშემო ან მუცლის ღრუს მემბრანის ფიბროზული გადაგვარება). დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს. შეატყობინეთ ექიმს რაიმე გვერდითი მოვლენის შესახებ. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის პირობები:
ინახება <30°C ტემპერატურის პირობებში.

 

ვარგისიანობის ვადა:
40 თვე

 

მწარმოებელი:
Laboratories LAPHAL, საფრანგეთი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.