newhospitals

ტაბექსი 1.5მგ #100ტ

ტაბექსი 1.5მგ #100ტ
ანოტაციის მომწოდებელია
5
0
რეკომენდაცია
1შეფასება
22282ნახვა

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ინგრედიენტი - ციტიზინი (Cytizine) 1,5 მგ;

 

წამლის ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები;

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნიკოტინური დამოკიდებულების საწინააღმდგო საშუალება;

 

ჩვენება: - ქრონიკული ნიკოტინიზმი, თამბაქოს მოწევის ჩვევის დასაძლევად;

 

წინააღმდეგჩვენებები:
მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, არითმია, თავის ტვინის სისხლძარღვთა ფუნქციის მხრივ დარღვევები (ახლო ანამნეზში), სიფრთხილით ინიშნება შიზოფრენიის ზოგიერთი ფორმების დროს, თირკმელზედა ჯირკვლის ქრომაფინული უჯრედები, სიმსივნეების, გასტროეზოფაგული რეფლექესის სიმპტომების დროს.

 

სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის მიღების ფონზე თამბაქოს მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ნიკოტინური ინტოქსიკაცია. პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტს მყარად აქვს გადაწყვეტილიება თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა. შედარებითი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პრეპარატი სტენოკარდიის, გულის უკმარისობის, ცერებრული სისხლისმიმოქცევის დარღვევების, ჰიპერტენზიის, ჰიპერთირეოიდიზმის, კუჭის წყლულის, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობის დროს. ზემოთაღნიშნულის დროს საჭიროა მკურნალი ექიმის გადაწყვეტილება პრეპარატის დანიშვნისათვის. პრეპარატი აგრეთვე სიფრთხილით ენიშნებათ 18 წლამდე და 65 წლის ასაკის გადაცილებულ პაციენტებს.

 

წინააღმდეგჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დაუშვებელია ტაბექსის მიღება ანტიტუბერკულოზურ პრეპარატებთან ერთად.

 

მიღების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება პეროლალურად შემდეგი სქემის მიხედვით: პირველი სამი დღე - დღეში 6-ჯერ (ყოველ ორ საათში) თითო ტაბლეტი. პარალელურად თამბაქოს მოხმარების შემცირება. თუ რეზულტატი არადამაკმაყოფილებელია მკურნალობა წყდება და მეორდება 2-3 თვის შემდეგ. მე - 4-12-ე დღე - თითო ტაბლეტი ყოველ 2,5 სთ-ში (5 ტაბლეტი დღეში); მე - 13-16-ე დღე - თითო ტაბლეტი ყოველ 3 სთ-ში (4 ტაბლეტი დღეში); მე - 17-20-ე დღე - თითო ტაბლეტი ყოველ 5 სთ-ში (3 ტაბლეტი დღეში); მე - 21-25-ე დღე 1-2 ტაბლეტი დღეში; თამბაქოს მოწევა საბოლოოდ უნდა შეწყდეს მკურნალობის მე-5 დღეს.

 

გვერდითი მოვლენები:
კლინიკური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ პრეპარატი არ იწვევს ხშირ შემთხვევაში არ იწვევს არასასურველ ეფექტებს. ძირითად გვერდით მოვლენებს წარმოადგენს გემოსა და მადის ცვლილება, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, გაღიზიანებადობა, კუნთების ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში და მუცლის ღრუში, გულისრევა, ყაბზობა, ფაღარათი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მცირე მომატება, ქოშინი, სხეულის წონის შემცირება, ოფლიანობა. ზემოთღნიშნული რეაქციების გამოვლენის შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

 

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში აღინიშნება ნიკოტინური ინტოქსიკაციის ნიშნები. გულისრევა, ღებინება, გუგების გაფართოება, სისუსტე, ტაქიკარდია, კლინიკური სპაზმები, სუნთქვის დათრგუნვა. ზემოთაღნიშნულის შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციის ღონისძიებები: კუჭის ამორეცხვაა, გლუკოზის და მარილოვანი ხსნარების ინტრავენური გადასხმა.

 

შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, 25°C - მდე, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა:
გარსით დაფარული ოცი ტაბლეტი ბლისტერებში (პქვ და ალუმინის ფოლგა).
ხუთი ბლისტერი ერთ მუყაოს ყუთში.

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი ფირმა:
SOPHARMA

 

გოგა
2014-07-16
ძალიან მაგარია
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.