newhospitals

სუპრასტინი 25მგ #20ტ

სუპრასტინი 25მგ #20ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
77228ნახვა
შემადგენლობა: 

  • ქლორპირამინის ჰიდროქლორიდი 25 მგ.
  • სტეარინის მჟავა
  • ჟელატინი
  • ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი
  • ტალკი
  • კარტოფილის სახამებელი
  • ლაქტოზის მონოჰიდრატი
 

ფარმაკოთერაპიული ჯუფი:
ჰისტამინური H1 - რეცეპტორების ბლოკატორი.

 

ჩვენებები:
სუპრასტინის ტაბლეტები გამოიყენება:

  • ალერგიული რეაქციებისა და დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ქავილი (ჭინჭრის ციება, თივის ცხელება, დერმატიტი მცენარეებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის შემდეგ)
  • კვებისა და წამლისმიერი ალერგიის სიმპტომებისას
  • მწერის ნაკბენის სამკურნალოდ
 

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) სუპრასტინის ტაბლეტების აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
  • ასთმის მწვავე შეტევა;
  

სუპრასტინის მიღება თანმხლები დაავადებების არსებობის დროს:

  • ღვიძლის დაავადებების დროს სუპრასტინი მხოლოდ ექიმთან სპეციალური კონსულტაციის შემდეგ ინიშნება და საჭიროების შემთხვევაში დოზა მცირდება;
  • თირკმელების დაავადების არსებობის შემთხვევაში დოზა მცირდება;
  • გლაუკომას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ეპილეფსიის, კუნთების დაავადებების, შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის, ხანგრძლივი ყაბზობის დროს სუპრასტინის მიღებისას აუცილებელია სიფრთხილე;
  • თუ კი ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღების შემდეგ განვითარდება თავბრუსხვევა, ალერგიის სიმპტომების გაძლიერება, ან სხვა გვერდითი მოვლენა სავალდებულოა ეცნობოს ექიმს.
 

განსაკუთრებული მითითებები:

  • სუპრასტინის მიღება ორსულობის დროს, განსაკუთრებით, პირველი ტრიმესტრისა და ბოლო თვის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ რისკისა და სასარგებლო ეფექტის საგულდაგულო ანალიზის შემდეგ. შესაბამისად, ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა შეიძლება მიიღონ ეს პრეპარატი მხოლოდ ექიმის სპეციალური დანიშნულებით;
  • ტაბლეტების გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ხანდაზმულ ან დასუსტებულ ავადმყოფებში;
  • პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლულ ან დროულ ახალშობილებში;
  • გვიან საღამოს პრეპარატის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს რეფლუქს-ეზოფაგიტის სიმპტომები. ისეთები, როგორებიცაა: ტკივილი კუჭისა და ეპიგასტრიუმის არეში, კუჭის მჟავის გადასროლა საყლაპავ მილში;
  • არ შეიძლება პრეპარატის მიღების თვითნებურად შეწყვეტა, რადგან ეს შეიძლება გახდეს დაავადების რეცედივის მიზეზი;
  • ჭარბი დოზირების რისკის გამო, არ შეიძლება სუპრასტინის გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება;
  • პრეპარატმა შეუძლება გამოიწვიოს ფოტოსენსიბილიზაცია;
  • ყოველი ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატის 116 მგ-., რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები ლაქტოზის დეფიციტის, ნივთიერებათა ცვლის იშვიათი დარღვევის - გალაქტოზემიის ან გლუკოზა/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომის მქონე ავადმყოფებში.
 

სუპრასტინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში:
სუპრასტინით მკურნალობის კურსის განმავლობაში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავის შეკავება, რადგან ალკოჰოლს შეუძლია გააძლიეროს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისიტემაზე.

 

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა:
საწყის პერიოდში, რომლის ხანგრძლიობა ისაზღვრება ინდივიდუალურად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან, რადგან პრეპარატს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა.

შეზღუდვის დონე ან ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის აკრძალვა ექიმმა უნდა განსაზღვროს ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
მაო- ინჰიბიტორები, (მაგალითად: მოკლობემიდი ან სელეგილინი) აძლიერებს ან ახანგრძლივებს სუპრასტინის ტაბლეტების ანტიქოლინერგიულ ეფექტებს (პირის სიმშრალე, გუგების გაფართოვება, მხედველობის აკომოდაციის დარღვევა, ყაბზობა, შარდის შეკავება). 
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სუპრასტინის სხვა სედატიურ საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, სედატიურ ანალგეტიკებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ატროპინთან, მუსკარინერგულ პარასიმპათოლიზურ პრეპარატებთან ერთდროული მიღების დროს. სუპრასტინს და ნებისმიერს ამ პრეპარატთაგანს შეუძლიათ ერთმანეთის ეფექტის გაძლიერება.

 

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად, დაუღეჭავად წყლის საკმარის რაოდენობასთან ერთად.


რეკომენდებული დოზებია:
მოზრდილებში: ჩვეულებრივი დოზა 75-100 მგ (ერთი ტაბლეტი დღეში 3-4 ჯერ).
ბავშვებში: 1-12 თვის ასაკში: 2-3 ¼ ტაბლეტი; 1-6 წლის ასაკში: 3 ¼ ან 2 ½ ტაბლეტი.; 6-14 წლის ასაკში: 2-3 ½ ტაბლეტი.

 

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ჰალუცინაციები, შფოთვა, მოძრაობის დარღვევა, სპაზმები, პირის სიმშრალე, გუგების უმოძრაობა, აჩქარებული გულისცემა, შარდის შეკავება; ბავშვებში - შფოთვა, ცხელება და სახის სიწითლე.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება შიგნით. რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სუნთქვითი მაჩვენებლების მონიტორირება, ასევე, სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი.

 

გვერდითი მოვლენები:
ნებისმიერი ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, საჭიროა შეწყდეს სუპრასტინის ტაბლეტების მიღება და მოხდეს ექიმითან კონსულტაცია:

  • ტუჩების ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით;
  • კოლაფსი;
აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და ვლინდება იშვიათად. მათი გამოვლენა მიუთითებს მომატებულ მგრძნობელობას სუპრასტინზე
სუპრასტინის ტაბლეტების მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: უძილობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ნერვული გაღიზიანება, სპაზმი, ხელების კანკალი, თავის ტკივილი, უმიზეზოდ ამაღლებული გუნება-განწყობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: დისკომფორტი კუჭის არეში, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, უმადობა, მადის გაძლიერება, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, შარდვის გაძნელება, კუნთების სისუსტე, სიმპტომები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის დაქვეითება, ფოტომგრძნობელობა, ქალასშიდა წნევის მომატება (ამ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გლაუკომის შეტევა).

ძალიან იშვიათად, პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები სისხლმბადი ორგანოების მხრივ. აუხსნელი ცხელების, ლარინგიტის, ლოყების ლორწოვან გარსზე წყლულების, სიფერმკრთალის, სიყვითლის, სისხლნაჟღენთების, უჩვეულო ან ძნელად შესაჩერებელი სისხლდენის განვითარებისას საჭიროა ექიმის კომნსულტაცია..

 

გამოშვების ფორმა:
20 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონში პლასტმასის თავსახურით.
ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
ან: 10 ტაბლეტი ბლისტერში; 2 ბლისტერი - სულ 20 ტაბლეტი თავსდება მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°-25°C. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

 

მწარმოებელი:
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს
უნგრეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.