newhospitals

სუპრაბათი 20მგ 1მლ #5ა

სუპრაბათი 20მგ 1მლ #5ა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
1903ნახვა
გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:
Chloropyramine.
გამოშვების ფორმა:
საინიექციო ხსნარი 1 მლ ამპულებში #5.

შემადგენლობა:
1 ამპულა შეიცავს:
ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი - 20 მგ,
საინიექციო წყალი - 1 მლ-მდე.
ათქ- კოდი: R06AC03.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება, ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
სუპრაბათი წარმოადგენს ეთილენდიამინის წარმოებულ ანტიჰისტამინურ (H1-რეცეპტორების ბლოკატორი) პრეპარატს. იგი ხელს უშლის ალერგიული პროცესების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ანტიალერგიული ეფექტის გარდა, პრეპარატი ხასიათდება გამოხატული სედატიური, საძილე და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებით. ახასიათებს აგრეთვე პერიფერიული ანტიქოლინერგული აქტივობა, ზომიერად გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები.
პრეპარატი ინტენსიურად მეტაბოლიზირდება ღვიძლში და ელიმინირდება თირკმელებისა და ნაწლავების საშუალებით.

ჩვენებები:
ალერგიული დაავადებები: სეზონური ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი, ჭინჭრის ციება, დერმოგრაფიზმი, კონტაქტური დერმატიტი, საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგია, ალერგია მწერის ნაკბენზე, კანის ქავილი და სხვ.
სისტემური ანაფილაქსიური რეაქციისა და ანგიონევროზული შეშუპების ადიუვანტური თერაპია.

გამოყენების წესი და დოზები:
მოზრდილებში: რეკომენდირებული სადღეღამისო დოზაა - 1-2 ამპულა კუნთებში.
ბავშვებში: რეკომენდირებული საწყისი დოზებია: 1-12 თვის ასაკში- 1/4 ამპულა კუნთებში; ¼ 1-6 წლის ასკში- 1/2½ამპულა კუნთებში, 6-14 წლის ასაკში 1/2-1 ამპულა კუნთებში.
დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ/კგ სხეულის წონაზე.
პრეპარატი განკუთვნილია კუნთში ინიექციისათვის, მაგრამ მძიმე მწვავე შემთხვევებში დასაშვებია ვენაში შეყვანა.¼

გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური ნერვული სისტემა: სედატიური ეფექტი, მოთენთილობა, თავბრუხვევა, ატაქსია, ნერვული აგზნებადობა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ეიფორია, ენცეფალოპათია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: არასასიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრიუმში, ტკივილი, სიმშრალე პირის ღრუში, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა ან მომატება.
კანი და შემაერთებელი ქსოვილები: სინათლისადმი მგრძნობელობა;
სისხლმბადი სისტემა: იშვიათად ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია და სხვა დარღვევები;
სხვა: დიზურია, შარდის შეკავება, მიოპათია, შიდა თვალის წნევის მომატება, გლაუკომის შეტევა, ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ,
- ასთმის მწვავე შეტევა,
- არ გამოიყენება ახალშობილებში,
- ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:
ანტიქოლინერგული და სედატიური ეფექტების არსებობის გამო სუპრაბათის დანიშვნა ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, გულ_სისხლძარღვოვანი პათოლოგიების, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს საჭიროებს სიფრთხილეს.
ალკოჰოლს შეუძლია გააძლიეროს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა და ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა. ამიტომ საწყის პერიოდში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა.

ჭარბი დოზირება:
სუპრაბათის გადაჭარბებული დოზირებისას ვითარდება: ჰალუცინაციები, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ათეტოზი, კრუნჩხვები.
მცირე ასაკის ბავშვებში ჭარბობს აგზნება, ზოგჯერ პირის სიმშრალე, სახის სიწითლე, სინუსური ტაქიკარდია, ციებ-ცხელება. მოზრდილებში აგზნებას მოსდევს კრუნჩხვები, დეპრესია, ბოლოს-კომა და კარდიო-რესპირატორული უკმარისობა.
სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებენ და ახანგრძლივებენ სუპრაბათის ანტიქოლინერგულ ეფექტებს.
საჭიროა სიფრთხილე სუპრაბათის სხვა სედატიურ საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, სედატიურ ანალგეტიკებთან ერთად მიღებისას, შესაძლოა ეფექტების გაძლიერება.

შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.

გაცემის წესი:
რეცეპტით.

მწარმოებელი:
ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა
შპს "ბათფარმა"
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.