სულფაცეტამიდი WFZ 10% HEC
SULFACETAMIDUM NATRICUM Warsaw pharmaceutical works POLFA, პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი: S01AB04 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები 10%: ფლაკონში 5 მლ, შეფუთვაში 2 ფლაკონი 1 მლ სულფაცეტამიდი ნატრიუმი - 100 მგ დამხმარე ნივთიერებები: ოქსიეთილცელულოზა, ნატრიუმის თიოსულფატი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, პოლისორბატი 80, მარილმჟავა 10% (pH-ის კორექციისათვის), გასუფთავებული წყალი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სულფანილამიდური ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება, ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფტალმოლოგიაში. ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი შეიცავს სულფაცეტამიდს, ნივთიერებას სულფანილამიდების ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია ბაქტერიოსტატური მოქმედება. ოქსიეთილცელულოზა - პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერება ახანგრძლივებს პრეპარატის დაყოვნების დროს თვალის კონიუნქტივალურ ტომარაში. ჩვენებები: მოცემული პრეპარატი გამოიყენება სულფაცეტამიდის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ქუთუთოების კიდეებისა და კონიუნქტივის ბაქტერიული ანთებებისას. დოზირების რეჟიმი: პრეპარატი გამოიყენება ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, ხელახლა მიმართეთ ექიმს. მოზრდილები და ბავშვები 3 თვის ზემოთ თუ ექიმი არ დანიშნავს სპეციალურ დოზირებას, თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ ტომარაში უნდა ჩაიწვეთოთ 1-2 წვეთი ყოველ 3_4 საათში. გაუმჯობესების შემდეგ ჩაწვეთებებს შორის შეიძლება დროის ინტერვალის გაზრდა. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 7-10 დღეს. პრეპარატი არ გამოიყენება 2 თვემდე ასაკის ბავშვებში. თუ პაციენტი იმავდროულად იყენებს სხვა თვალის პრეპარატებს, ყოველი პრეპარატის მიღებებს შორის დაცული უნდა იყოს 10-15-წუთიანი ინტერვალები. თუ მიგაჩნიათ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს. გამოყენების წესი: პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის - ადგილობრივად კონიუნქტივალურ ტომარაში. საწვეთურის წვერი ან უნდა შეეხოს თვალს ან სხვა ზედაპირებს, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფლაკონის შემცველობის დაინფიცირება. პრეპარატის ჩაწვეთებამდე აუცილებელია ხელების დაბანა. ფლაკონს მოხსენით თავსახური და პრეპარატი ჩაიწვეთეთ თვალში (თვალებში). თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, კიდევ ერთხელ სცადეთ. ჩაწვეთებისას თითით დააწექით საცრემლე არხებს პრეპარატის მეტისმეტი აბსორბციისა და არასასურველი ეფექტების განვითარების თავიდან ასაცილებლად. ამის შემდეგ დაიბანეთ ხელები პრეპარატის ნარჩენების მოსაცილებლად და დახურეთ ფლაკონი. პრეპარატის დოზის გამოტოვებისას: ორმაგი დოზის გამოყენება გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ შეიძლება. გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა პრეპარატმა, სულფაცეტამიდნა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ყველაზე ხშირად აღინიშნება ადგილობრივი სიმპტომები, როგორიცაა ცრემლის გამოყოფა, წვა, ჩხვლეტა, კონიუნქტივის ჰიპერემია, კონიუნქტივის ანთება, ზოგჯერ არამკვეთრი მხედველობა და ტკივილი თვალის მიმდებარე მიდამოში. ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს: ქუთუთოების შეშუპება, სხვადასხვა ფორმის ერითემები და ჰიპერმგრძნობელობის სხვა გამოვლინებები (მაგ. გამონაყარი, კანის შეშუპება, ქავილი). იშვიათად, პრეპარატის ხანგრძლივი გამოიყენებისას შეიძლება განვითარდეს სულფაცეტამიდის ზემოქმედებისადმი მდგრადი სოკოებით ან ბაქტერიებით გამოწვეული რქოვანას პუსტულები. ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოვლენები. გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მათ შორის ისეთი ეფექტებისა, რომლებიც აღწერილი არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. უკუჩვენებები: - სულფაცეტამიდის, სხვა სულფანილამიდების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას; - 2 თვემდე ასაკის ბავშვებში. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიძლება შთანთქას რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა და მათი შეფერილობა შეცვალოს; შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანებაც. ამიტომ, პრეპარატის ჩაწვეთებამდე აუცილებელია კონტაქტური ლინზების მოხსნა. მათი კვლავ გაკეთება შეიძლება პრეპარატის გამოყენებიდან მინიმუმ 15 წუთის გასვლის შემდეგ. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის გამოყენებისას - განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა შარდმდენი საშუალებების, ფუროსემიდის, ანტიდიაბეტური საშუალებების (სულფონილშარდოვანას წარმოებულების) და კარბონატული ანჰიდრაზას ინჰიბიტორების მიმართ, ჯვარედინი ალერგიების შესაძლო განვითარების გამო. - პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ე.წ. "მშრალი თვალის" სინდრომის მქონე პაციენტებში, რქოვანაში სულფონამიდის შესაძლო კრისტალიზაციის გამო. თუმცა, თუ სულფაცეტამიდის გამოყენება აუცილებელია, იმავდროულად გამოყენებული უნდა იყოს "ხელოვნური ცრემლების" ტიპის პრეპარატები ან თვალის დამატენიანებელი სხვა სითხეები. - ალერგიული ჰიპერმგრძნობელობის (როგორიცაა გამონაყარი, კანის შეშუპება, ქავილი) პირველი სიმპტომების ან ჭარბი ჩირქოვანი სეკრეციის გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ექიმს. - აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული დროის დაცვა - პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სულფაცეტამიდის მიმართ მდგრადი ბაქტერიებითა და სოკოებით გამოწვეული ინფექციების განვითარება. მიმართეთ ექიმს, თუ ზემოთ აღნიშნულ მოვლენებს ადგილი ჰქონდა თუნდაც წარსულში. ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ შესაძლო ცრემლდენის გამო, პრეპარატის ჩაწვეთება არ უნდა მოხდეს უშუალოდ საჭესთან დაჯდომამდე ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დაწყებამდე. ორსულობა და ლაქტაცია: ყოველი პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ორსულობის დროს ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში, ასევე ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე უნდა ეცნობოს ექიმს. ჭარბი დოზირება: დაუშვებელია პრეპარატის დიდი დოზების გამოყენება ან რეკომენდებულზე მეტი სიხშირით გამოყენება. პრეპარატის ძალიან მაღალი დოზების ჩაწვეთების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მომატებული ცრემლდენა, კონიუნქტივის ჰიპერემია, შეშუპება, ქავილი. პრეპარატის რეკომენდებულზე დიდი დოზების გამოყენების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ბოლო დროს მიღებული ყველა პრეპარატის, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის შესახებ. სულფაცეტამიდის შემცველი პრეპარატები შეუთავსებელია ვერცხლის ნიტრატთან. შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. სამკურნალო საშუალება გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით Warsaw pharmaceutical works POLFA