სტრეპსილსი #16ტ პლიუსი
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
10მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს; 1,2 მგ 2,4-დიქლორბენზილის სპირტს; 0,6 მგ ამილმეტაკრეზოლს
პრეპარატის შემადგენლობაში ასევე შედის:
ანისულის ზეთი, პიტნის ზეთი, ღვინის მჟავა, ნატრიუმის საქარინატი, საქაროზა, გლუკოზის სიროფი, ყვითელი ქინოლინი, ინდიგოკარმინი, არომატიზატორები. ჩვენებები:
სტრეფსილსი პლუსი სწრაფად და ეფექტურად ამსუბუქებს ყელის ძლიერ ტკივილს. პრეპარატის შემადგენლობაში შედის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება გაუტკივარების მიზნით და ფართო ანტიბაქტერიული სპექტრის მქონე კომპონენტები. გამოიყენება პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს. მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია მოზრდილებისა და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებისთვის. მიიღება თითო ტაბლეტი ყოველი 2 -3 საათის განმავლობაში. ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს სრულ გახსნამდე. არასასურველია 24 საათის განმავლობაში 8 ტაბლეტზე მეტის მიღება. უკუჩვენებები:
პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობა. არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
სტრეფსილსი პლუსი შეთავსებადია სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებთან. განსაკუთრებული მითითებანი:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით. თუ ავადმყოფობის სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი ან სხვა მოვლენები) შენარჩუნებულია აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თითო ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 2.6გ შაქარს. გვერდითი მოქმედება:
იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები. დოზის გადაჭარბება:
ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტის ნიშნების სახით. ამ შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია. შენახვის პირობები:
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს +25°C. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გაიცემა ურეცეპტოდ. მწარმოებელი
"რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ ინტერნეიშნლ შპს", ტეინ როუდი, ნოტინჰემი, NG90 2DB, დიდი ბრიტანეთი.