newhospitals

სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი სტერილური თხიერი

სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი სტერილური თხიერი
ანოტაციის მომწოდებელია
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
6652ნახვა
მოხმარების ინსტრუქცია:

პრეპარატი წარმოადგენს S.aureus ბაქტერიების მიმართ აქტიურ, ქრომატოგრაფიულად გაწმენდილ ფაგურ ლიზატს.სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია ბაქტერიოფაგის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკური ეტიოლოგიის ინფექციების სამკურნალოდ. ასეთ ინფექციებს მიეკუთვნება:

- ზედა სასუნთქი გზების, ცხვირის, ხახის, ფილტვების, ყურის (ფარინგიტი, ანგინა, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პლევრიტი, პნევმონია, შუა ყურის ანთება) ინფექციური დაავადებები;

- ქირურგიული ინფექციები (ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობები, აბსცესები, ფლეგმონები, ფურუნკულები, კარბუნკულები, პარაპროქტიტი, მასტიტი, ბურსიტი, ოცტეომოელიტი, პანარიციუმი);

- უროგენიტალური ინფექციები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლპიტი, ენდომეტრიტი);

- ენტერალური ინფექციები (გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი);

- ახალშობილთა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები (ომფალიტი, პიოდერმია, კონიუქტივიტი, გასტროენტროკოლიტი და სხვა);

- სტაფილოკოკებით გამოწვეული სხვა დაავადებები.

სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით ოპერაციის შემდგომი და ინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად, ასევე საავადმყოფოსშიდა სტაფილოკოკური ინფექციის დადასტურებული ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელის შემთხვევაში. ბაქტერიოფაგებით მკურნალობა არ გამორიცხავს სხვა პრეპარატებთან მის ერთდროულ გამოყენებას. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, მათ შორის დასალევად, ჭრილობების დასამუშავებლად დრენირებისა და აპლიკაციის სახით, რექტალურად, ყელ-ყურ-ცხვირის, ასევე შარდ-სასქესო ორგანოების ღრუებში შესაყვანად. პრეპარატის რეკომენდირებული

 

დოზები და მიღების წესი:

ასაკი მიღების წესი და დოზა

პერ ოს მლ პერ რეცტუმ (გამწმენდი ოყნის შემდეგ) მლ

6 თვემდე 5 5-10

6 თვიდან 1 წლამდე 10 10-20

1 წლიდან 3 წლამდე 15 20-30

3 წლიდან 8 წლამდე 15-20 30-40

8 წლის ზევით 20-30 40-50

 

პრეპარატის გამოყენების წესი სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროს:
1. ინფექციური აბსცესის დროს, ბაქტერიოფაგი პუნქციის მეშვეობით შეჰყავთ აბსცესის ღრუში ჩირქის წინასწარი ევაკუაციის შემდგომ; ფილტვის აბსცესის შემთხვევაში, ტრანსტორაკალური პუნქციის და ტრაქეობრონქიალური ხის კათეტერიზაციის მეშვეობით; პლევრის ემფიზემის შემთხვევაში ღრუს სანაციის შემდგომ პრეპარატი შეჰყავთ პუნქციის და დრენაჟის მეშვეობით.
აბსცესის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებული მოცულობა უნდა იყოს ევაკუირებული ჩირქის მოცულობაზე ოდნავ ნაკლები.
ტრაქეობრონქიალური ხის კათეტერიზაციის დროს პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-20 მლ-ს. პლევრის ემპიზემის შემთხვევაში - ერთჯერადი დოზაა 10 მლ-დან 50 მლ-მდე.

ბაქტერიოფაგის პრეპარატის გამოყენებაზე უკუჩვენება არ არის აღწერილი - პრეპარატის გამოყენება არ იწვევს რაიმე გვერდით მოვლენას. პრეპარატი სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება დაავადების გამომწვევი ბაქტერიის იდენტიფიცირების და მისი დადებითი ფაგო-მგრძნობელობის დადგენის შემდგომ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან-სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ხმარებას.

ჭარბი დოზირება-მონაცემები არ მოიპოვება.

ორსულობა და ლაქტაცია-მონაცემები არ მოიპოვება.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების

მართვის უნარზე-არ ახდენს ზეგავლენას.

პრეპარატი ჩამოსხმულია 10 მლ ან 100 მლ ფლაკონებში

ფლაკონიდან საჭირო რაოდენობის პრეპარატის ამოღება ხდება ასეპტიკური პირობების დაცვით, სტერილური შპრიცის საშუალებით რეზინის საცობის გახვრეტის გზით.

გახსნილი ფლაკონი ინახება მაცივარში

ფლაკონებში სითხის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატის ხმარება აკრძალულია.

პრეპარატი ინახება +20 - +80C -მდე ტემპერატურაზე მშრალ, ბნელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ერთი წელი.

პრეპარატი ჩამოსხმულია 10მლ ფლაკონებში.

ინახება +2 _ +8 C 0 ტემპერატურაზე.

ვარგისიანობა 1 წელი.

 

გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

შემუშავებულია:

გ.ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში
მწარმოებელი:
შპს,,ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები"

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.