newhospitals

სპეცილიდი 100მგ #20ტ

სპეცილიდი 100მგ #20ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3264ნახვა
[code]

სპეცილიდი
SPECILID


აქტიური ნივთიერება: ნიმესულიდი 100 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ნიმესულიდი წარმოადგენს სულფონანილიდების კლასის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ბლოკირებით და ანთებით კერაში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით. ნიმესულიდის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას თან ახლავს მნიშვნელოვანი ანლგეზიური ეფექტი. ცხელების დროს მას გამოხატული აქვს ანტიპირეტული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2 სთ-ის შემდეგ. ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 2-3 სთ-ს, ხოლო მოქმედების ხანგრძლივობა გრძელდება დაახლოებით 6 სთ-ის განმავლობაში. ნიმესულიდი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად: დოზის 98% გამოიყოფა 24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს მისი კუმულაცია არ აღინიშნება.

ჩვენება:
-რბილი ქსოვილების და საყრდენ მამოძრავებელი სისტემის (დაჭიმულობა, დაჟეჟილობა) ტრავმის შემდგომი ანთება, ოპერაციის შედეგად გამოწვეული ტკივილი და ანთებითი სინდრომი;
-ტკივილი ხერხემლის არხში, ნევრალგია, მიოზიტი, ართრალგია, სახსარგარეშე რევმტიზმი, ღვიძლისა და თირკმელების ჭვალი, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციურ ანთებითი დაავდებებით გამოწვეული ტკივილის სინდრომი;
-რევმატოიდული ართრიტი, ოსტეორათრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, პოდაგის სახსროვანი სინდრომი;
-საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები, ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, პერიართროპათიები;
-ალგოდისმენორეა, ადნექსიტი, პროქტიტი;
-ცხელებით მიმდინარე დაავადებები.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ნიმესულიდის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე. ღვიძლის უკმარისობა, გასტროდუოდენალური სისხლდენა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, თირკმელების უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია), ბავშვთა ასაკი, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენები ნაკლებად გამოვლინდება.
შეიძლება აღინიშნოს წვის შეგრძნება, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსია, დიარეა.
იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კანზე გამონაყრი.

განსაკუთრებული მითითებები:
სპესილიდის მიღება არ შეიძლება სისხლდენით მიმდინარე დაავადებების დროს, პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს და თრომბოციტების ინჰიბოტორებს. თუ პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა მხედველობის მხრივი დარღვევები, აუცილებელია შეწყდეს არასტეროიდული ანთების საწინააღნდეგო პრეპარატებით მკურნალობა და მოხდეს ოფთალმოლოგის მიერ პაციენტის გამოკლევა. ნიმესულიდი სიფრთხილით ენიშნებათ ქრონიკული რენული უკმარისობის დროს, ხანდაზმულ პაციენტებს, გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს, ასევე სიფრთხილით ენიშნებათ იმ პციენტებს, რომელთა პროფესია საჭიროებს მუდმივ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს გასტროინტერსტინული დარღვევები: გულისრევა, ღებინება.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
ნიმესულიდი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. მისი ერთდროული დანიშვნით ლითიუმის პრეპარატებთან იზრდება პლაზმაში ამ უკანასკნელის კონცენტრაცია. ნიმესულიდი პლაზმის ცილებს მნიშვნელოვნად უკავშირდება, რაც აუცილებელია გათვალისწინებული იყოს სხვა პრეპარატებთან (ჰიდანტოინთან და სულფანილამიდებთან) მისი კომბინციისას.

მიღების წესი და დოზირება:
ნიმესულიდი ენიშნებათ მოზრდილებს პერორალურად 50-100 მგ 2-ჯერ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე 2-ჯერ დღეში. პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე და მკურნალობის მიმართ მის რეაქციაზე. ხანშიშესულ ავადმყოფებთა მკურნალობის დოზას ადგენს ექიმი, დოზის შემცირება ხდება ავადმყოფის მდგომრეობის გათვალისწინებით.
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ჭამის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
#20 ტაბლეტი, კოლოფში 2 ბლისტერი.

შენახვის წესი:
ინახება ოთახის ტემპერატურზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

მწარმოებელი:
SPECIFAR S.A.
1, 28 ოქტოვრიუს ქ. 12351 აგ. ვარვარა, ათენი, საბერძნეთი
ტელ: +210 54 01 500
ელ-ფოსტა:
info@specifar.gr
ლიცენზიის მფლობელი :
Alet Pharmaceuticals SA, საბერძნეთი

[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.