სპაზმომენი®
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): otilonium bromide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → კუჭ-ნაწლავის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები → კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსის და მოტორიკის შემამცირებელი საშუალებები → მიოტროპული სპაზმოლიზური საშუალებები
მწარმოებელი კომპანია: BERLIN-CHEMIE AG
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
გამოშვების ფორმა: 40მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
1. სპაზმომენის® აღწერა და გამოყენება:
სპაზმომენის® ტაბლეტები შეიცავს სამკურნალო ნივთიერებას სახელწოდებით ოტილონიუმის ბრომიდი. ის მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით სპაზმოლიტიკები.
სპაზმომენი® მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუსკულატურაზე, ამცირებს ნაწლავის სპაზმს და აწესრიგებს მის ზედმეტ მოძრაობით აქტივობას (მაგალითად, ნაწლავის კუნთების ზედმეტად ინტენსიური კუმშვადობის და ამ შეკუმშვათა სიხშირის შემცირებით).
სპაზმომენი® გამოიყენება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებსაც ახასიათებს ნაწლავის მტკივნეული სპაზმი, მუცლის შებერილობა და ნაწლავის მოძრაობითი აქტივობის დარღვევა.
მიმართეთ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.
2. რა უნდა ვიცოდეთ სპაზმომენის® მიღებამდე:
სპაზმომენის® მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოტილონიუმის ბრომიდის ან პრეპარატ სპაზმომენის® ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ პ. 6 და პ.
2 - ბოლოში).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
პრეპარატ სპაზმომენის® მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- გლაუკომა (თვალის დაავადება, რომელსაც თან ახლავს მომატებული თვალშიდა წნევა),
- წინამდებარე ჯირკვლის გადიდება (ეგრედ წოდებული პროსტატის ჰიპერტროფია),
- კუჭიდან ნაწლავში შესასვლელის შევიწროება (პილოროსტენოზი).
სხვა სამკურნალო საშუალებებისა და სპაზმომენის® გამოყენება:
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას.
შეტყობინებები სპაზმომენისა® და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების შესახებ მიღებული არ არის.
სპაზმომენის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
სასურველია სპაზმომენის® მიღება საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში:
სპაზმომენი® არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს - გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების აუცილებლობის შესახებ და თქვენ იმყოფებით მისი დაკვირვების ქვეშ.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
სპაზმომენის® გავლენა ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოსალოდნელი არ არის.
პრეპარატი სპაზმომენი® შეიცავს ლაქტოზას, რომელიც წარმოადგენს შაქრის სახეობას (რძის შაქარი). თუ მკურნალი ექიმისგან თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ მასთან.
3. სპაზმომენის® მიღების წესი:
მოცემული სამკურნალო საშუალება ყოველთვის მიიღეთ მოცემულ ჩანართში აღწერილი ინფორმაციის ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის მითითების ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღების შესახებ ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები: თითო ტაბლეტი 2-3 ჯერ დღე-ღამეში, მკურნალი ექიმის მითითებების დაცვით. ტაბლეტები მიიღება წყლის მიყოლებით, სასურველია საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე; ტაბლეტები არ გადატეხოთ, არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.
გამოყენება ბავშვებში: მოცემული ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებში გამოსაყენებლად.
თუ თქვენ გადააჭარბეთ სპაზმომენის® რეკომენდებულ დოზას:
შეტყობინებები სპაზმომენის® დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის მიღებული.
მაგრამ, თუ თქვენ გადააჭარბეთ რეკომენდებულ დოზას და თავს გრძნობთ ცუდად, აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას (თან იქონიეთ მოცემული ჩანართი და/ან შეფუთვა).
თუ დაგავიწყდათ სპაზმომენის® მიღება:
თუ დაგავიწყდათ სპაზმომენის® დროულად მიღება, მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება:
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
რეკომენდებული დოზებით კლინიკური გამოყენებისას სპაზმომენი® არ იწვევდა გვერდით მოქმედებებს.
შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, რომელიმე ქვემოთ მითითებული დარღვევის განვითარების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშანი:
- სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შესიება;
- კანის გამოხატული ქავილი წითელი გამონაყარით და კანის ზედაპირიდან ოდნავ ამოწეული გამონაყარით.
გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს
10000 პაციენტიდან 1-ში) ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა კანის ალერგიული რეაქციები გამონაყარის სახით (ჭინჭრის ციება).
შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას - მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. აგრეთვე, გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა შეიძლება პირდაპირ შეტყობინებების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც მითითებულია დანართში V*. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. სპაზმომენის® შენახვის პირობები:
მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან ნაგავთან. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია:
პრეპარატ სპაზმომენის® შემადგენლობა
- მოქმედი ნივთიერება არის ოტილონიუმის ბრომიდი (40 მგ აპკისებრი გარსით
დაფარულ ერთ ტაბლეტზე).
- სხვა კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ბრინჯის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი A, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი (შეესაბამება პოლიეთილენგლიკოლს 4000 და პოლიეთილენგლიკოლს 6000), ტალკი (დამატებითი ინფორმაცია ლაქტოზასთან დაკავშირებით იხილეთ პარაგრაფში 2).
სპაზმომენის® აღწერა და შეფუთვა:
სამკურნალწამლო ფორმა წარმოადგენს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალ, ორმხრივამობურცულ აპკისებრი გარსით დაფარულ ტაბლეტებს. თითო ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ოტილონიუმის ბრომიდს.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 30 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი პვქ-პვდქ და ალუმინის ბლისტერში.
შეფუთვაში მოთავსებულია სპაზმომენის® 30 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი. შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.
გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.