newhospitals

სომნოლი-ავერსი

სომნოლი-ავერსი
ანოტაციის მომწოდებელია
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
15242ნახვა

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს 7.5 მგ ზოპიკლონს .
დამხმარე ნივთიერებები - კალციუმის ჰიდროფოსფატი ( უწყლო ), კარტოფილის სახამებელი ( მშრალი ), მაგნიუმის სტეარატი , სახამებლის ნატრიუმის გლიკოლატი , სილიციუმის დიოქსიდი , საღებავი 33G 28707 Opadry.


ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საძილე საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება: სომნოლი შეიცავს ზოპიკლონს , რომელიც წარმოადგენს საძილე საშუალებას . სომნოლის მიღების შემდეგ იგრძნობა დაღლილობა და ადვილად ჩაძინება . M მისი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი . სავარაუდოდ , ზოპიკლონი აძლიერებს γ - ამინოერბომჟავას მოქმედებას , რომელიც წარმოადგენს თავის ტვინში ნერვული იმპულსების გადამცემის როლს .


ჩვენება:

პრეპარატი გამოიყენება ძილის დარღვევების ხანმოკლე მკურნალობისათვის , რომელიც ჩვეულებრივ რამდენიმე დღე გრძელდება ( არაუმეტეს 4 კვირისა ). P პაციენტმა შეიძლება მიიღოს პრეპარატი გამოხატული უძილობის , დარღვეული ძილის , შრომისუნარიანობის დაქვეითების ან სტრესული მდგომარეობის დროს .



სიფრთხილე:
პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:
O - ორსულობა ;
- ლაქტაციის პერიოდი ;
- თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვები ;
F - Myasthenia gravis ( კუნთების სისუსტე );
- სუნთქვის უკმარისობა და ფილტვების მძიმე დაავადებები ;
- ღამე სუნთქვის ხანმოკლე გაძნელება;
- წამლებისა და ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულების არსებობის დროს;
- თუ ადრე პრეპარატის მიღებას მოჰყვა არასასურველ გვერდი ეფექტი ან ალერგია;
- ფსიქიკური დაავადებები;
- იმ შემთხვევაში თუ პაციენტი იღებს: ანტიჰისტამინურ ( ალერგიის საწინააღმდეგო ) საშუალებებს , ანტიდეპრესანტებს , ძლიერმოქმედ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს , ანტიფსიქოზურ საშუალებებს ( მაგ , ქლორპრომაზინი ან ფლუპენტიქსოლი ); ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს ( ფენიტოინი ან კარბამაზეპინი ), საძილე ან დამამშვიდებელ საშუალებებს ( დიაზეპამი ან ნიტრაზეპამი ), ოპერაციული ჩარევისა და ნარკოზის წინ .
სიფრთხილეა საჭირო: პრეპარატის მიღებისას შეიმჩნევა თავბრუსხვევა ან ძილიანობა , არ არის რეკომენდებული ავტომანქანის მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება , რომელიც დაკავშირებულია ტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატაციასთან . სომნოლით მკურნალობისას არ მიიღოთ ალკოჰოლი .


მიღების წესი და დოზირება:

სომნოლს , სხვა საძილე საშუალებების მსგავსად , ახასიათებს შეჩვევა ( მოქმედების შესუსტება ). P ამიტომ , პრეპარატი ინიშნება არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში .

მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი (7.5 მგ ), ძილის წინ .

ბავშვებში პრეპერატი არ ინიშნება.

ასაკოვან და პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით პრეპარატი ინიშნება მცირე დოზებით.
პრეპარატის მიღების შეწყვეტის წინ საჭიროა ექიმის კონსულტაცია დოზის შემცირებასთან დაკავშირებით , რადგან პრეპარატის სწრაფი მოხსნისას შეიძლება განვითარდეს გაძლიერებული მგრძნობელობა ხმაურისა და სინათლის მიმართ , მეხსიერების გაფანტვა , უძილობა , კრუნჩხვები , სპაზმი კუჭის არეში , შიშის შეგრძნება და ხასიათის ცვალებადობა.


გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის მიღების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

აღენიშნება იშვიათად. სომნოლის მიღებისას შესაძლებელია: მწარე ან ლითონის გემო პირში , თავბრუსხვევა , თავის ტკივილი , პირის სიმშრალე. იშვიათად , შეიძლება განვითარდეს აგზნება , აგრესიულობა , ცნობიერების დაბინდვა , დეპრესია , მეხსიერების დარღვევა , ჰალუცინაციები , ღამის კოშმარები , გამონაყარი კანზე , კოორდინაციის დარღვევა.
რომელიმე სიმპტომის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს!


შენახვის პირობები:
მშრალ , სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას !
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ !


შეფუთვა:

10 და 20 შემოგარსული ტაბლეტი.


გაიცემა რეცეპტით!


მწარმოებელი ფირმა და მისამართი:

ს. ს " გრინდექსი " ( ლატვია ), რიგა,
კრუსტპილსის ქუჩა #53 LV -1057

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.