სოლიანი 200მგ #30ტ
[code]
სოლიანი
SOLIAN
SOLIAN
საერთაშორისო დასახელება - amisulpride
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - N05AL05
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფსიქოტროპული საშუალებები; ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები (100 მგ და 200 მგ დოზირება)
შემოგარს. ტაბლეტები 400 მგ დოზირება
10 ტაბლეტი ალ/პვქ ფოლგის ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამისულფრიდი სელექციურად, მაღალი აფინურობით უკავშირდება დოფამინერგული რეცეპტორების D2/D3 ქვეტიპებს, თუმცა არ ახასიათებს D1, D4 და D5 რეცეპტორების მიმართ აფინურობა. კლასიკური და ატიპიური ნეიროლეფსიურებისგან განსხვავებით, ამისულფრიდს არ გააჩნია აფინურობა სეროტონინური რეცეპტორების, H1 ჰისტამინური, ალფა-ადრენერგული და ქოლინერგული რეცეპტორების მიმართ. მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში აბლოკირებს პოსტსინაფსურ D2 რეცეპტორებს, რომლებიც ლოკალიზებულია ლიმბურ სისტემაში (არ ახდენს ზეგავლენას ანალოგიურ რეცეპტორებზე სტრიატუმში). განმეორებითი მკურნალობის შემდეგ არ იწვევს კატალეფსიას და D2-დოფამინური რეცეპტორების ჰიპერმგრძნობელობის განვითარებას. მცირე დოზებით იგი უპირატესად დოფამინის გამოთავისუფლების სტიმულირებით აბლოკირებს პრესინაფსურ D2/D3 რეცეპტორებს. ასეთ ატიპიურ ფარმაკოლოგიურ პროფილს შეუძლია მაღალ დოზებში პოსტსინაფსური დოფამინური რეცეპტორების ბლოკადის შედეგად განვითარებული ამისულფრიდის ანტიფსიქოზური ეფექტის და დაბალ დოზებში პრესინაფსური დოფამინური რეცეპტორების ბლოკადის შედეგად განვითარებული კლინიკურად ნეგატიური სიმპტომების მიმართ მისი ეფექტურობის ახსნა. აღნიშნულის გარდა, ამისულფრიდი ნაკლებად იწვევს ექსტრაპირამიდულ გვერდით ეფექტებს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მის უპირატეს ლიმბურ აქტივობასთან. შიზოფრენიის მწვავე შეტევების მქონე ავადმყოფებში სოლიანი მოქმედებს, როგორც კლინიკურ მეორად ნეგატიურ სიმპტომებზე, ასევე, ისეთ აფექტურ სიმპტომებზე, როგორიცაა დეპრესიული მდგომარეობა და რეტარდაცია. ფარმაკოკინეტიკა ამისულფრიდს აღენიშნება ორი აბსორბციული პიკი: ერთი მიიღწევა სწრაფად, დოზის შეყვანიდან ერთ საათში, ხოლო მეორე – მიღების შემდეგ 3-4 საათის შუალედში. 50 მგ მიღების შემდეგ პლაზმაში კონცენტრაცია შეადგენს 39+3 და 54+4 ნგ/მლ შესაბამისად. განაწილების მოცულობა ტოლია 5,8 ლ/კგ. რადგან პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (16%), ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ნაკლებად სავარაუდოა. სრული ბიოშეღწევადობა შეადგენს 48%. ამისულფრიდი მეტაბოლიზდება უმნიშვნელო ხარისხით (დაახლოებით 4%), იდენტიფიცირებულია ორი არააქტიური მეტაბოლიტი. ამისულფრიდის დაგროვება არ ხდება და განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ მისი ფარმაკოკინეტიკა უცვლელი რჩება. ამისულფრიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 12 საათს მისი პერორალური მიღების შემდეგ. ამისულფრიდი გამოიყოფა შარდის საშუალებით შეუცვლელი სახით. კლირენსი შეადგენს დაახლოებით 330 მლ/წთ. ნახშირწყლებით გამდიდრებული საკვები აქვეითებს AUC (მრუდის ქვეშ ფართობი კონცენტრაცია/დრო), მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს და ამისულფრიდის მაქსიმალურ კონცენტრაციას, ხოლო ცხიმებით გამდიდრებული საკვები ზემოთაღნიშნული ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ცვლილებებს არ იწვევს. თუმცა, ყოვედლღიურ კლინიკურ პრაქტიკაში აღნიშნული დაკვირვებების მნიშვნელობა ცნობილი არ არის. ღვიძლის უკმარისობა იმის გამო, რომ პრეპარატი შენელებული მეტაბოლიზმით გამოირჩევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის აუცილებელი დოზის შემცირება. თირკმელების უკმარისობა თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება, ხოლო სისტემური კლირენსი ქვეითდება კოეფიციენტით 2,5-3. თირკმელების დაბალი ხარისხის უკმარისობის შემთხვევაში ამისულფრიდის AUC იზრდება ორჯერ, ხოლო ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში – ათჯერ (იხ. "გამოყენება და დოზები"). თუმცა, პრაქტიკული გამოცდილება შეზღუდულია და 50 მგ-ზე მაღალი დოზებით მიღების შედეგები არ არსებობს. ამისულფრიდი სუსტად ექვემდებარება დიალიზს. ხანდაზმული პაციენტები ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელს ზემოთ) ფარმაკოკინეტიკური მონაცემების შეზღუდული რაოდენობა ადასტურებს, რომ პრეპარატის 50მგ შიგნით ერთჯერადი მიღების შემდეგ Cmax, T1/2 და AUC 10-30%-ით მაღალია, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში არ მოიპოვება.
ჩვენებები
პროდუქტიული (მაგალითად: ბოდვა, ჰალუცინაციები, აზროვნების მხრივ დარღვევები) და/ან ნეგატიური (მაგალითად: აფექტური ეპიზოდები, ემოციურობის არარსებობა და ურთიერთობისგან თავის დაღწევა) დარღვევებით თანმხლები მწვავე და ქრონიკული შიზოფრენიის მკურნალობა, მათ შორის ჭარბი ნეგატიური სიმპტომატიკის მქონე პაციენტებში.
მიღების წესები და დოზები
მწვავე ფსიქოტროპული ეპიზოდების შემთხვევაში რეკომენდებულია დღე-ღამეში 400-800მგ დოზის შიგნით მიღება. ცალკეულ შემთხვევებში, დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია დღე-ღამეში 1200 მგ-მდე. დოზის გაზრდა შესაძლებელია პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ. შერეული ნეგატიური და პროდუქტიული სიმპტომების მქონე პაციენტებისათვის დოზების შერჩევა ხდება პრიდუქტიული სიმპტომების ოპტიმალური კონტროლის უზრუნველყოფით, საშუალოდ 400 მგ-დან 800 მგ-მდე დოზირების შერჩევით. შემანარჩუნებელი მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა მინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნით. კლინიკურად ნეგატიური სიმპტომატიკის სიჭარბის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დღე-ღამეში 50-300 მგ დოზის შიგნით მიღება. დოზების შერჩევა ინდივიდუალურია. დღე-ღამეში 400 მგ მეტი დოზა ინიშნება 2-ჯერ მიღებით. ხანდაზმული ასაკის პაციენტები ამისულფრიდი ინიშნება სიფრთხილით არტერიული ჰიპოტენზიის ან ჭარბი სედაციის შესაძლებელი განვითარების მიზეზით. თირკმელების უკმარისობა ამისულფრიდი გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებს, კრეატინინის კლირენსი (CRcl) 30-60 მლ/წთ, ენიშნებათ ნახევარი დოზა ხოლო CRcl 10-30 მლ/წთ დოზის 1/3.
გვერდითი მოვლენები
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ხშირად: უძილობა, მოუსვენრობა, აჟიტაცია. შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლენა (ტრემორი, ჰიპერტონია, ჰიპერსალივაცია, აკატიზია, ჰიპოკინეზია). შემანარჩუნებელი დოზების მიღების შემთხვევაში მათი ინტენსიურობა ჩვეულებრივ ზომიერია, სიმპტომები ნაწილობრივ შექცევადი ხასიათისაა სოლიანის მიღების შეწყვეტის გარეშე ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური საშუალებების დახმარებით. უპირატესად ნეგატიური სიმპტომების მკურნალობისათვის ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლენის სიხშირე (რაც დამოკიდებულია პრეპარატის დოზებზე) ძალიან დაბალია დღე-ღამეში 50-დან 300 მგ-მდე დოზის მიღების შემთხვევაში. იშვიათად: ძილიანობა დღის განმავლობაში. ძალიან იშვიათად: მწვავე დისტონია (სპასტიური კისერმრუდობა, ოკულოგენური კრიზები, ტრიზმი და ა.შ.). აღნიშნული მდგომარეობა შექცევადი ხასიათისაა სოლიანის მიღების შეწყვეტის გარეშე ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური საშუალებების დახმარებით. გვიანი დისკინეზია, რომელიც დახასიათებულია უპირატესად ენის და/ან სახის უნებლიე მოძრაობების უნარის დარღვევით, არის პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების მიზეზი. კრუნჩხვითი შეტევები. ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები ხშირად: სისხლის შრატში პროლაქტინის დონის მომატება, რომელიც შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ეს შეიძლება გახდეს გალაქტორეის, ამენორეის, გინეკომასტიის, სარძევე ჯირკვლების გადიდების, იმპოტენციის, ფრიგიდულობის მიზეზი. წონაში მომატება. კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები იშვიათად: შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, სიმშრალე პირის ღრუში. დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ჰიპოტენზია და ბრადიკარდია. QT ინტერვალის გახანგრძლივება და მოციმციმე არითმიის ძალიან იშვიათი შემთხევევბი (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). ღვიძლის ფუნქციის დარღვევები ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, განსაკუთრებით ტრანსამინაზას.
ზოგადი დარღვევები
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
- ამისულფრიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
- თანმხლები პროლაქტინ-დამოკიდებული სიმსივნეები, მაგალითად: ჰიპოფიზის პროლაქტინომა და სარძევე ჯირკვლების კიბო.
- ფეოქრომოციტომა.
- ბავშვთა ასაკი (14 წლამდე).
- ლაქტაციის პერიოდი.
- თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ დაბალი)
- სულტოპრიდთან ერთად. - დოფამინერგულ აგონისტებთან (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომკრიპტინი, კაბერგოლინი, ენტაკაპონი, ლისურიდი, პერგოლიდი, პირიბედილი, პრამიპექსოლი, ქინაგოლიდი, როპინიროლი, სელეჟილინი) კომბინაციაში, პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების გარდა (იხ. "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან"). სიფრთხილით – ეპილეფსია, პარკინსონიზმი, ხანდაზმული ასაკი, თირკმელების უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის განმავლობაში ამისულფრიდის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური საფრთხე გაუმართლებელია.
განსაკუთრებული მითითებები
- სხვა ნეიროლეფსიურების გამოყენების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ჰიპერთერმიის, კუნთების რიგიდობის, პერიფერიული ნერვული სისტემის დისფუნქციის, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებით. ჰიპერთერმიის განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზების მიღების ფონზე, აუცილებელია ყველა ანტიფსიქოზური პრეპარატის, განსაკუთრებით ამისულფრიდის, მიღების შეწყვეტა.
- ამისულფრიდი გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების ფუნქციის სერიოზული დარღვევების მქონე პაციენტებში, აუცილებელია დოზის შემცირება და "გამოყენება და დოზების" ნაწილში აღწერილი თერაპიის სქემით ხელმძღვანელობა.
-მძიმე ფორმებში თირკმელების დარღვევების მქონე ავადმყოფებში (CRcl<10 მლ/წთ) პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს (იხ. "უკუჩვენება").
-პრეპარატის სუსტი მეტაბოლიზმის გამო, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში, პრეპარატის დოზა შემცირებას არ საჭიროებს.
-ამისულფრიდი აქვეითებს კრუნჩხვით მოვლენებს. ამიტომ ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებს ანამნეზში ამისულპირიდის თერაპიის დროს ესაჭიროებათ უწყვეტი დაკვირვება.
- სხვა ნეიროლეფსიურების მსგავსად, ხანდაზმულ ასაკში ამისულპირიდი სიფრთხილით ინიშნება არტერიული ჰიპოტენზიის ან ჭარბი სედაციის განვითარების რისკის გამო.
- პარკინსონის დაავადების შემთხვევაში, ანტიდოფამინერგული პრეპარატები და ამისულფრიდი ინიშნება სიფრთხილის დაცვით მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობის გამო.
- ამისულფრიდის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეიროლეფსიური თერაპიის თავიდან აცილება შეუძლებელია.
- QT ინტერვალის გახანგრძლივება: ამისულფრიდი იწვევს QT ინტერვალის დოზადამოკიდებულ გახანგრძლივებას. თავის მხრივ, ეს ზრდის სერიოზული პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკს ("torsades de pointes"-ის სინდრომი). - პრეპარატის დანიშვნის წინ და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე დამოკიდებულებით, რეკომენდებულია რითმის შემდეგი დარღვევების განვითარების ფაქტორების კონტროლი:
- ბრადიკარდია 55-ზე ნაკლები გულისცემის სიხშირე;
- ჰიპოკალიემია;
- QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება.
გამოხატული ბრადიკარდიის (< 55 გულისცემა წთ-ში), ჰიპოკალიემიის, გამტარობის შენელების ან QT ინტერვალის გახანგრძლივების გამომწვევი პრეპარატების ერთდროულად დანიშვნა (იხ. "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან"). ავადმყოფებში, რომლებიც საჭიროებენ ნეიროლეფსიურებით ხანგრძლივ მკურნალობას, სტატუსის პირველადი შეფასების შემთხვევაში უტარდებათ ეკგ. ტაბლეტებში ლაქტოზას შემცველობის მიზეზით პრეპარატი უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის, გლუკოზას ან გალაქტოზას აბსორბციის დარღვევის სინდრომის არსებობის ან ლაქტოზას დეფიციტის შემთხვევაში.
ჭარბი დოზირება
ამისულფრიდის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევები შეზღუდულია. არსებობს ცნობები პრეპარატის აღნიშნული ფარმაკოლოგიური თვისებების გაძლიერების შესახებ. მათში შედის ძილიანობა და სედაცია, კომა, არტერიული ჰიპოტენზია და ექსტრაპირამიდული სიმპტომები. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევაში აუცილებელია სხვა პრეპარატებთან შესაძლო კომბინაციის შესწავლა და ზომების მიღება: ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების საგულდაგულო კონტროლი; ელექტროკარდიოგრამაზე მონიტორული დაკვირვების ჩატარება (QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი). სერიოზული ექსტრაპირამიდური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტს დაენიშნოს ანტიქოლინერგული საშუალებები. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უკუნაჩვენები კომბინაციები ლევოდოპას გარდა, დოფამინერგული აგონისტები (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომოკრიპტინი, კაბერგოლინი, ენტაკაპონი, ლისურიდი, პერგოლიდი, პირბედილი, პრამიპექსოლი, ქინაგოლიდი, როპინიროლი, სელეჟილინი), პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების გამოკლებით. დოფამინერგული აგონისტები და ნეიროლეფსიურები ავლენს ურთიერთანტაგონიზმს. ნეიროლეპტიკებით გამოწვეული ესქტრაპირამიდული სინდრომის შემთხვევაში, დოფამინერგული აგონისტების გამოყენების ნაცვლად საჭიროა ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენება. სულტოპრიდი- იზრდება პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით მოციმციმე არითმიის გამოვლენის რისკი. არარეკომენდებული კომბინაციები "torsades de pointes"-ის სინდრომის გამომწვევი სამკურნალო საშუალებები: Iა ჯგუფის(ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და III ჯგუფის (ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი) არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ზოგირთი ნეიროლეფსიური (ტიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი) და სხვა პრეპარატები, მაგალითად, ბეპრიდილი, ცისაპრიდი, დიფემანილი, ინტრავენური ერითრომიცინი, მიზოლასტინი, ინტრავენური ვინკამინი, ჰალოფანტრინი, სპარფლოქსაცინი, გატიფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი, ინტრავენური სპირამიცინი. იზრდება პარკუჭოვანი არითმიების რისკი, განსაკუთრებით, "torsades de pointes"-ის განვითარება. თუ პრეპარატების ერთად დანიშვნის თავიდან აცილება არ შეიძლება, დანიშვნამდე აუცილებელია ჩატარდეს QT ინტერვალის კონტროლი და ეკგ-მონიტორინგის დაწყება. ალკოჰოლი: აძლიერებს ნეიროლეფსიურების სედატიურ ეფექტს. ალკოჰოლური სასმელების მიღება სპირტის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში არ შეიძლება. ლევოდოპა: ლევოდოპას და ნეიროლეფსიურების მოქმედების ურთიერთანტაგონიზმი. პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ორივე პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნა. სიფრთხილით დასანიშნი კომბინაციები ბრადიკარდიის გამომწვევი პრეპარატები (ბეტაადრენობლოკატორები, სოტალოლის გარდა, ბრადიკარდიის გამომწვევი კალციუმის არხების ბლოკატორები - დილთიაზემი და ვერაპამილი), კლონიდინი, გუანფაცინი; საგულე გლიკოზიდები, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები: დონეპეზილი, რივასტიგმინი, ტაკრინი, ამბენონიუმი, გალანტამინი, პირიდოსტიგმინი, ნეოსტიგმინი. შენარჩუნებულია რითმის პარკუჭოვანი დარღვევების რისკი, განსაკუთრებით, "torsades de pointes"-ის განვითარება. ჰიპოკალემიის გამომწვევი პრეპარატები: კალიუმის გამომყოფი დიურეზულები, საფაღარათო საშუალებები, ამფოტერიცინი B (ინტრავენური), გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი. შენარჩუნებულია რითმის პარკუჭოვანი დარღვევების რისკი, განსაკუთრებით, "torsades de pointes"- ის განვითარება. მხედველობაში მისაღები კომბინაციები: ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები: ორთოსტატური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი). ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტები: მორფინის წარმოებულები (ანალგეზიურები, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები): ბარბიტურატები; ბენზოდიაზეპინი და სხვა ანქსიოლიზურები; საძილე საშუალებები: სედატიური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი); სედატიური ანტიჰისტამინები H1: ცენტრალური მოქმედების ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები; ნეიროლეფსიურები; სხვა: ბაკლოფენი; ტალიდომიდი, პიზოტიფენი. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გამოხატული დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება. ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. აღნიშნული საფრთხეს უქმნის ტრანსპორტის მძღოლებს და მემანქანეებს. ბეტა-ბლოკატორები გულის უკმარისობის შემთხვევაში: ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი: სისხლ-ძარღვების გამაფართოებელი მოქმედება, ჰიპოტენზიის რისკი, განსაკუთრებით, ორტოსტატური (ადიტიური ეფექტი).
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25°C დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. ვადა 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით
[/code] ათქ.კლასიფიკაციის კოდი - N05AL05