newhospitals

სიმპათილი #40ტ

სიმპათილი #40ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
10729ნახვა
საერთაშორისო დასახელება - crataegus, eschscholtzia, magnesium oxide
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #40

კალიფორნიული ყაყაჩო (Eschscholtzia) მშრალი ექსტრაქტი 20 მგ; კუნელი (Crataegus) მშრალი ექსტრაქტი 75 მგ; მაგნიუმის ოქსიდი (Magnesium oxide) 124,35 მგ., რაც შეესაბამება 75 მგ ელემენტარულ Mg ან 6,2 mEq.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისატალიზებული ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილამიდონი, მიკროიონიზირებული სტეარინის მჟავა, ჰუმილაკი, პოვიდონი, აცეტილის მონოგლიცერიდი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 6000, ინდოკარმინის ლაქი, აზორუბინი, რკინის ყვითელი ოქსიდი, საკმარისი ერთი შემოგარსული ტაბლეტისათვის 375 მგ.

 

ჩვენებები:
პრეპარატი წარმოადგენს ზომიერ ფიტოსედაციურ საშუალებას. გამოიყენება მოზრდილებში: ნეიროტონური დარღვევების (ფიზიკური და ფსიქიური დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, მომატებული აგზნებადობა) სიმპტომური მკურნალობა; გულის რიტმის ფუნქციური ხასიათის დარღვევის დროს; უძილობის მსუბუქი ფორმები.

 

მიღების წესები და დოზები:
გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში. ჩვეული დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს დღეში, ანუ 2 ტაბლეტი დილით და 2 ტაბლეტი საღამოს. მიღების წესი : ორალური გამოყენებისათვის. მიღებისას წამალს დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი.
მიღების დრო: დილა - საღამოს ჭამის წინ.
მკურანალობის ხანგრძლივობა: პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

 

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ (მუცლის ტკივილი, დიარეა).

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს. პრეპარატი არ გამოიყენება ქინიდინის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა: ტერატოგენული ეფექტი ცხოველებში არ არის აღნიშნული. ამავე დროს არ არსებობს საკმარისი მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულობის პერიოდში, რის გამოც იგი ამ დროს არ არის რეკომენდირებული. ლაქტაციის პერიოდი: ვინაიდან მაგნიუმი გადადის დედის რძეში, არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ქინიდინის ჯგუფის პრეპარატებთან კომბინირებისას შესაძლოა მათი კონცენტრაციის მომატება პლაზმაში (თირკმლის ექსკრეციის შემცირება), რაც ზრდის ჭარბი დოზირების რისკს.
საყურადღებოა პრეპარატის გამოყენება რიგ პაციენტებში აზორუბინის (E 122) შემცველობის გამო.

 

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°C.

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ინოტერა შუზი
საფრანგეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.