newhospitals

სიმბავიტი სიროფი

სიმბავიტი სიროფი
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
11297ნახვა
შემადგენლობა: სიროფის ყოველი 10 მლ. შეიცავს:

√ ვიტამინი A (რეტინილ პალმიტატი) 2333 ს/ე √ ვიტამინი B1 (თიამინი) 0.8 მგ. √ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 0.9 მგ. √ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი) 8.5 მგ. √ვიტამინი B5 (D-კალციუმის პანტოთენატი) 3.5 მგ. √ ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 0.5 მგ. √ ვიტამინი B7 (ბიოტინი) 15 მკგ. √ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 300 მკგ. √ ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 1.5 მკგ. √ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 400 ს/ე √ვიტამინი E (D ლ-ალფატოკოფერილაცეტატი) 8.0 ს/ე √ ვიტამინი K1 (ფიტონადიონი) 20 მკგ. √ ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 59.7 მგ. √ ბეტა გლუკანი 10 მგ. √თუთია (თუთიის სულფატის მონოჰიდრატი) 5.0 მგ. √იოდი (კალიუმის იოდიდი) 0.12 მგ. √ მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 1.5 მგ. √ სელენი (ნატრიუმის სელენიტი) 0.045 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, შაქარი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის კონცენტრატი, არაბული საღეჭი, ქსანტანი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმნის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: სიმბავიტი სიროფი მაღალეფექტური ვიტამინებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტების სრულყოფილი კომპლექსია. სიმბავიტი სიროფი შეიცავს ყველა იმ ვიტამინს და მინერალს, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდისთვის და ჯანმრთელობისთვის. სიმბავიტი სიროფი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის, მხედველობის, ნერვული სისტემის, გულის და საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებას და განვითარებას. სიმბავიტი სიროფი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ბავშვის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ განვითარებას,  აუმჯობესებს მადას, ავსებს ორგანიზმში აუცილებელი ვიტამიენის და მინერალების დეფიციტს და აძლიერებს ორგანიზმს. სიმბავიტი სიროფი უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას და გამაგრებას, ეფექტურად გამოიყენება რაქიტის პრევენციისა და მკურნალობისთვის. სიმბავიტი  შეიცავს უნიკალურ კომპონენტს, ბეტა გლუკანს რომელიც ნატურალური პოლისაქარიდია და მიიღება სოკოს საფუარისგან (Saccharomyces cerevisiae). ბეტა გლუკანი ააქტიურებს მაკროფაგებს და ასტიმულირებს იმუნური სისტემის ძირითად რგოლებს, უზრუნველყოფს სეკრეტორული IgA-ს კონცენტრაციის გაზრდას ლორწოვან გარსებზე, აძლიერებს ბავშვის ადგილობრივ და ზოგად იმუნიტეტს, გააჩნია ინფექციისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, გამოირჩევა რადიოპროტექტორული (გამოსხივებისგან დაცვის) ეფექტით. სიმბავიტი სიროფი უზრუნველყოფს ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდას ინფექციების მიმართ, ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით მოვლენებს და მათ ტოქსიურ ეფექტს. სიმბავიტი სიროფი აღადგენს ტონუსს და ბავშვის სიცოცხლის უნარს. 

ჩვენება:

* ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი

* არასრულფასოვანი და/ან არაბალანსირებული კვება

* მალაბსორბციის სინდრომი ბავშვებში

* მადის დაქვეითება, უმადობა ბავშვებში

* ნერვული ანორექსია ბავშვებში

* ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა

* ბავშვის ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია

* ჰიპო და ავიტამინოზები ბავშვებში

* დაავადების რეკონვალესცენციის პერიოდი ბავშვებში

* ქირურგიურლი ოპერაციის შემდგომი პერიოდი ბავშვებში

* ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი ბავშვებში

* იმუნიტეტის დაქვეითება ბავშვებში, ხშირი ავადობა ვირუსული ინფექციებით, გრიპით, ჰერპეს-ინფექციებით, სოკოვანი დაავადებებით.

უკუჩვენება: არ გააჩნია, პრეპარატი ძირითადათ კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.

დოზირება და მიღების წესი:

6 - 12 თვე: 5 მლ. 1-ჯერ დღეში

1 - 3 წელი: 5 მლ. 1-2-ჯერ დღეში

3 - 6 წელი: 10 მლ. 1-ჯერ დღეში

6 წელი და ზემოთ: 10 მლ. 1-2-ჯერ დღეში

სიმბავიტი სიროფი მიიღება ჭამის შემდეგ, შესაძლებელია სიროფის წყალში ან წვენში გახსნა.

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ, მინის ბოთლში, ფორთოხლის გემოთი,  დანაყოფებიანი მზომი ჭიქით და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.