სილივიტ მაქსი 150 მგ
სავაჭრო სახელწოდება: სილივიტ მაქსი 150 მგ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): COMB. DRUG ( Thistle fruits, B1, B2, B6, PP, Calcium Pantothenate )
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებების სამკურნალო საშუალება
მწარმოებელი: ჰერბაპოლ პოზნანი (HERBAPOL Poznan S.A.)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია:
ათქ კლასიფიკაციის კოდი:
A05BA შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
ბაყაყურას თესლის მშრალი ექსტრაქტი . . . . . . . . . . . . . . . 214.3 მგ
(სილიბინის ფლავონოლიგნანების შემცველობაზე გადაანგარიშებით 150 მგ)
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი). . . . . . . . . . . . . 10 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი). . . . . . . . .10 მგ
ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 მგ
კალციუმის პანტოთენატი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, ერთწყლიანი ლაქტოზა, პოვიდონის და კროსპოვიდონის ნარევი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგოტინი (E132), ქინოლინის ყვითელი (E104) და საქონლის ჟელატინი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებების სამკურნალო საშუალება ჩვენებები:
გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით რეკონვალესცენციის პერიოდში, ღვიძლის ტოქსიკური მეტაბოლური დარღვევებისას, ნაწილობრივ გამოწვეული ტოქსიური ფაქტორებით (მაგალითად, ალკოჰოლი, მცენარეების დამცავი საშუალებები) და დისპეფსიისას (შებერილობა, ბოყინი) მძიმე საკვების მიღების შემდეგ. დამხმარე საშუალების სახით - ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების გადატანის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებებისას. დოზირების რეჟიმი:
მოზრდილები და 12 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, თუ ექიმი არ დანიშნავს სხვა დოზირებას.
პრეპარატი უნდა მიიღოთ სისტემატურად 2-4 კვირის განმავლობაში. თუ სიმპტომები გამწვავდება ან არ ქრება აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც გააგრძელებს თქვენს მკურნალობას, მაგალითად 6 თვემდე. თერაპიის დროს უნდა მოერიდოთ ღვიძლისათვის საზიანო საკვები ნივთიერებების მიღებას.
12 წლამდე ასაკის ბავშვები: უსაფრთხო გამოყენების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სილივიტ მაქსის რეკომენდებული დოზის გამოტოვება: მისაღები დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.
სილივიტ მაქსის მიღების შეწყვეტა: მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენები:
პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
პრეპარტის მიღების პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ზოგჯერ მსუბუქი ფაღარათი. უკუჩვენებები:
სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას ან Compositae/Asteraceae ოჯახის მცენარეების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას.
განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას: სიყვითლის სიმპტომის გამოვლენისას (კანის ან თვალის ლორწოვანი გარსის სიყვითლე) აუცილებელია მიმართოთ ექიმს. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული მწვავე მოწამვლის დროს. ორსულობა და ლაქტაცია:
უსაფრთხო გამოყენების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. განსაკუთრებული მითითებები:
ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის მოხმარების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სილივიტ მაქსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ: ზოგიერთი შაქრის აუტანლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე. ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აუცილებელია აცნობოთ ექიმს ბოლო დროს მიღებული ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შემთხვევაში. აქამდე არ გამოვლენილა გვერდითი მოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან მიღებისას. შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.