სილარსილი 70მგ #30კაფს
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:
სილარსილი / SILARSIL
სავაჭრო დასახელება:
სილარსილი, Silarsil
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:სილიმარინი, Silymarin
წამლის ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა:
სილარსილი 70 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულა მქრქალი მუქი ყვითელი ფერის კორპუსით და სახურავით, რო¬მელიც შეიცავს ღია ყავისფერ ფხვნილს. სილარსილი 140 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულა მქრქალი ნარინჯისფერი სახურავით და მქრქალი ცისფერი კორ¬პუ¬სით, რომელიც შეიცავს ღია ყავისფერ ფხვნილს. შემადგენლობა:
სილარსილი 70 მგ:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სილიმარინი 70 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგ¬ნიუ¬მის სტეარატი. პრეპარატის ათქ კოდი:
A05BA03 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰეპატოპროტექტული პრეპარატები. ფარმაკოლოგიური თვისებები:
სი¬ლარსილი მცენარეული წარმოშობის ჰეპატოპროტექტორია, რომლის თვისე-ბები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი სილიმარინით. ეს უკა-ნასკნელი წარმოადგენს ბაყაყურას ნაყოფიდან გამოყოფილ ექსტრაქტულ ნივ-თიერებათა ნარევს, კერძოდ კი: სილიბინინის, სილიდიანინის, სილიკრისტინის და ფლავონოლის სხვა წარმოებულების.
სილარსილი ღვიძლში ურთიერთქმედებს თავისუფალ რადიკალებთან და მათ ნაკლებად ტოქსიურ ნაერთებად აქცევს, რითაც წყვეტს ლიპიდების ზე-ჯანგური დაჟანგვის პროცესს და აჩერებს უჯრედის სტრუქტურების შემდგომ დაშლას, ხელს უშლის ტოქსინების შეღწევას ღვიძლის უჯრედებში.
პრეპარატის ზემოქმედებით დაზიანებულ ჰეპატოციტებში ხდება სტრუქტურუ-ლი და ფუნქციური ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზის სტიმულაცია (რნმ-პოლიმერაზა A-ს სპეციფიური სტიმულაციის ხარჯზე), უჯრედული მემ-ბრანების სტაბილიზაცია, უჯრედის ფერმენტული კომპონენტების (ტრანსამი-ნაზები) დაკარგვის თავიდან აცილება, ღვიძლის უჯრედების რეგენერაციის დაჩქარება.
კლინიკურად ეს ეფექტები გამოიხატება ობიექტური და სუბიექტური სიმპტო-მების გაუმჯობესებაში, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების (ტრანსამინაზების, გამა-გლობულინის, ბილირუბინის დონე) ნორმალიზაციაში. ამას მოჰყვება ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ჩივილების შემცირება, მადის გაუმჯობესება იმ პაციენ-ტებში, რომელთაც ღვიძლის დაავადების გამო დარღვეული აქვს საჭმლის მო-ნელება. სილარსილის გამოყენების შედეგად უმჯობესდება მდგომარეობა გადატანილი მწვავე ჰეპატიტის შემდეგ და ქრონიკული ჰეპატიტის დროს (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში გამოყენებისას).
ფარმაკოკინეტიკა
სილიბინინი (სილიმარინის მთავარი კომპონენტი) იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 20-40%-ით. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა შიგნით მიღებიდან 0.5-1 საათში. Т½ შეადგენს 6 საათს. მიღებული სილიბინინის 80%-ზე მეტი გამოიყოფა ნაღველთან ერთად სულფატური და გლუკურონიდული კონიუგატების სახით (ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, ნაწ-ლავ-ღვიძლის ცირკულაციას განიცდის) და მიღებული სილიბინინის მხოლოდ 3-7% გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში. გამოყენების ჩვენებები:
- ღვიძლის დაზიანება ალკოჰოლიზმის დროს;
- ღვიძლის ქრონიკული ინტოქსიკაციები (მათ შორის, პროფესიული) ჰა-ლოგენირებული ნახშირწყალბადებით, მძიმე ლითონების ნაერთებით და მათი პროფილაქტიკა;
- ღვიძლის წამლისმიერი დაზიანებები (კერძოდ, ზოგიერთი ფსიქოტროპუ-ლი საშუალებით, ტუბერკულოსტატურებით, პერორალური კონტრაცეპ-ტივებით, პარაცეტამოლით, ზოგიერთი ანტიბიოტიკითა და იმუნოდეპრე-სანტით, სანარკოზე საშუალებებით) და მათი პროფილაქტიკა;
- არავირუსული ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტი;
- ღვიძლის ციროზი (კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით);
- ინფექციური და ტოქსიური ჰეპატიტის შემდგომი მდგომარეობა;
- ღვიძლის დისტროფია და ცხიმოვანი ინფილტრაცია;
- შემანარჩუნებელი თერაპია ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებე-ბის და ციროზის დროს;
- ლიპიდური ცვლის დარღვევების კორექცია. უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გვერდითი ეფექტები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - დისპეფსია, დიარეა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში - ალერგიული რეაქ-ციების კანისმიერი გამოვლინებები.
სხვა: ცალკეულ შემთხვევებში - არსებული ვესტიბულური დარღვევების გამ-წვავება. გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
დაავადების სიმძიმის მიხედვით მოზრდილებს ენიშნება 70-140 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 420 მგ-მდე.
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის 70-140 მგ 2-ჯერ დღეში.
სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის 5 წლის ასაკიდან შეადგენს 5 მგ/კგ წონაზე გაყოფილი 2-3 მიღებად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 თვისა. ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. შესაძ-ლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საჭიროა ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, სიმპტომური თერაპია. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მონაცემები არ მოიპოვება. ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
არ მოიპოვება მონაცემები არასასურველი გავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს. პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებით, სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ. გამოშვების ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულა 70 მგ.
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. მყარი ჟელატინის კაფსულა 140 მგ.
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 30º ჩ-მდე ტემპერატუ-რის პირობებში. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.