სეს ბაქტერიოფაგი თხიერი
გამოყენების ინსტრუქცია:
აღწერა:
სეს ბაქტერიოფაგი წარმოადგენს სტაფილოკოკური (S.aureus da S.epidermidis), სტრეპტოკოკური (S.pyogenes, S.sanguis, S.salivarius, S.agalactiae), E.coli სხვადასხვა სეროტიპების ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს. მოყვითალო _ ღია ყავისფერი გამჭვირვალე სითხეა, კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
იწვევს სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების და ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპების) ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისს.
დანიშნულება:
სეს ბაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით, ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.
გამოყენების ჩვენება:
ცხვირ–ხახის ინფექციური დაავადებები: ოტიტი, ანგინა, ლარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი. Kკანის ინფექციური დაავადებები: ფურუნკულები, კარბუნკულები, ღრმა ინფილტრაციული და აბსცესური სიკოზები, პიოდერმიტები. ქირურგიული ინფექციები: აბსცესები, ჩირქოვანი ჭრილობები, მასტიტები, ოსტეომიელიტები, ფლეგმონა. პირის ღრუს ანთებითი პროცესები: სტომატიტი, გინგივიტი და სხვა. თვალის ინფექციური დაავადებები: ბაქტერიული კონიუქტივიტები. დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები. Uუროგენიტალური და გინეკოლოგიური ინფექციები: ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლიტი, ენდომეტრიტი. Eენტერალური ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექციები, დისბაქტერიოზი. ბავშვთა (მათ შორის ახალშობილთა) სხვადასხვა ჩირქოვან-ანთებითი ინფექციები, ასევე ოპერაციის შედმდგომი გართულებებისა და საავადმყოფოს შიდა ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.
პრეპარატის გამოყენება და დოზირება:
სეს ბაქტერიოფაგი გამოიყენება როგორც ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად (საფენების სახით), ასევე ღრუში შესაყვანად (შარდის ბუშტში, პლევრა, ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, აბსცერიის ღრუ, ცხვირის ღრუ, საშვილოსნო, საშო). პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებული იქნას დასალევად, ასევე ზონდის, დრენაჟის და ოყნის სახით. ფაგის ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-8 დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის გამოყენებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკებით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით. აბსცესების, პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის ღრუში შეყვანა ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ, 50-200 მლ რაოდენობით, დღეგამოშვებით. ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით. ქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30 მლ ოდენობით, დღე გამოშვებით. კონიუქტივიტების დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6 ჯერ, 2-3 წვეთის ოდენობით. ახალშობილთა ომფალიტების და პიოდერმიების საკურნალოდ ბაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით, დღეში ოჯერ, 5-7 დღის განმავლობაში. Per os ბაქტერიოფაგის გამოყენების წინ რეკომენდებულია 2-3% საჭმელი სოდიანი ხსნარის მიღება.
განსაკუთრებული მითითებები:
გამოყენების წინ ამპილა უნდა შეანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ამპულაში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ!!! არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ამპულის გახსნის შემდეგ!!! სეს ფაგის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ხმარებას. სეს ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენება არ გააჩნია.
შეფუთვა და შენახვის პირობები:
პრეპარატი გამოდის 5 მლ-იან ამპულებში (ერთ ყუთში 10 ამპულაა ). ინახება ბნელ და მშრელ ადგილას, +4 +22 C შენახვის ვადაა 1 წელი.
პრეპარატი შემუშავებულია და დამზადებულია: გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, შპს „ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები“ საქართველო, 0160, თბილისი, გოთუას ქ #3, ტელეფონი: +99532 519623
პრეპარატი შემუშავებულია და დამზადებულია: გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, შპს „ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები“ საქართველო, 0160, თბილისი, გოთუას ქ #3, ტელეფონი: +99532 519623
დემური ტაბატაძე
2020-03-26
სეს ფაგი გამოვიყენე 2009 წელს 2012 წელს ორივე შემთხვევაში ანალიზები იდენტური იყო) რამაც გაამართლა მისი დანიშნულება . ამჟამად იგივე სიტუაცია მაქვს. დაემთხვა ეს კონორავირუსის შესზღუდვები. (ვარ 70 წლის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი) გარეთ არ გამოვდივარ. თქვენი წამალი ეფექტური არის ,სხვამ ვერ მიშველა. მირჩიეთ როგორ მოვიქცე. ვასი მისაღებია ხელმისაწვდომია და ეფექტურია . წინასწარ დიდი მადლობა. პატივისცემით დემური ტაბატაძე
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება