newhospitals

სეპტრინი 240მგ/5მლ 100მლ სუსპ

სეპტრინი 240მგ/5მლ 100მლ სუსპ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7383ნახვა
საერთაშორისო დასახელება - co-trimoxazole
 

ACT კლასიფიკაციის კოდი - J01EE01

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - სულფანიდამიდების ჯგუფის პრეპარატები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბ. 400 მგ+80 მგ: 20 ც
სუსპენზია 240 მგ/ 5 მლ: ფლ. 100 მლ

სუსპენზია: ფლაკონში 100 მლ
5 მლ
სულფამეტოქსაზოლი . . . . . . . . 200 მგ
ტრიმეტოპრიმი . . . . . . . . . . . . 40 მგ
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
სულფამეტოქსაზოლი..........................................400 მგ
ტრიმეტოპრიმი..........................................................80 მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობულ საშუალებას, რომლის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტროპრიმის თვისებებით. სულფამეტოქსაზოლი ავლენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ბაქტერიულ უჯრედებში პარაამინობენზოის მჟავის უტილიზაციის დარღვევასთან და დიჰიდროფოლის მჟავის სინთეზის ინჰიბირებასთან. ტრიმეტროპრიმი იწვევს ბაქტერიის დიჰიდროფოლატრედუქტაზას შექცევად ინჰიბირებას-ფერმენტის, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, სადაც ახდენს დიჰიდროფოლატის გარდაქმნას ტეტრაჰიდროფოლატად. სხვადასხვა პირობებში შესაძლოა განვითარდეს ბაქტერიოციდული ეფექტი. ამგვარად, ტრიმეტროპრიმი და სულფამეტოქსაზოლი აბლოკირებენ პურინების ორი მომდევნო სტადიის და შესაბამისად ნუკლეინური მჟავების ბიოსინთეზს, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიების გამრავლებისა და ზრდისთვის.
სეპტრიმი აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების - Listeria monocytogenes, Nocardia, Staphylococcus spp. (S.aureus, S. epidermidis, S. faecalis, S. pneumoniae, S. pyogenes, S. viridans) მიმართ. გრამუარყოფითი ბაქტერიების - Bordetella pertussis, Brucella spp., Citrobacter spp., Escherichia coli (ენტეროტოქსოგენური შტამების ჩათვლით), Haemophilus influenzae (ამპიცილინის მიმართ მდგრადი შტამები), Enterobacter spp., Proteus spp., Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholerae, Yersinia spp., Legionella pneumophila, Neisseria spp., Providencia, Serratia marcescens, Neisseria spp., Providencia, Pseudomonas ზოგიერთი სახეობების მიმართ, P. aeruginosa- ს გარდა.
სეპტრიმი არ არის აქტიური მიკოპლაზმების მიმართ, როგორიცაა: Ureaplasma urealyticum, Mycobacterium tuberculosis, Treponema pallidum.

 

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ სეპტრინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კუჭში საკვების არსებობა ანელებს აბსორბციის პროცესს. სისხლში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1-4 საათის შემდეგ და მისი დონე დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე. სეპტრინის სტაბილური კონცენტრაცია აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები არ ახდენენ ერთმანეთის კონცენტრაციაზე ურთიერთმოქმედებას.
ტრიმეტროპრიმი წარმოადგენს სუსტ ფუძეს ლიპოფილური თვისებებით. მისი კონცენტრაცია ქსოვილებში ჩვეულებრივ უფრო მაღალია, ვიდრე შესაბამისი კონცენტრაცია პლაზმაში. ტრიმეტროპრიმის შედარებით მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ფილტვებსა და თირკმელებში, რამდენადმე მცირე - ნაღველში, წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტსა და ქსოვილებში, ნერწყვში, ნახველში, ვაგინალურ გამონაყოფებში. ტრიმეტროპრიმის კონცენტრაცია თვალის სითხეში, დედის რძეში, ზურგის ტვინის სითხეში, ინტერსტიციულ სითხეებში საკმარისია ანტიმიკრობული მოქმედების უზრუნველსაყოფად. ტრიმეტროპრიმის ცილებთან კავშირი შეადგენს 50%-ს. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს შეადგენს 8.6-17 საათს. 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსისას ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 1.5-3-ჯერ. ტრიმეტროპრიმი გამოიყოფა 24 საათის განმავლობაში უშუალოდ თირკმელებით, უცვლელი (მიღებული დოზის 50%) და მეტაბოლიტების სახით. შარდში ტრიმეტროპრიმის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მერყეობს.
სულფამეტოქსაზოლი წარმოადგენს სუსტ მჟავას, რომლის კონცენტრაცია თვალის სითხეში, ნაღველში, ზურგის ტვინის სითხეში, ნახველსა და ინტერსტიციულ სითხეებში პლაზმის კონცენტრაციის 20-30% შეადგენს. სულფამეტოქსაზოლის ცილებთან კავშირი 66%-ია. თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 9-11 საათს. 25 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის დროს ხდება სულფამეტოქსაზოლის აცეტილირებული მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა. სულფამეტოქსაზოლი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით უცვლელი სახით.

 

ჩვენებები:
- საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციები (მათ შორის მწვავე ინფექციები, რეციდივული ან ქრონიკული ინფექციების გამწვავების ხანგრძლივი პროფილაქტიკა ბაქტერიურიის არ არსებობისას);
- სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციები: სინუსიტები, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის ხანგრძლივი პროფილაქტიკა, ბრონქოექტაზური დაავადება, პნევმონიის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- სასქესო ორგანოების ინფექციები: გონორეა, მსუბუქი შანკრი, ვენეროლოგიური ლიმფოგრანულემა, საზარდულის გრანულემა;
- ინფექციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ინფექციური გენეზის დიარეა; გასტროენტერიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომელსაც იწვევს E. coli-ს; შიგელოზის, ქოლერას, მუცლის ტიფის და პარატიფის (მათ შორის ბაქტერიის მტარებლობისას);
- კანის ინფექციები: აკნე, ფურუნკული, აბსცესი, პიოდერმია;
- ჭრილობისმიერი ინფექციები;
- სხვა ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: სეპტიცემია, მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტი, მწვავე ბრუცელოზი;
- სოკოვანი დაავადებები: სამხრეთ ამერიკული ბლასტომიკოზი;
- პროტოზოული ინფექციები: მალარია, გამოწვეული Plasmodium falciparum- ით.

 

მიღების წესები და დოზები:
დოზირება დგინდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმისა და გამომწვევების მიმართ მგრძნობელობის შესაბამისად. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს სეპტრიმი მიიღება პერორალურად. მძიმე ფორმის ინფექციების დროს, აგრეთვე როდესაც არ არის მისი პერორალურად მიღების საშუალება სეპტრინი შეჰყავთ ვენაში წვეთოვანი გზით.
12 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 2-ჯერ დღეში 960 მგ-ის ოდენობით 12 სთ-ანი ინტერვალით. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში კი ერთჯერადი დოზა ინიშნება ასაკის შესაბამისად:

ასაკი ერთჯერადი დოზა, მგ-ში
6-დან 12 წ-მდე 480 მგ
6 თვიდან 5 წ-მდე 240 მგ
6 კვირიდან 6 თვემდე 120 მგ

ასაკის მიუხედავად, პრეპარატის მიღების სიხშირეა 2-ჯერ დღეში (ყოველ 12 სთ-ში). სეპტრიმის სადღეღამისო დოზა შეესაბამება დაახლოებით 6 მგ/კგ ტრიმეტროპრიმს და 30 მგ/კგ სულფამეტოქსაზოლს. მწვავე ინფექციების დროს მკურნალობა შესაძლოა გავახანგრძლივოთ კლინიკური სიმპტომების გაქრობამდე და შემდგომი 2 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობის საშუალო კურსი შეადგენს 5 დღეს. პრეპარატის მიღებიდან 7 დღის შემდეგ, თუკი არ აღინიშნება სასურველი კლინიკური ეფექტი, საჭიროა პაციენტის ხელახალი გამოკვლევა და ანტიმიკრობული თერაპიის შეცვლა. მძიმე ფორმის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატის დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 50%-ით, ამავე დროს რეკომენდებული დოზის გამოყენება არ უნდა აჭარბებდეს 3 დღეს. საშარდე გზების ქვედა ნაწილის გართულებების გარეშე მიმდინარე ინფექციების სამკურნალოდ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 1-3 დღე.
12 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების გამწვავების ხანგრძლივი დროით პროფილაქტიკისათვის, როდესაც არ არსებობს ბაქტერიურია სეპტრიმი მიიღება პერორალურად 480 მგ-ის ოდენობით ღამით; 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 2 მგ/კგ ტრიმეტროპრიმი და 10 მგ/კგ სულფამეტოქსაზოლი მიიღება ღამით; მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3-12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში.
ქრონიკული პროსტატიტის დროს სეპტრინი გამოიყენება პერორალურად. მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია პრეპარატის შედარებით მაღალი დოზის მიღება, სტანდარტულ დოზასთან შედარებით. რეციდივის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია მკურნალობის კურსის 3 თვემდე გაგრძელება.
პნევმოცისტოზის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეული Pneumocystis carnii-ით, პრეპარატი მიიღება პერორალურად (ან ვენაში წვეთოვანი გზით) დღეში ორჯერ 20 მგ/კგ ტრიმეტროპრიმისა და 100 მგ/კგ სულფამეტოქსაზოლის შემცველობით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი მკურნალობის დასაწყისში შეჰყავთ ვენაში, პერორალურად მიღების გზაზე უნდა გადავიდეთ რაც შეიძლება სწრაფად.
პნევმოცისტოზის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება დაავადების რეციდივის გაქრობამდე პერორალურად.
გონორეის სამკურნალოდ სეპტრინი ინიშნება პერორალურად. მოზრდილებში აღნიშნული დაავადების გართულების გარეშე მიმდინარეობისას პრეპარატი გამოიყენება შემდეგი სქემით: 2 დღის განმავლობაში ყოველ 12 საათში 480 მგ-ის ოდენობით.
2.4 გ საწყისი დოზა (5 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 480 მგ კო-ტრიმოქსაზოლს) და 8 საათის შემდეგ კიდევ 2.4 გ.
იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის კურსის წესი არ არის დაცული, მაშინ რეკომენდებულია პრეპარატის ერთჯერადად მიღება დოზით 3.84 გ (8 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 480 მგ კო-ტრიმოქსაზოლს).
ცხვირ-ხახის გონოკოკური ინფექციის სამკურნალოდ სეპტრინი ინიშნება 3-ჯერ დღეში 960 მგ-ის ოდენობით 7 დღის განმავლობაში, ან 4.32 გ (9 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 480 მგ კო-ტრიმოქსაზოლს) ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.
მსუბუქი შანკრის, საზარდულის ლიმფოგრანულემატოზის დროს პრეპარატი ინიშნება პერორალურად საშუალო თერაპიულ დოზებში, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10-15 დღეს.
ვენერიული გრანულომის დროს პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, საშუალო თერაპიულ დოზებში, რომლის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას.
მწვავე ბრუცელოზის არსებობისას პრეპარატი ინიშნება პერორალურად (ან კუნთებში); მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია პრეპარატი მივიღოთ საშუალო თერაპიულ დოზაზე მეტი. Mმკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას. რეკომენდებულია ხელმეორე კურსის ჩატარება.
მალარიის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Plasmodium falciparum- ით, სეპტრინი მიიღება პერორალურად, საშუალო დოზით ან 1.92 გ (4 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 480 მგ კო-ტრიმოქსაზოლს) 2-ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში. ბავშვებში რეკომენდებულია დოზის შესაბამისად შემცირება. ბაქტერიამტარებლობისას, ტიფის ან პარატიფის სამკურნალოდ სეპტრინი ინიშნება საშუალო დოზებში. მკურნალობის ხანგრძლივობა შედგენს 1-3 თვეს.
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დაზიანებით, როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 25 მლ/წთ უფრო მეტს, სეპტრინი მიიღება საშუალო დოზებში. 15-25 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის არსებობისას სეპტრინი მიიღება საშუალო დოზით 3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ინიშნება საშუალო დოზის 50%. როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 15 მლ/წთ ნაკლებს, პრეპარატი ინიშნება საშუალო სადღეღამისო დოზის 50% (თუ ჩატარდება ჰემოდიალიზი).

 

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხანდახან - გულისრევა, ღებინება; იშვიათად - დიარეა, გლოსიტი. აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შესახებ ცალკეული შემთხვევები. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზოგიერთ შემთხვევებში-ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, იშვიათად-აგრანულოციტოზი, მეგალობლასტური ანემია და პურპურა. ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენების უმრავლესობა სუსტად არის გამოხატული, შექცევადია და მიმდინარეობს კლინიკური გამოვლინებების გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც დაზიანებული აქვთ თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქცია, აგრეთვე გააჩნიათ ფოლის მჟავას დეფიციტი, აღნიშნული გვერდითი მოვლენები შესაძლოა შედარებით მძიმე ფორმით მიმდინარეობდეს. ზოგიერთ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენეზას დეფიციტი სეპტრიმის მოქმედებით შესაძლოა განუვითარდეთ ჰემოლიზი.
ენდოკრინული სტატუსის მხრივ: არსებობს კლინიკური მონაცემები სეპტრინის უარყოფითად მოქმედების შესახებ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. შესაძლოა ეს განპირობებული იყოს სულფამეტოქსაზოლის მოქმედებით.
ცნს-ის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში - თავის ტკივილი, დეპრესია, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, თუმცა აღნიშნული სიმპტომებისა და სეპტრინის კავშირი არ არის დადგენილი. ალერგიული და ტოქსიკურ-ალერგიული რეაქციები: იშვიათად - კანზე გამონაყარი (პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს); ცალკეულ შემთხვევებში-პოლიმორფული ბუშტუკოვანი ერითემა (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკურ ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).

 

უკუჩვენება:
- ღვიძლის პარენქიმის მძიმე დაზიანება;
- სულფანილამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- სისხლმბადი ორგანოების დაავადებები.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სეპტრინის უსაფრთხოება არ არის დადგენილი, რის გამოც მისი გამოყენება ამ დროს არ არის რეკომენდებული. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ სეპტრინი აღწევს დედის რძეში.

 

განსაკუთრებული მითითებები:
სეპტრინის მიღება არ არის რეკომენდებული დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში. 6 კვირიდან 5 თვემდე ასაკის ბავშვებში სეპტრინი ტაბლეტის ფორმით არ მიიღება. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, როდესაც მათი ორგანიზმი ფოლის მჟავას დეფიციტს განიცდის.
თირკმელების ფუნქციით დაზიანებულ პაციენტებში სეპტრიმის მიღებიდან 12 საათის შემდეგ ყოველ 2-3 დღეში რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში სულფამეტოქსაზოლის დონის შემოწმება. იმ შემთხვევაში, როდესაც სულფამეტოქსაზოლის საერთო კონცენტრაცია 150 მგ/მლ-ზე მეტია, მკურნალობა უნდა ჩავატაროთ მანამ, სანამ კონცენტრაცია არ შემცირდება 120 მგ/მლ-მდე. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ თერაპიას სეპტრინი არ ახდენს დამატებით უარყოფით ურთიერთქმედებას ძვლის ტვინზე, ან პერიფერიულ სისხლმიმოქცევაზე.
სეპტრინის ხანგრძლივი დროით დანიშვნისას რეკომენდებულია ყოველთვიურად სისხლის ანალიზის შემოწმება, ვინაიდან არსებობს სიმპტომების გარეშე ჰემატოლოგიური მაჩვენებლების ცვლილებების განვითარების რისკი, რომელიც გამოწვეულია ფოლატების დეფიციტით. აღნიშნული ცვლილებები რეგულირდება ფოლის მჟავას დღეში 5-10 მგ-ის ოდენობით მიღებისას (რაც არ არღვევს პრეპარატის ანტიმიკრობულ აქტივობას).
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია საკმარისი დიურეზის შენარჩუნება. In vitro კრისტალურია გვხვდება იშვიათად, თუმცა სულფანილამიდის კრისტალები აღმოჩენილ იქნა იმ პაციენტების შარდში, რომლებმაც მიიღეს სეპტრინი. დაუძლურებულ, გამოფიტულ პაციენტებში კრისტალურიის განვითარების რისკი იზრდება.
ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში მოსალოდნელია ტრიმეტოპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის მეტაბოლიზმის და აბსორბციის ცვლილებები.
ძირითადი ჩვენების გარდა სეპტრიმის გამოყენება კომპლექსურად შესაძლებელია ტოქსოპლაზმოზისა და ყივანახველას სამკურნალოდ; ინფექციების პროფილაქტიკისათვის, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით. აგრეთვე, დენტალური და პერიოდენტალური ინფექციების, მენინგიტის (იმ შემთხვევაში, როდესაც გამომწვევი პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა in vitro) სამკურნალოდ.
ტონზილიტის და ფარინგიტის სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებითა სეპტრინი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს. სეპტრინი არ არის ეფექტური ლატენტურად მიმდინარე ათაშანგის სამკურნალოდ.
მწვავე მალარიის სამკურნალოდ, რომელიც Psalmodium falciparum- ით არის გამოწვეული, არსებობს რეციდივის წარმოშობის ალბათობა სისხლში სეპტრინსა და პირიმეთამინ-სულფანილამიდის კომბინაციას შორის ჯვარედინი რეზისტენტობის გამო. ტრიმეტროპრიმის მოქმედების შედეგად აღწერილია ფენილალანინის მეტაბოლიზმის დარღვევა (ფენილკეტონურიით შეპყრობილ პაციენტებში ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა შესაბამისი დიეტით უზრუნველყოფისას).

 

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაბინდვა. მკურნალობა: პრეპარატის მიღება უნდა შევწვიტოთ. რეკომენდებულია ხელოვნური ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა (თუკი პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ გავიდა არანაკლებ 2 საათი). შარდის მჟავე რეაქცია უზრუნველყოფს სულფამეტოქსაზოლის გამოყოფის გაზრდას, ხოლო შარდის ტუტე რეაქცია ამცირებს ტრიმეტროპრიმის გამოყოფის ხარისხს. კალციუმის ფოლინატის შეყვანა (3-6 მგ/დღეში) ამცირებს ტრიმეტროპტიმის გავლენას ძვლის ტვინზე. მკურნალობა სიმპტომატურია. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჰემოდიალიზის ჩატარება.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ხანდაზმულ პაციენტებში დიურეზული საშუალებების, განსაკუთრებით თიაზიდური ჯგუფის და სეპტრიმის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია თრომბოციტოპენიის, ხანდახან თრომბოციტოპენიური პურპურის განვითარება.
სენტრინის მიღება იმ დროს, როდესაც პირიმეთამინი პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება 1 კვირის განმავლობაში დოზით 25 მგ-ზე მეტი, შესაძლებელია მეგალობლასტური ანემიის განვითარება.
სეპტრინი აძლიერებს ვარფარინის ანტიკოაგულაციურ მოქმედებას.
სეპტრინი ზრდის ფენიტოინის ნახევარგამოყოფის პერიოდს, რის გამოც შესაძლებელია ამ უკანასკნელის მოქმედების გაძლიერება. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა სისხლში ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი და პაციენტის მდგომარეობის შემოწმება.
სულფანილშარდოვანას წარმოებულებისა და სეპტრინის ერთდროული გამოყენებისას ადგილი აქვს ორივე პრეპარატის მოქმედების გაძლიერებას.
სეპტრინისა და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენებისას, 1 კვირის შემდეგ პლაზმაში აღინიშნება ამ უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდის დაქვეითება, რასაც არ გააჩნია რაიმე კლინიკური მნიშვნელობა.
პაციენტებში, თირკმელების ტრანსპლანტაციით, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ციკლოსპორინსა და სეპტრინს, აღინიშნება თირკმელების ფუნქციის შექცევადი დარღვევა.

 

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.

 

მწარმოებელი ქვეყანა:
დიდი ბრიტანეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.