newhospitals

სეპტოლეტე პლუსი #30ტ

სეპტოლეტე პლუსი #30ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5059ნახვა
სავაჭრო დასახელება:
სეპტოლეტე® პლუსი

 

სამკურნალწმლო ფორმა:
მოსაწუწნი ტაბლეტები.

 

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: 5მგ ბენზოკაინი (Benzocainum) და 1მგ ცეტილპირიდინის ქლორიდი (Cetylpiridini chloridum).

 

დამხმარე ნივთიერებდები:
ბაღის პიტნის ეთერზეთი, ლევომენთოლი, თხევადი მალტიტი, მანიტი, გლიცერინი, გლიცერინი, აბუსალათინის ზეთი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო სიკლიკაგელი, პოვიდონი, კაპოლი 600, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი (E131)

 

აღწერილობა:
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გლუვზედაპირიანი, ცისფერი გარსით დაფარული ტაბლეტები.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კომბინირებული ანტისეპტიკური საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატ სეპტოლეტეს გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტიმიკრობული მოქმედება. პეპარატი შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალება ცეტილპირიდინის ქლორიდს, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ვირულიციდური მოქმედება. ბენზოკაინი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, ის ამციერებს ტკივილს ყლაპვისას, რომელიც ხშირად თან ახლავს პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებით პროცესებს.
პრეპარატი სეპტლეტე შეიცავს პოლიოლებს (მალტიტი, მანიტი), არ შეიცავს შაქარს, რაც საშუალებას იძლევა რომ პრეპარატი გამოიყენონ შაქრიანი დიაბეტით დაავდებულმა ავადმყოფებმა. უშაქრო გარემო აძლიერებს ანტისეპტიკის აქტიურობას.

 

მიღების ჩევენება:
პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებით პროცესები:
• ფარინგიტი, ლარინგიტი, ანგინის საწყისი სტადია
• ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება ანთება (გინგივიტი, სტომატიტი)

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე.
ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

 

გამოყენების წესები და დოზები:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტის მოწუწნვა ყოველ 2-3 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 8 ტაბლეტი დღე-ღამეში.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მოწუწნვა ყოველ 4 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 4 ტაბლეტი დღე-ღამეში.
სეპტოლეტე პლუსი არ გამოიყენება უშუალოდ საკვების მიღების წინ და ასევე რძესთან ერთად.

 

გვერდითი ეფექტები :
სეპტოლეტე® პლუსის რეკომენდებული დოზებით მიღებისას, გერდითი ეფექტები შეიმჩნევა ძალიან იშვიათად. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, დარღვევევბი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა), რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატი შეიცავს პოლიოლებს (მალტიტი, მანიტი), რომლებსაც დიდ დოზებში შეუძლიათ დიარეის გამოწვევა, განსაკუთრებით ბავშვებში.

 

ჭარბი დოზირება:
ერთ ტაბლეტში შემავალი აქტიური ნივთიერებების რაოდენობის გათვალისწინებით, ღარბი დოზირების შესაძლებლობა მინიმალურია. რეკომენდებულზე ჭარბი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევევბი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

 

ურთიერთმოქმედება:
სეპტოლეტე® პლუსის და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება აღწერილი არ არის. სეპტოლეტე პლუსის ერდროულმა მიღებამ საკვებთან და რძესთან შეიძლება შეამციროს პრეპარატის ადგილობრივი ანტისეპტიკური და საანესთზიო ეფექტები.

 

განსაკუთებული მითითებები :
შაქიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა იცოდენ, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 1გ მალტიტს, მისი მეტაბოლიზმისათვის საჭიროა ინსულინი, მაგრამ ნელი ჰიდროლიზის და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ნელი შეწოვის გამო, მალტიტი პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციაზე ახენს უმნიშვნელო ზეგავლენას.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა სეპტოლეტე პლუსი შეიძლება მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვაზე
მონაცემები, პრეპარატი სეპტოლეტე პლუსის ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე გავლენის შეასხებ არ არსებობს.

 

გამოშვების ფორმა:
10 მოსაწუწნი ტაბლეტი ბლისტერში, შეფუთვაში 3 ბლისტერი.

 

შენახვის პირობები :
სინათლისაგან და ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
აუცილებელია პრეპარატის შენახვა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შენახვის ვადა:
2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითევული თარიღის ამოწურვის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები :
რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებლის დასახელება:
კრკა, დდ., ნოვო მესტო, სლოვენია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.