სეკრაზოლი 30მგ/5მლ 150მლ სიროფ
სეკრაზოლის სიროფის ყოველ 5 მლ შეიცავს ამბროქსოლ Hcl-ის 30 მგ-ს და კონსერვანტის სახით მეთილ პარაბენსა და პროპილ პარაბენს. არომატისათვის სუსპენზია ასევე შეიცავს სორბიტოლ 70% და ჟოლოს.
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ამბროქსოლი წარმოადგენს მუკოლიზურსა და ამოსახველებელ საშუალებას, რომელსაც რესპირატორული ტრაქტის სეკრეციის გათხელების ეფექტი გააჩნია. ლორწოს სიბლანტისა და ელასტიურობის შემცირება აუმჯობესებს წამწამოვან ფუნქციას და აადვილებს რესპირატორული სეკრეტის გამონთავისუფლებას და სუნთქვას.
პაციენტის ხველისა და ნახველის ჩივილები საგრძნობლად მცირდება ამ პრეპარატის მიღებით.
რესპირატორული სეკრეტის პროდუქცია ნორმალიზდება სეკრაზოლ სიროფით, ისე რომ ბუნებრივი ლორწოვანი გარსი კვლავ დაფარავს რესპირატორულ ტრაქტს. ფარამაკოკინეტიკური თვისებები:
პერორალური მიღების შემდეგ ამბროქსოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; მაქსმიალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის ჭამამდე პერორალური მიღებიდან დაახლოებით 2.5 საათში.
ამბროქსოლის ბიოამთვისებლობა 60%-ზე მეტია.
ამბროქსოლი განიცდის მეტაბოლიზმს "პირველადი გასვლისას" ღვიძლში, და პერორალური დოზის დაახლოებით 30% მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ.
ამბროქსოლის ნახევრად დაშლის პერიოდი დაახლოებით 22 საათია. პლაზმის ეფექტური მაჩვენებლები > 30 ნგ/მლ მიიღწევა დოზით 3 მგ დღეში ორჯერ. ამ პირობებში, მდგრადი მდგომარეობა Cmin დაახლოებით 50 ნგ/მლ და ამბროქსოლის მრავალჯერადი დოზები არ იწვევს პლაზმაში აკუმულაციას.
ამბროქსოლი ექსკრეტირდება შარდში არააქტიური გლუკურონის კონიუგატის სახით. ჩვენებები: პაციენტებში მწვავე და ქრონიკული რესპირატორული დაავადებებით, რომელთაც სეკრეტორული დისფუნქცია ახლავს თან. უკუჩვენებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც მისი მეტაბოლიტის - ამბროქსოლის და ასევე ბროჰექსინის მიმართ ალერგიული რეაქციები აღენიშნებოდათ. უსაფრთხოების ზომები: პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი კოდეინთან და ხველის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად, ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ძნელდება სეროზული ლორწოს ამოღება რესპირატორული ტრაქტიდან.
სიფრთხილეა საჭიროა ამბროქსოლის დანიშვნისას პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობით. გამოყენება ორსულებში:
ორსულობის პირველი ტრიმესტრში არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის დანიშვნა. გამოყენება მეძუძურ დედებში:
ვინაიდან არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი დედის რძეში, საჭიროა დაცულ იქნას სიფრთიხლე პრეპარატის დანიშვნისას მეძუძურ დედებში. გვერდითი მოვლენები: პრაპარატი ძირითადად კარგად აიტანება.
შედარებით იშვიათი გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, გამონაყარი, ქავილი, სისუსტე და თავის ტკივილი.
აღინიშნება შრატში ღვიძლის ტრანსამინაზების (ალტ, ასტ) ტრანზიტორული მომატება. წამლებთან ურთიერთქმედება: ატროპინი და სხვა ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე წამლები (ამანტადინი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ჰალოპერიდოლი, ჰისტამინ H1 რეცეპტორის ბლოკატორები და პროკაინამიდი, აინჰიბირებენ წამწამოვან მოქმედებას და ამცირებენ მუკოცილიარულ კლირენსს. ასეთმა ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული სეკრეტის აკუმულაცია.
თუ ხველის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები ინიშნება ამბროქსოლთან ერთად, მათ შეუძლიათ მოახდინონ ხველის რეფლექსის ინჰიბირება რაც ართულებს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდით მობილიზებული ბრონქული სეკრეტის ამოღებას. დოზირება და გამოყენების მეთოდები:
ბავშვები:
დოზა 0-2 წლის ბავშვებისათვის შეადგენს 1/4 ჩაის კოვზს დღეში ორჯერ (1.25 მლ = 7.5 მგ ამბროქსოლ HCl)
დოზა 2-5 წლის ბავშვებისათვის შეადგენს 1/4-1/2 ჩაის კოვზს დღეში სამჯერ (1.25-2.5 მლ = 7.5-15 მგ ამბროქსოლ HCl)
დოზა 5-12 წლის ბავშვებისათვის შეადგენს 1/2-1 ჩაის კოვზს დღეში ორჯერ (2.5-5 მლ = 15-30 მგ ამბროქსოლ HCl) უფროსები:
ჩვეულებრივ რეკომენდებული საწყისი დოზა მკურნალობის პირველი ორი ან სამი დღის განმავლობაში არის 1 - 2 ჩაის კოვზი (5-10 მლ = 30-60 მგ ამბროქსოლ HCl) დღეში სამჯერ. შემდგომ დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 კოვზამდე (5მლ = 30 მგ) დღეში სამჯერ. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა 8-10 დღეა. ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
თუ მიღებული რაოდენობა ჭარბია ან სახიფათო, კუჭი უნდა დაცარიელდეს ღებინების გამოწვევით, თუ პაციენტი კონვულსიურ, კომატოზურ მდგომარეობაშია ან დაკარგული აქვს პირის გაღების რეფლექსი ასეთ შემთხვევაში ტარდება კუჭის გამორეცხვა ნაზო-გაზტრალური მილის გამოყენებით.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდით ჭარბი დოზირების სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
ამბროქსოლით ჰიდროქლორიდით ჭარბი დოზირების მკურნალობა მოიცავს სიმპტომატურსა და შემანარჩუნებელ მკურნალობას. შენახვის პირობები:
25°C-ზე ნაკლები ტემპერეატურის პირობებში, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. შეფუთვა:
150 მლ-იან ბოთლებში, 5 მლ-იანი კოვზით მუყაოს კოლოფში. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. გაცემის წესი:
ურეცეპტოდ. სხვა ფარმაცევტული ფორმები:
სეკრაზოლი პედიატრული სიროფი 100 მლ-იან ბოთლებში, 5 მლ-იანი კოვზით მუყაოს კოლოფში. ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TICARET A.Ş.
ბარბაროსის გამზ. 76 - 78 34353 ბეშიქტაში/ სტამბული, თურქეთი