სანოვიტი (100 მლ სიროფი, ფლ.)
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:
სანოვიტი / SUNOVIT
სავაჭრო დასახელება:
სანოვიტი, Sunovit საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
- წამლის ფორმა:
შიგნით მისაღები სიროფი.
აღწერილობა: გამჭვირვალე ოქროსფერ-ყვითელი სითხე. შემადგენლობა:
სიროფის 10 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატის სახით) 1500 სე
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 1.0 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი) 1.2 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 1.5 მგ
ვიტამინი ჩ (ასკორბინის მჟავა) 60.0 მგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 400 სე
ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი) 12.0 მგ
ვიტამინი E (α-ტოკოფეროლის აცეტატი) 7 სე
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 1.5 მკგ
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) 0.1 მგ
ვიტამინი B5 (დექსპანთენოლი) 2.0 მგ დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, სორბიტოლის 70%-იანი ხსნარი, გლიცეროლი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის ზეთი "ექსელენტი", პოლისორბატ 80, პროპილგალატი, ბუთილირებული ჰიდროქსიანიზოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, დინატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი. პრეპარატის ათქ კოდი:
А11BА ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პოლივიტამინები. ფარმაკოლოგიური თვისებები:
სანოვიტი - კომბინირებული მულტივიტამინური პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ეფექტებით.
ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორებისა და რეგულატორების სახით.
ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ცილის სინთეზის რეგულაციაში, ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, უჯრედული და სუბუჯრედული მემბრანების ფუნქციონირებას; აუცილებელია ახალი უჯრედების ზრდისათვის, ანელებს დაბერების პროცესს.
ვიტამინი B1 წარმოადგენს უჯრედის ენერგიის წყაროს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აქვს დეტოკსიკაციური მოქმედება, ასევე აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ნერვულ ქსოვილში. თიამინი მონაწილეობს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტების წარმოქმნაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში. თიამინის უკმარისობა იწვევს ბერი-ბერისა (სპეციფიური პოლინევრიტი) და ვერნიკეს (პოლინევრული ფსიქოზი) სინდრომების განვითარებას.
ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მ.შ., კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.
ვიტამინი B6 ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, ნერვული სისტემის ფუნქციას, წარმოადგენს ანტიდეპრესანტს.
ვიტამინი ჩ ხასიათდება აღმდგენი თვისებებით, კერძოდ, აღადგენს იმ ფერმენტებს, რომლებიც აუვნებელყოფს ტოქსიურ ნივთიერებებს. აუცილებელია კოლაგენის (სისხლძარღვთა კედლების, მყესების, ხრტილებისა და ძვლების ერთერთი სტრუქტურული კომპონენტი) სინთეზისათვის, ქოლესტერინის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმების მონელებას და აძლიერებს პერისტალტიკას.
ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავებში, კალციუმის შემაკავშირებელი ცილების სინთეზის სტიმულირებით ზრდის კალციუმის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში. ვიტამინი D3 ააქტიურებს ძვლის ქსოვილის რემოდელირების პროცესებს I ტიპის კოლაგენისა და მატრიცული ცილების სინთეზის გაძლიერების გზით, ასევე ოსტეობლასტების სინთეზის აქტივაციის ხარჯზე. ფარისებრი, პარათირეოიდული და სასქესო ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობაზე ზეგავლენით უზრუნველყოფს ჩონჩხის ძვლების კალციფიკაციას.
ვიტამინი PP შედის უჯრედულ სუნთქვასა და ცილების ცვლაში მონაწილე ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც, თავის მხრივ, არეგულირებენ უმაღლეს ნერვულ მოქმედებას და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას.
ვიტამინი E ანტიოქსიდანტური ნივთიერებაა, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისა და სიბერისაგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუნთების მუშაობას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვკუნთოვანი გარსის ფორმირებაში.
ვიტამინი B12 ხასიათდება იმუნომოდულაციური, ანტიალერგიული და ანტიათეროსკლეროზული მოქმედებით. არეგულირებს არტერიულ წნევას, აღადგენს ნერვული უჯრედის სტრუქტურას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, მადას. ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, ააქტიურებს სისხლის შედედების პროცესებს, ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლას.
ვიტამინი B9 აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში.
ვიტამინი B5 შედის კოფერმენტ A-ს შემადგენლობაში (არაცილოვანი ბუნების ორგანული ნაერთი, რომელიც აუცილებელია ფერმენტების აქტივობის გამოსავლენად). მნიშვნელოვან როლს თამაშობს აცეტილირებისა და ჟანგვის პროცესებში. მონაწილეობს ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში, ნაღვლის მჟავებისა და ჰორმონების სინთეზში. გამოყენების ჩვენებები:
- ჰიპო- და ავიტამინოზების პროფილაქტიკა;
- გაზრდილი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა;
- გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ;
- გაციებისა და ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ასამაღლებლად;
- მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს გაზრდილი მოთხოვნილება ვიტამინებზე;
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. მიღების წესი და დოზირება:
სანოვიტი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, 1-ჯერ დღეში.
წლამდე ასაკის ბავშვებში სიროფის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 5 მლ-ს დღე-ღამეში.
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში - სიროფის 7.5 მლ დღე-ღამეში.
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან - სიროფის 10 მლ დღე-ღამეში.
მოზრდილებში - სიროფის 10-15 მლ დღე-ღამეში.
ჭარბი დოზირება:
დოზის შემთხვევითი გადაჭარბებისას ნაჩვენებია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვინაიდან გასათვალისწინებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების მაღალი დოზების არასასურველი ზემოქმედება ორგანიზმზე. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოპას ეფექტურობას.
საფაღარათო სამკურნალო საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მინერალური ზეთი, და კოლესტირამინი ამცირებს A, D და E ვიტამინების შეწოვას.
პენიცილინი, იზონიაზიდი ამცირებს B1 ვიტამინის ეფექტურობას მისი გამოყოფის გაძლიერების გზით.
იზონიაზიდი აქვეითებს პირიდოქსინის ეფექტურობას.
ვიტამინი E აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, გლუკოკორტიკოსტერიოდებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს.
ასკორბინის მჟავა აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების ფარმაკოლოგიურ მოქმედებასა და გვერდით ეფექტებს.
არ არის რეკომენდირებული სანოვიტის ერთდროული მიღება სხვა პოლივიტამინურ კომპლექსებთან, განსაკუთრებით პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავს A და D ვიტამინებს, ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით.
განსაკუთრებული მითითებები:
არ უნდა გადავაჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.
ალერგიული რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სანოვიტის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი წყდება ინდივიდუალურად. გამოშვების ფორმა:
შიგნით მისაღები სიროფის 100 მლ ყვითელი მინის ბოთლში პოლიპროპილენის თავსახურით.
1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.