სანორინი-ანალერგინი 10მლ ფლ
საერთაშორისო დასახელება:
naphazoline, antazoline ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
R01AB02; SO1GA51
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირის და თვალის წვეთები 10 მლ ფლაკონში 1 ფლ.
ნაფაზოლინის ნიტრატი . . . . . . . 250 მკგ 2,5 მგ
ანტაზოლინის მეზილატი . . . . . . . . 5 მგ 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბორის მჟავა, მეთილპარაბენი, სტერილური გასუფთავსებული წყალი, ედეტანის დინატრიუმის დიჰიდრატი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი გამოიყენება თვალისა და ცხვირის წვეთების სახით. გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება და იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას, რაც ცხვირში ჩაწვეთებისას იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას და ლორწოს გამოშრობას, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ სუნთქვას. თვალში ჩაწვეთებისას ხდება კონიუნქტივის სისხლძარღვების შევიწროება და ლორწოვანი კონიუნქტივის გამოშრობა. სამკურნალო ეფექტი დგება ძალიან სწრაფად და გრძელდება რამდენიმე საათის (4 და მეტი) განმავლობაში. ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება თვალისა და ცხვირის წვეთების სახით ალერგიული წარმოშობის სურდოს, მწვავე რინიტის, ქრონიკული კონიუნქტივიტის, ასტენოპიური დარღვევების დროს (მომატებული ჯანმრთელი დატვირთვის დროს აკომოდაციის დარღვევა), როგორც დამატებითი საშუალება გაზაფხულის კონიუნქტივიტის მკურნალობისას.
პრეპარატი განკუთვნილია 2 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისათვის, მოზარდებისა და მოზრდილებისათვის. მიღების წესები და დოზები:
გარდა ექიმის მიერ დანიშნული განსხვავებული დოზირების რეჟიმისა, პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დოზებით:
ცხვირის წვეთების სახით გამოყენებისას:
მოზრდილებში 2-3 წვეთი. 2 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში. პრეპარატი გამოიყენება დღეში 3-4-ჯერ. დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათი. გამოყენების ხანგრძლივობა მოზრდილებში არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას, ხოლო ბავშვებში - 3 დღეს. პრეპარატის განმეორებით გამოყენებამდე აუციელებელია რადენიმე დღით შესვენება.
პრეპარატის ცხვირში ჩაწვეთებ ხდება თავის ოდნავ უკან და გვერდზე გადაწეულ მდგომარეობაში იმის მიხედვით, რომელ ნესტოში ჩაიწვეთება პრეპოარატი, თუ მარჯვენაში - თავი ბრუნდება მარცხნივ, თუ მარცხენაში, თავი ბრუნდება მარჯვნივ.
თვალის წვეთების სახით გამოყენებისას:
2 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში 1-2 წვეთი დღეში 3-4-ჯერ თითოეულ დაზიანებულ თვალში. პრეპარატი გამოიყენება ხანმოკლე დროით ან რამდენიმე დღიანი ინტერვალებით. თვალის შიდა კუთხეში ჩაწვეთებისას თავი უკან იხრება, ასევე ჩაწვეთება შეიძლება მოხდეს მწოლიარე მდგომარეობაში.
დოზის დანიშნულ დროზე მიღების დავიწყების შემთხვევაში, პრეპარატის ჩაწვეთება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, ხოლო შემდეგ გაგრძელდეს დადგენილი ინტერვალებით გამოყენება. დაუშვებელია ორი დოზის ერთდროულად მიღება. გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზებით მიღებისას პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ზოგად მოქმედებას სიმპატიკური ნერვული სისტემის გაღიზიანების შედეგად, როგორიცაა მაგ. გაღიზიანებადობა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილები, სისუსტე, ტრემორი, ტაქიკარდია, გახშირებული გულისცემა და არტერიული წნევის მომატება. ძალიან იშვიათად, თვალში ჩაწვეთებისას შეიძლება აღინიშნოს გუგების გაფართოვება. ეს გვერდითი ეფექტები ძირითადად ვლინდება ჭარბი დოზის მიღებისას. ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას მოზრდილებში 1 კვირაზე მეტი, ხოლო ბავშვებში 3 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მიჩვევას, რაც ჩაწვეთებისთანავე ვლინდება ცხვირის გზების გამტარობის დარღვევით ლორწოვანას სიმშრალით.
აღნიშნული გვერდითი ეფექტების ან სხვა რეაქციების გამოვლენის შემთხევვაში, პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ აუცილებელია ექიმის კონსულტაციის მიღება. უკუჩვენება:
სანორინ-ანალერგინი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, ასევე ატროფული რინიტის დროს. გულისა და სისხლძარღვების სერიოზული დაავადებების მქონე პაციენტებში (მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა), ასევე ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მკურნალი ექიმის რეკომენდაციით ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. განსაკუთრებული მითითებები:
იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან დაავადების სიმპტომები არ შემცირდა 3 დღემდე, ან თუ გამოვლინდა უჩვეულო რეაქციები, აუციელებელია ექიმის კონსულტაციის მიღება.
სანორინ-ანალერგინის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის შესახებ საჭიროა მკურნალი ექიმის რჩევის მიღება. კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში, პრეპარატის ჩაწვეთება უნდა მოხდეს მხოლოდ მათი მოხსნის შემდეგ მათზე პრეპარატით გამოწვეული ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით. კონტაქტური ლინზების ჩასმა შესაძლებელია პრეპარატის ჩაწვეთებიდან მხოლოდ 15 წუთის შემდეგ.
პრეპარატის თვალის წვეთების სახით გამოყენებისას, კონიუნქტივალურ ტომარაში ჩაწვეთების შემთხვევაში იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გუგების გაფართოვება, ბუნდოვანი გამოსახულება. ამდენად ისეთი სამუშაოს შესრულება, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ რეაქციებს შეიძლება მხოლოდ დროებითი არასასურველი მოქმედების გასვლის შემდეგ. ჭარბი დოზირება:
ამ პრეპარატის გამოყენებისას არსებობს ჭარბი დოზირების საშიშროება, განსაკუთრებით ბავშვებში. ჭარბი დოზირების ნიშნებია: სხეულის ტემპერატურის დაწევა, გულის შეკუმშვების რაოდენობის შემცირება, მომატებული ოფლიანობა, ძილიანობა, მომატებული არტერიული წნევა, რასაც შეიძლება მოჰყვეს გონების დაკარგვა. ამიტომ, ბავშვებსა და მოზრდილებში შემთხვევით 2-ზე მეტი წვეთის გამოყენებისას, აუციელებელია დაუყოვნებლივ ექიმისათვის მიმართვა. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად (მაგ. პარნატი, აურორიქსი, იუმექსი), ვინაიადან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა და არტერიული წნევის მომატება. ამდენად, დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად, ასევე მათი გამოყენების დასრულებიდან 14 დღეზე ადრე. შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ, პრეპარატის გამოყენება შეიძლება 28 დღე.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი. მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
IVAX Pharmaceutocals s.r.o
ჩეხეთი