სანორინი 0.1% 10მლ სპრეი
საერთაშორისო დასახელება:
naphazoline ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
R01AA08
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
0,1% აეროზოლი 10 მლ ფლაკონში 1 მლ 1 ფლ.
ნაფაზოლინის ნიტრატი. . . . . 0.001 გ 0.01 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ბორის მჟავა, ედამინი, მეთილპარაბენი, სტერილური წყალი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ოტორინოლარინგოლოგიური, სიმპატომიმეტური საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები:
სანორინი 0.1% იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას, რის შედეგადაც მცირდება ანთების შედეგად გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება და ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან. ასევე მცირდება შეშუპება სინუსურ წიაღებში და ევსტახის მილებში, რომლებიც აკავშირებენ შუა ყურს და ხახას, რაც ხელს უწყობს სუნთქვის გაიოლებას. სამკურნალო ეფექტი დგება როგორც წესი 5 წუთში და გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში. ჩვენებები:
- მწვავე რინიტი;
- სინუსიტი;
- ევსტახიტისა და შუა ყურის ანთების დროს. მიღების წესები და დოზები:
სანორინი 0.1% აეროზოლის გამოყენება შეუძლიათ მოზრდილ პაციენტებს და მოზარდებს 15 წლის ზევით. მოზრდილებში პრეპარატი მიიღება თითოეულ ცხვირის ნესტოში 1-3 შესხურება 3-ჯერ დღეში ფლაკონი რიგ რიგობით უნდა მოვათავსოთ თითოეულ ცხვირის ნესტოში, რის შემდეგ ვაფიქსირებთ ფლაკონს, საიდანაც გამოდის შიგთავსი. სპრეის ერთი მიღება შეესაბამება ერთ დოზას. პრეპარატის მიღების შემდეგ აუცილებელია ცხვირისმიერი მსუბუქი შესუნთქვა. სანორინის მიღება ერთი კვირაზე მეტი ხნის განმავლიბაში არ არის რეკომედნებული. თუ ცხვირით სუნთქვა გაუმჯობესდება სანორინის მიღების შეწყვეტა შეიძლება უფრო ადრე. პრეპარატის განმეორებითი მიღება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში შეიძლება პრეპატში დასველებული ტამპონის გამოყენება. გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზის გამოყენების შემთხვევაში პრეპარატი კარგად გადაიტანება. პაციენტებს მომატებული მგრძნობელობით იშვიათად შეიძლება გამოუვლინდეთ სუსტი გვერდითი მოვლენები ცხვირის ლორქოვანი გარსის წვითა და სომშრალით. იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის მოქმედების გავლის შემდეგ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ცხვირის დაცობის ძლიერი შეგრძნება.
იშვიათად ვლინდება ზოგადი მოვლენები სიმპათიკური ნერვული სისტემის გაღიზიანების შედეგად. მაგალითად: თავის ტკივილი, ტრემორი (თრთოლვა), არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია.
პრეპარატის ხშირმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა და დაცობის შეგრძნება. უკუჩვენება:
პრეპარატის გამოყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში წინააღმდეგნაჩვენებია.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ და ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ანთების შემთხვევაში. არტერიული ჰიპერტენზია; გულის უკმარისობა; ტაქიკარდია; ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია; შაქრიანი დიაბეტი; თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა), ბრონქული ასთმა, ერთდოულად მაო-ს ინჰიბიტორებთან მიღება და 14 დღის განმავლობაში მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ; ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში სანორინის გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით. განსაკუთრებული მითითებები:
მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ სანორინის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას მისი სისხლძარღების შემავიწროებელი ეფექტი თანდათანობით მცირდება. არსებობს პრეპარატისადმი დამოკიდებულების სინდრომის წარმოშობის საშიშროება. ჭარბი დოზირება:
სანორინის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაჯირჯვებას და ცხვირის ღრუს დახშობის შეგრძნებას. ჭარბი დოზირების სიმპტომების წარმოშობის საშიშროება არსებობს მოზარდებში და გამოიხატება ძილიანობით, მომატებული ოფლიანობით, სხეულის ტემპერატურის დაქვეითებით, არტერიული წნევის დაქვეითებით ან მომატებით. მკურნალობა სიმპტომატურია. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სანორინისა და მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება და გულის რითმის მუშაობის დარღვევა. ამიტომ არ არის რეკომენდებული სანორინისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება. აგრეთვე მისი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში სანორინის გამოყენება. შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
IVAX Pharmaceutocals s.r.o
ჩეხეთი