სამბუკოლი
Sambucus nigra
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 100მლ შეიცავს: სამბუკის ნაყოფის (შამბუცუს ნიგრა) სტანდარტიზირებული ექსტრაქტი - 37,3გ გლუკოზის სიროფი: მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა კონსერვანტი: კალიუმის სორბატი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი სამკურნალო გამოყენებისათვის ფარმაკოლოგიური თვისებები: სამბუკის ნაყოფის ექსტრაქტის სიცხის დამწევი და ოფლმდენი თვისებები ცნობილია საუკუნეების მანძილზე. სამბუკის ნაყოფის ექსტრაქტი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და ამაგრებს სისხლძარღვების კედელს . სამბუკის ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს და ანტივირინს. ანტივირინი - სამბუკის ნაყოფიდან მიღებული აქტიური კომპონენტია, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. გამოიყენება როგორც ვირუსული ინფექციის, გრიპის და გაციების დროს ასევე საპროფილაქტიკოდ. ექსტრაქტი მიღებულია უნიკალურ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს მეცნიერებების და ვირუსოლოგების მიერ და განაპირობებს სამბუკის ნაყოფში შემავალი ნივთიერებების ყველაზე ღირებული თვისებების შენარჩუნებას. დოზირების რეჟიმი: გრიპის და მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს: 12 წელზე უფროსი ბავშვები და მოზრდილები - 10მლ (2 ჩ.კ.) 4 ჯერ დღეში. ორგანიზმის იმუნიტეტის გასაძლიერებლად: 12 წელზე უფროსი ბავშვები და მოზრდილები - 10მლ (2 ჩ.კ.) დღეში. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ არის განკუთვნილი პარენტერალური გამოყენებისათვის. პრეპარატი განკუთვნილია 12 წელზე უფროსი ბავშვებისათვის და უფროსებისათვის. მიიღება პერ- ოს, არ შეურიოთ სხვა სითხეებს. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. გამოშვების ფორმა: 120მლ ბოთლი #1 Pharmaceutical Company SEQUOIA Sp. Zo.o.