newhospitals

სალინი, ცხვირის სპრეი

სალინი, ცხვირის სპრეი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
9347ნახვა

სალინი, ცხვირის სპრეი SALIN  სამდიცინო გამოყენების ინსტრუქცია პაციენტებისათვის. შემცველობა: აქტიური ინგრედიენტი: ნატრიუმის ქლორიდი 0.65% არააქტიური ინგრედიენტები: ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ეფექტურად ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს, ათხელებს სქელ ლორწოს, არბილებს მშრალ ქერქს ცხვირში და ხელს უწყობს მათ ადვილად მოცილებას. ხსნარის pH შეესაბამება ცხვირის ლორწოვანას ბუნებრივი სეკრეტორული სითხის
pH-ს. 

ჩვენებები: ახალშობილთა ცხვირის ღრუს ჰიგიენური მოვლა, ეფექტურია ასევე ბავშვებსა და მოზრდილებში. ცხვირის ღრუს გასუფთავება ლორწოსაგან და ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ქერქისაგან, სხვადასხვა ეთიოლოგიის რინიტებისას. 

გამოყენების წესი და დოზები:
შეისხურება ცხვირის ღრუს სიღრმეში ფლაკონის მყარ კორპუსზე მოჭერის გზით. შესხურებისას თავი უკან არ გადასწიოთ
და ფლაკონი არ გადააბრუნოთ.
ახალშობილებისა და ბავშვებისათვის – თითო შესხურება,
მოზრდილებში – ორ-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში.
ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოჭერისას, ფლაკონიდან ხსნარი სპრეის სახით გამოიყოფა;
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში – სითხის ნაკადის სახით; გადაბრუნებულ მდგომარეობაში – წვეთებით.
გამოყენების შემდეგ ფლაკოზე მოთავსებული სასხურებელი კარგად გაწმინდეთ.


უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოქმედება: ამ დროისათვის დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მონაცემები პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

გამოშვების ფორმა: 44 მლ ფლაკონი.

შენახვის პირობები: მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი. 

აფთიაქიდან გაცემის წესები: ექიმის რეცეპტის გარეშე.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.