newhospitals

სალბუტამოლი (SALBUTAMOL)

სალბუტამოლი (SALBUTAMOL)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
9999ნახვა
სალბუტამოლი (SALBUTAMOL) SALBUTAMOL Warsaw pharmaceutical works POLFA, პოლონეთი

 

ათქ კლასიფიკაციის კოდი:
R03CC02

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერში 30 ც. 1 ტაბ. სალბუტამოლი - 2 მგ ტაბლეტები: შუშის ბოთლში 30 ც. 1 ტაბ. სალბუტამოლი - 4 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბრონქოლიზური პრეპარტი – ბეტა2-ადრენომიმეტიკი.

 

ჩვენებები:
გლუვი კუნთების სპასტიური მდგომარეობა ბრონქული ასთმის დროს; - ქრონიკული სპასტიური ბრონქიტი; - ფილტვების ემფიზემა.

 

დოზირების რეჟიმი:
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით: მკურნალობა იწყება ძირითადად 2-4 მგ-ით მაქსიმალურად 4-ჯერ დღეღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში ხდება დოზის განმეორება, თუმცა შემდგომი დოზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 6 სთ-ის შემდეგ. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული დოზები არასაკმარისია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ხდება დოზის თანდათან გაზრდა, თუმცა დადგენილ მაქსიმალურ დოზაზე (8 მგ 4-ჯერ დღეღამეში) მეტი რაოდენობით პრეპარატის დანიშვნა ნებადართული არ არის. დოზის გაზრდასთან დაკავშირებით არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის ერთჯერადი დოზებით გამოყენება, რომელიც აღემატება 4 მგ-ს, შესაძლებელია მხოლოდ მცირე დოზებზე რეაქციების არ არსებობის შემთხვევაში. ხანდაზმულ პაციენტებში და აგრეთვე სიმპათომიმეტური ამინების მიმართ გაძლიერებული მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს მაქსიმალურად 4-ჯერ დღეღამეში. სალბუტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 32 მგ-ს. ბავშვებში 6 წლის ასაკიდან 12 წლამდე: საწყისი დოზა ძირითადად შეადგენს 2 მგ-ს მაქსიმალურად 3-4-ჯერ დღეღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში ხდება დოზის განმეორება, თუმცა შემდგომი დოზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 6 სთ-ის შემდეგ. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული დოზები არასაკმარისია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ხდება დოზის თანდათან გაზრდა, თუმცა დადგენილ მაქსიმალურ დოზაზე (6მგ 4-ჯერ დღეღამეში-24მგ) მეტი რაოდენობით პრეპარატის დანიშვნა ნებადართული არ არის. დოზის გაზრდასთან დაკავშირებით არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

 

გვერდითი მოვლენები:
სალბუტამოლის მიღების დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების სიხშირე შედარებით უფრო მცირეა, ვიდრე იზოპროტერენოლისა ან ორციპრენალინის გამოყენების დროს. აღინიშნება მოუსვენრობა და ტრემორი (დაახლოებით 20%), თავის ტკივილი (დაახლოებით 7%), ტაქიკარდია (დაახლოებით 5%), კრუნჩხვები (დაახლოებით 3%), უძილობა, გულისრევა, სისუსტე (დაახლოებით 2%). ავადმყოფთა არანაკლებ 1%-ს აღენიშნება ძილიანობა, ჰიპერემია, გაღიზიანება, გულ-მკერდის არეში დისკომფორტის შეგრძნება და შარდვის გაძნელება. 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ აგზნება (20%) და ნერვიულობა (15%), უძილობა (4%), ტაქიკარდია და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ ცვლილებები (2%). ბავშვების არანაკლებ 1%-ს აღენიშნებათ უმადობა, სიფერმკრთალე, გადაღლა, კონიუნქტივიტი.

 

უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; - მიოკარდიუმის ინფარქტი.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს. ორსულობის დროს სალბუტამოლის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, რადგან იგი ასუსტებს საშვილოსნოს კუმშვადობას. მონაცემები სალბუტამოლის ექსკრეგირების შესახებ დედის რძეში არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ლაქტაციის პერიოდში სალბუტამოლის დანიშვნის დროს საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

 

განსაკუთრებული მითითებები:
 
სალბუტამოლი, ისევე როგორც სხვა ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებები, იწვევს სიმპათიკური ნერვული სისტემის მნიშვნელოვან აგზნებას, რაც ნაწილობრივ ვლინდება ძლიერი გულისცემით, არტერიული წნევის მომატებით, პულსის გახშირებითა და ცვლილებებით ელექტროკარდიოგრამის მხრივ. იშვიათად სალბუტამოლის მიმართ სენსიბილიზაცია ვლინდება ურტიკარიით, ანგიონევროზული შეშუპებით, კანზე გამონაყარით, ბრონქოსპაზმით, ანაფილაქტოიდური სიმპტომებით და ხორხის შეშუპებით. სიმპათიკური ნერვული სისტემის ძლიერ აგზნების გამო, სალბუტამოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კერძოდ გულის იშემიური დაავადებით, გულის რითმის დარღვევით და ჰიპერტონიით შეპყრობილ ავადმყოფებს. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ჰიპერთირეოზის, ეპილეფსიის, შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის დროს და აგრეთვე სიმპათომიმეტური ამინების მიმართ გაძლიერებული რეაქციის მქონე ავადმყოფებს. სალბუტამოლის დიდი დოზები იწვევს საშვილოსნოს მიომეტრიუმის შეკუმშვის დათრგუნვას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას მშობიარობის დროს. ავადმყოფი ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ სალბუტამოლის დიდი დოზებით მიღება რეკომენდებულ დოზასთან შედარებით იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების სერიოზულ საშიშროებას. პრეპარატის დოზის გაზრდა ხდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი რეკომენდებულ დოზებში არ იძლევა სასურველ შედეგს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. არ არსებობს სალბუტამოლის უარყოფითი მოქმედების შესახებ მონაცემები ავტოტრანსპორტის მართვაზე.

 

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტკივილი გულმკერდის არეში, კრუნჩხვები, ჰიპოტონია ან ჰიპერტონია, ტაქიკარდია 200 დარტყმამდე წთ-ში, გულის რითმის დარღვევა, ნერვიულობა, თავის ტკივილი, ტრემორი, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, გულის ცემის გახშირება, უძილობა. შესაძლებელია აგრეთვე ჰიპოკალიემია. მკურნალობა: სალბუტამოლის მიღების შეწყვეტა, შემდგომ შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობა. მიზანშეწონილია ბეტა-ადრენობლოკატორების სიფრთხილით გამოყენება, მაგ. მეტოპროლოლის, მხოლოდ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბრონქოსპაზმის განვითარების შესაძლებლობა. ამ დროს დისკუტაბელურია ჰემოდიალიზის გამოყენება. სალბუტამოლის დოზის გადაჭარბებამ, ისევე როგორც სხვა ადრენომიმეტურმა საშუალებებმა, შესაძლებელია გამოიწვიოს გულის გაჩერება და ლეტალური გამოსავალი.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სალბუტამოლის გამოყენება, როგორც პერორალურ, აგრეთვე საინექციო ფორმის სხვა ადრენომიმეტურ საშუალებებთან ერთად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ შესაძლებელი სერიოზული გართულებების გამო ნებადართული არ არის. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებების საინჰალაციო ფორმების სიფრთხილით გამოყენება. პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებსა და მაო-ს ინჰიბიტორებს, რომლებიც აძლიერებენ სალბუტამოლის მოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. სალბუტამოლს და ბეტა-ადრენოლიზურ საშუალებებს ახასიათებთ ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტური მოქმედება.

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 15-25C ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 4 წელი. Warsaw pharmaceutical works POLFA

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.