newhospitals

რუტინაცეა იუნიორი 100მლ სიროფი

რუტინაცეა იუნიორი 100მლ სიროფი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3788ნახვა
[code]
რუტინაცეა იუნიორი
RUTINACEA JUNIOR
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - იმუნომოდულატორები; ფიტოპრეპარატები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ფლაკონი 100მლ

შემადგენლობა 1½ ჩაის კოვზი (7,5მლ) 5 ჩაის კოვზი (25მლ)
ექინაცეას ექსტრაქტი 0,90მ 3მგ
რუტინი 0,75მგ 2,5მგ
შავი მოცხარის კონცენტრატი 111,6მგ 372მგ
ჟოლოს წვენი 37,2მგ 124მგ
ასკილის ექსტრაქტი 7,44მგ 24,8მგ

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, დისტილირებული წყალი, ლიმონმჟავა (მჟავიანობის რეგულატორი), ჟოლოს არომატიზატორი, ქსანტინის ფისი (შემასქელებელი), ჟოლოს წვენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მცენარეული იმუნოსტიმულატორი. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კომპონენტები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით ძალებს და წარმოადგენენ იმუნიტეტის სტიმულატორებს.

ჩვენებები

- გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
- ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.

მიღების წესები და დოზები

3 წლამდე ბავშვებში: ½ ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში. 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 5-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა: ყოველდღიური მიღებისას 10 დღე ან დღეგამოშვებით 20 დღე.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. არ არის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებმა ექინაცეა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება დახურულ მდგომარეობაში, 25°C - ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
AFLOFARM, Poland

პოლონეთი
[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.