ჩვენებები:პრეპარატი გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი, დამარბილებელი და ამოსახველებელი საშუალება ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე, გაციებით გამოწვეული სხვა დაავადებების სამკურნალოდ:
მშრალი ხველა;
სველი ხველა ნახველის გაძნელებული გამოყოფით;
ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქული ასთმა;
ყელისა და ხახის ტკივილი;
მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი და სხვა.
მიღების წესები და დოზირება:3-დან 60 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1:2 დოზირებული ხუფი (15 მლ) 3-4-ჯერ დღეში.მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
არ არის აღწერილი. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბენზოატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
უკუჩვენებები:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.ორსულობა და ლაქტაცია:პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.ჭარბი დოზირება:არ აღინიშნება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.