რუბიტალ ფორტე ფასი-6.54
შემადგენლობა:
100 გ ტუხტის ფესვების 6% ექსტრაქტი - 25.4 გ საქაროზა - 40 გ ეთანოლი 600 - 1 გ ნატრიუმის ბენზოატი - 0.1 გ ჟოლოს სიროფი - 33.4 გ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდე¬გო მოქმედებით. ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი, დამარბილებელი და ამოსახველებელი საშუალება ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე გაციებით გამოწვეული სხვა დაავადებების სამკურნალოდ: მშრალი ხველა სველი ხველა ნახველის გაძნელებული ევაკუაციით ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქული ასთმა ყელისა და ხახის ტკივილი მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი და სხვა დოზირების რეჟიმი: 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში. 6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (15 მლ) 3-4-ჯერ დღეში. მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში. გვერდითი მოვლენები: არ არის აღწერილი. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბენზოატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. უკუჩვენებები: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია. ჭარბი დოზირება: არ აღინიშნება. გამოშვების ფორმა, რაოდენობა: სიროპი, 125 მლ, №1 მწარმოებელი: Gemi Pharmaceutical პოლონეთი