newhospitals

როზაპროსტი 0.05 მგ/მლ, თვალის წვეთები

როზაპროსტი 0.05 მგ/მლ, თვალის წვეთები
ანოტაციის მომწოდებელია
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
6908ნახვა
სავაჭრო სახელწოდება: როზაპროსტი 0.05 მგ/მლ, თვალის წვეთები

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Latanoprost 0.05მგ

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია →გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები → ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში → F2 ალფა პროსტაგლანდინის ანალოგები

 

მწარმოებელი: ადამედი

 

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

 

გამოშვების ფორმა: 2,5 მლ წვეთები

 

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

 

ინსტრუქცია

როზაპროსტი 0.05 მგ/მლ, თვალის წვეთები

შემადგენლობა:

1მლ ხსნარი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ლატანოპროსტი 0.05მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (0.2 მ
გ/მლ),უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის მონოჰიდრატი,
ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლატანოპროსტი - პროსტაგლანდინ F2α-ს ანალოგი წარმოადგენს FP რეცეპტორების სელექციურ
აგონისტს და აქვეითებს თვალშიგა წნევას (თწ) წყლოვანი მასის გადინების გაძლიერებით,
ძირითადად უვეოსკლერული გზით აგრეთვე ტრაბეკულური ქსელით. თწ-ს შემცირება იწყება
პრეპარატის შეყვანიდან დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 8-
12 საათის შემდეგ. მოქმედება ნარჩუნდება არანაკლებ 24 საათი. ლატანოპროსტი არ ახდენს
მნიშვნელოვან გავლენას წყლოვანი მასის პროდუქციაზე და ჰემატოენცეფალურ ბარიერზე.
თერაპიულ დოზებში გამოყენებისას ლატანოპროსტი არ ახდენს მნიშვნელოვან
ფარმაკოლოგიურ ეფექტს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემაზე.
ფარმაკოკინეტიკა:
ლატანოპროსტი იწოვება რქოვანიდან, სადაც ხდება მისი ჰიდროლიზი ბიოლოგიურად აქტიურ
მჟავამდე. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ლატანოპროსტის მჟავა ისაზღვრება წყლისებრ
მასაში პირველი 4 საათის განმავლობაში.
ლატანოპროსტის მჟავა სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრის შემდეგ მეტაბოლიზდება
ღვიძლში ცხიმოვანი მჟავების ბეტა დაჟანგვის გზით.
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შარდით გამოიყოფა შეყვანილი დოზის დაახლოებით 88%.

 

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია.

 

გვერდითი მოვლენები:
ინსტილაციის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს თვალების გაღიზიანება (წვა, ქავილი, უცხო
სხეულის შეგრძნება), ასევე წამწამების გასქელება, დაგრძელება და გამუქება. ავადმყოფთა 1-
10%-ში ვლინდება კონიუნქტივის ჰიპერემია,
ტრანზიტორული წერტილოვანი ეპითელური ეროზიები, ბლეფარიტები, ფერადი გარსის
პიგმენტაციის გაზრდა, თვალების ტკივილი.
ავადმყოფთა 1%-ზე ნაკლებში: გამონაყარი კანზე, ქუთუთოების შეშუპება. ქუთუთოების კანის
გამუქება, რქოვანის შეშუპება და ეროზიები, ირიტები, უვეიტები, მაკულური შეშუპება, მათ შორის,
კისტოზურიც (ძირითადად, აფაკიის, ფსევდოაფაკიის, ბროლის უკანა კაფსულის დაზიანების ან
მაკულური შეშუპების განვითარების მომატებული საშიშროების მქონე პაციენტებში).

 

გამოყენების წესი და დოზები:
როზაპროსტი გამოიყენება ბავშვებში და მოზრდილებში 1 წვეთი 1-ჯერ დღე-ღამეში, საღამოს.
როზაპროსტის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვში მომატებული თვალშიგა წნევის
და გლაუკომის სამკურნალოდ.
როზაპროსტის გამოყენება თვალის სხვა წვეთებთან ერთად:
თვალის სხვა წვეთის გამოყენებამდე საჭიროა 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა.

 

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: თვალების გაღიზიანება, კონიუნქტივის ან ეპისკლერის ჰიპერემია.

 

შენახვის პირობები:
გახსნამდე პრეპარატი ინახება 2-8°C-ზე (მაცივარში), სინათლისგან დაცულ ადგილას.
პირველი გახსნის შემდეგ ვარგისობის ვადაა 4 კვირა. გახსნის შემდეგ როზაპროსტის შენახვა
შესაძლებელია არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

 

შეფუთვა:
2,5 მლ

 

მწარმოებელი:
ადამედი (ADAMED Consumer Healthcare S.A.) პოლონეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.