newhospitals

როზამეტი

როზამეტი
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
59682ნახვა
რეგისტრაციის ნომერი: П#012373/01 13.10.2006

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: როზამეტი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მეტრონიდაზოლი

შემადგენლობა: 1 გრამი კრემი შეიცავს აქტიურ ნივთიერება: მეტრონიდაზოლი 10 მგ. გლიცერინი- 12,9მგ, პარაფინი თხევადი -90მგ, ცვილი ემულგირილებული -100მგ, პროპილენგლიკოლი-20მგ,მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი-0.7მგ, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი-0.3მგ,წყალი გასუფთავებული -766.1მგ

აღწერა: უსუნო ჰომოგენური კრემი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული საშუალება

ათქ კოდი: D06BX01

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადგილობრივი გამოყენებისას გააჩნია აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება, მოქმედების მექანიზმი ზუსტად არ არის ცნობილი(არ არის დამოკიდებული ტკიპა Demodex folliculorum-ზე ზემოქმედებაზე, რომელიც აღმოჩენილია თმის ფოლიკულებში და ცხიმოვან ჯირკვლებში,და ამ სეკრეტებზე ზემოქმედებაში) მეტრონიდაზოლს გარეგანი გამოყენებისთვის შესაძლებელია ახასიათებს ანტიოქსიდანტური ზემოქმედება.დადგენილია, რომ ის მნიშვნელოვნად ამცირებს ნეიტროფილებით აქტიური ჟანგბადის, ჰიდროქსიდური რადიკალების და წყალბადის ზეჟანგის პროდუცირებას, რომლებიც წარმოადგენენ პოტენციურ ოქსიდანტებს, რომლებსაც შეუძლიათ კანის დაზიანება ანთების ადგილას. მეტრონიდაზოლს გარეგანი გამოყენებისთვის არაეფექტურია ტელეანგიექტაზიის საწინააღმდეგოდ, რომელიც დამახასიათებელია მოწითალო გამონაყარისთვის.

ჩვენება: ანთებითი პაპულა, პასტულები, აგრეთვე გამოიყენება ერითემების, მოწითალო და ვულგარული გამონაყარის (აცნე რორაცეა, ანცე ვულგარის), ბალანოპასტიტის, ვულვოვაგინიტის სამკურნალოდ.

უკუჩვენება: მეტრონიდაზოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.სიფრთხილით ინიშნება ფეხმძიმობის(I ტრიმესტრი) და ლაქტაციის დროს.
მიღების წესი და დოზირება: ანთებითი პაპულის, პასტულების, აგრეთვე ერითემების, მოწითალო და ვულგარული გამონაყარის (აცნე რორაცეა, ანცე ვულგარის) შემთხვევაში კრემი დაიტანება თხელ ფენად სახეზე, იგი შეიზილება 1-2-ჯერ დღეში(დილით და საღამოს) სახის თბილი წყლით დაბანის შემდეგ. მკურნალობის კურსია 1-2 თვე. კანის გასუფთავებას და კრემის დატანას შორის რეკომენდირებულია 15-20 წუთიანი ინტერვალის გაკეთება. მკურნალობის დადებითი შედეგი აღინიშნება მკურნალობიდან სამი კვირის შემდეგ. მკურნალობის კურსი გრძელდება 3-4 თვე. ბალანოპასტიტის, ვულვოვაგინიტის სამკურნალოდ ( მეტად მოსახერხებელია ინტრავაგინალური აპლიკატორის გამოყენება): ტუბიდან გამოიღებენ მცირე რაოდენობით მალამოს,რომელსაც დაიტანენ დაზიანებული სასქესო ორგანოს თავის ზედაპირზე, ჩუჩაზე, მცირე სასქესო ბაგეებზე, საშოს წინკართან ბინტის ტამპონის,თითის ან აპლიკატორის მეშვეობით და მსუბუქად შეეზილება,. გამოიყენება 1-2 ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 8-10 დღე.
გვერდითი მოვლენები: მეტრონიდაზოლს გარეგანი გამოყენებისას გვერდითი მოვლენები ფიქსირდება ძალზედ იშვიათად. შესაძლო ალერგიული რექციები:(ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე),ჰიპერემია, კანის სიმშრალე და წვა, ცრემლდენა. ურთიერთქმედება: გარეგანი გამოყენების შემდეგ მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია მცირეა და მცირეა შესაბამისად შესაძლო ურთიერთქმედებაც. ერთდროული დანიშვნისას აძლიერებს ვარფარინის და სხვა არაპირდაპირი კოაგულანტების მოქმედებას. განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. თვალის მიდამოში მოხვედრა დაუშვებელია რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ანთება ან ცრემლდენა. კრემის თვალში მოხვედრის შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი წყლით გამორეცხვა. კანის ანთების განვითარების შემთხვევაში მიზანშეწონილია გამოყენების სიხშირის შემცირება ან მოხმარების დროებით შეწყვეტა. პრეპარატის გამოყენების დროს მოზანშეწონილია მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცვა.
გამოშვების ფორმა: 25გ პრეპარატი მოთავსებულია ალუმინის ტუბში რომელიც დაფარულია ორმაგი დამცავი ლაქით და დალუქული გამოსასვლელთ, დამცავი მემბრანით და პლასტიკური ხუფით. აღჭურვილია კონუსური მოწყობილობით დამცავი მემბრანის გასახვრეტად. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ან ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან და აპლიკატორთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).

მწარმოებელი: სს "იადრან" გალენსკი ლაბორატორიი 51000, პულაც ბ/ნ, რიეკა, ხორვატია სს "იადრან" გალენსკი ლაბორატორიის წარმომადგენელი რუსეთში რუსეთი ,119330, ქ.მოსკოვი. ლომონოსოვის პროსპექტი კორპ.38.ოფ3

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.