როფერონი-A 4.5 მილიონი სე #1ფლ
გენერიული დასახელება:
ინტერფერონი ალფა-2ა
ინტერფერონი ალფა-2ა
1 შპრიც-ტუბი 0,5მლ გამზადებული ხსნარი კანქვეშ შესაყვანად, რომელიც არ შეიცავს ადამიანის შრატისმიერ ალბუმინს (როფერონი-РБA ან "ხსნარი ალბუმინის გარეშე")
შეიცავს:
ინტერფერონი ა-2ა 3მლნ სე, 4,5მლნ სე, 6მლნ სე, 9მლნ სე;
გამზადებული ხსნარის შემავსებელი: ამონიუმის აცეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზილის სპირტი, პოლისორბატი 80, ძმრის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტივირუსული და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება ფორმა:
საინექციო ხსნარი ფარმაკოლოგიური თვისებები:
ინტერფერონი ალფა-2ა წარმოადგენს კარგად გაწმენდილ ცილას, რომელიც შედგება 165 ამინომჟავასაგან, მოლეკულური წონით 19000 დალტონი. იგი მიღებულია რეკომბინანტური დნმ-ს ტექნოლოგიით E. coli-ს გენურ ინჟინერული შტამის გამოყენებით, რომლის დნმ იწვევს ადამიანის ამ ცილის სინთეზის კოდირებას. როფერონი A-ს გააჩნია ადამიანის ბუნებრივი ა-ინტერფერონის მრავალი თვისება. მისი ანტივირუსული მოქმედება განპირობებულია უჯრედებში რეზინტენტობის ინდუცირებით ვირუსული ინფექციების მიმართ. იგი აგრეთვე იწვევს იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციის მოდულირებას, რომელიც მიმართულია ვირუსების ნეიტრალიზაციისაკენ ან მათ მიერ დაინფიცირებული უჯრედების განადგურებაზე. როფერონი-A-ს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ჯერჯერობით უცნობია. ადამიანის სიმსივნურ უჯრედებში, რომლებიც დამუშავებულია პრეპარატით (უჯრედებში HT-29), სარწმუნოდ მცირდება დნმ-ს, რნმ-ს და ცილის სინთეზი. პრეპარატს გააჩნია ანტიპროლიფერაციული მოქმედება ადამიანის სიმსივნეებზე ინ ვიტრო და თრგუნავს ადამიანის სიმსივნის ზოგიერთი ქსენოტრანსპლანტატის ზრდას "ტიტველ" თაგვებში. ინ ვივო პრეპარატის ანტიპროლიფერაციული აქტივობა შესწავლილია ისეთ სისმსივნეებზე, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის კარცინომა და ბრმა ნაწლავის და განივი კოლინჯის ადენოკარცინომა, ასევე წინამდებარე ჯირკვლის. მისი ანტიპროლიფერაციული აქტივობა ვარირებს. ინტერფერონი ალფა-2ა-ს მრავალი ეფექტი, ადამიანის სხვა ცილებისაგან განსხვავებით ნაწილობრივ ან სრულად ქრება ცხოველებზე კლევის დროს. მიუხედავად ამისა, მაკაკა-რეზუსებში, რომლებსაც წინასწარ შეუყვანეს ინტერფერონი ალფა-2ა ყვავილის ვაქცინის ვირუსის წინააღმდეგოდ ადგილი ჰქონდა აქტივობის მნიშვნელოვან ინდუცირებას. ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: კუნთებში ან კანქვეშ შეყვანის შემდეგ პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. პრეპარატის 36მლნ სე დოზით კუნთებში შეყვანის შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მერყეობს 1500-დან 2580პგ/მლ-მდე (საშუალოდ 2020 პგ/მლ), ხოლო კანქვეშ შეყვანის შემდეგ - 1250-დან 2320პგ/მლ-მდე (საშუალოდ 1730პგ/მლ) და აღინიშნება შესაბამისად 3,8 და 7,3 საათის შემდეგ.
განაწილება: პრეპარატის გამოყენებისას დოზით 3-დან 198მლნ სე-მდე ფარმაკოკინეტიკა ადამიანში ატარებს ხაზოვან ხასიათს. 36მლნ სე ინტრავენური შეყვანისას ჯანმრთელ მოხალისეებში მოცულობის განაწილება წონასწორულ მდგომარეობაში მერყეობს 0,22-დან 0,75ლ/კგ-მდე (საშუალოდ 0,40ლ/კგ). როგორც ჯანმრთელ მოხალისეებში, ასევე ავადმყოფებში მეტასტაზირებული კიბოთი აღინიშნებოდა შრატში ინტერფერონი ალფა-2ა-ს ინდივიდუალური მერყეობა. მეტაბოლიზმი და ელიმინაცია: ალფა-ინტერფერონის ელიმინაციის ძირითადი გზა თირკმლისმიერი მეტაბოლიზმია. ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი და ელიმინაცია ნაღველით წარმოადგენს გამოყოფის ნაკლებად მნიშვნელოვან გზას. ჯანმრთელებში ნახევარგამოყოფის პერიოდი 36მლნ სე ინტერფერონი ალფა-2ა-ს ინტრავენური ინფუზიის შემდეგ შეადგენს 3,7-8,5 საათს (საშუალოდ 5.1 საათი), საერთო კლირენსი _2,14-3,62 მლ/წთ/კგ-ზე (საშუალოდ 2,79 მლ/წთ/კგ). ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს: ინტერფერონი ალფა-2ა-ს ერთჯერადად კუნთებში შეყვანის შემდეგ ავადმყოფებში მეტასტაზირებული კიბოთი და ქრონიკული B ჰეპატიტით ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები იგივეა, რაც ჯანმრთელ მოხალისეებში. 198 მლნ სე ერთჯერადი შეყვანის შემდეგ აღინიშნება დოზადამოკიდებული შრატისმიერი კონცენტრაციის გაზრდა. ინტერფერონი ალფა-2ა-ს განაწილება და ელიმინაცია მისი 2 ჯერ დღეში შეყვანისას დოზით 0,5-36მლნ სე, ან ერთხელ დღეში - დოზით 1-54მლნ სე, ან 3 ჯერ კვირაში დოზით 1-136მლნ სე, 28 დღის განმავლობაში არ იცვლება. ზოგიერთ ავადმყოფებში პრეპარატის კუნთებში შეყვანისას ერთხელ ან რამდენიმეჯერ დღეში 28 დღის განმავლობაში ადგილი აქვს შრატისმიერი კონცენტრაციის 2-4 ჯერ გაზრდას, ვიდრე მისი ერთჯერადი გამოყენებისას. თუმცა პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას, არსებული მონაცემების თანახმად, განაწილების და ელიმინაციის მონაცემები უცვლელია. ჩვენება:
ლიმფური სისტემის და სისხლმბადი სისტემის სიმსივნური წარმონაქმნები:
ბუსუსოვან უჯრედოვანი ლეიკოზი;
მიელომური დაავადება;
კანის T- უჯრედოვანი ლიმფომა;
ქრონიკული მიელოლეიკოზი;
თრომბოციტოზი მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს, არაჰოჯკინის ლიმფომა ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით.
სოლიდური სიმსივნეები; კაპოშის სარკომა შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში ანამნეზში ოპორტუნისტული ინფექციების გარეშე;
შორსწასული თირკმლის კარცინომა;
მეტასტაზირებადი მელანომა;
მელანომა ქირურგიული რეზექციის შემდეგ (სიმსივნის სისქე>1,5მმ) ლიმფური კვანძების დაზიანების და შორსწასული მეტასტაზების გარეშე.
ვირუსული დაავადებები:
ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი B მოზრდილებში, რომელთაც გააჩნიათ ვირუსული რეპლიკაციის მარკერები, ანუ დადებითი არიან HBV-დნმ-ზე, დნმ-პოლიმერაზაზე ან HBeAg-ზე;
მოზრდილებში ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი C რომლებსაც შრატში აღენიშნებათ ანტისხეულები ჰეპატიტი C-ს ვირუსის მიმართ ან HCV რნმ შრატში და ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება ღვიძლის დეკომპენსაციის ნიშნების გარეშე (კლასი A Caild-Pugh მიხედვით); წინააღმდეგჩვენება:
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;
-არსებული ან გადატანილი კარდიალური დაავადებები;
-პრეპარატის პირდაპირი კარდიოტოქსიურ მოქმედებაზე მითითება არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია, რომ მწვავე, დამოუკიდებლად გამქრალი ტოქსიური ეფექტები (მაგალითად, სხეულის ტემპერატურის მომატება, ცხელება), რომლებიც ხშირად აღინიშნება პრეპარატით მკურნალობის დროს, იწვევენ გულის დაავადებების გამწვავებას;
-თირკმელების და ღვიძლის ფუნქც