რისპერიგამა 3მგ (ტაბლეტები)
სამკურნალო საშუალების დასახელება: რისპერიგამა 3 მგ ტაბლეტები ბლისტერში
Risperigamma 3mg Filtabltten
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: რისპერიდონი
მწარმოებელი: Specifar S.A., 1, 28 Octovriou str., Ag. Varvara, Athen, 12351 Griechenland, საბერძნეთი WOERWAG PHARMA GmbG&Co. KG Calwer Strasse 7. 71034 Boeblingen 2781 PC 1970 ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
რისპერიდონი არის ე . წ . ატიპიური ნეიროლეფსიური საშუალება ფსიქიური დარღვევების სამკურნალოდ. სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური მოქმედი ნივთიერება არის რისპერიდონი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 3 მგ რისპერიდონს. დამატებითი ნივთიერებები არის : ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაღალდისპენსიური სიცილიუმის დიოქსიდი , მაგნიუმის სტეარატი ( Ph. Eur), ჰიდრომელოზა, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი , პროპილენის გლიკოლი, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი ( E 171), ჰინოლინის ყითელი (ანტისეპტიკი) (E104), ინდიგოკარმინი (E132).
პრეპარატის უსაფრთხოების და კლინიკური ეფექტურობის მონაცემები:
წარმოდგენილია კლინიკური კვლევის მასალა ჩატარებულია რანდომიზებული ჯვარედინი ბიოექვივალენტური კვლევა 28 ჯანმრთელ მოხალისეზე
Anapharm Inc 2050, Boul-Rene-Leversque Quest Saint e -foy (Qoebec,Canada,CIV 2K8) პრეპარატის გამოყენების ჩვენება:
· ფსიქიური სფეროს ხანმოკლე გაუარესების და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფსიქოზური სიმპტომები, როდესაც პაციენტი გრძნობათა ორგანოების მიერ აღიქვამს ისეთ საგნებს და მოვლენებს, რომლებიც რეალობაში არ არსებობს , რაც შეხამებულია არასწორ შთაგონებასთან , უჩვეულო უნდობლობასთან და სამყაროსგან გარიყულობასთან; პრეპარატი ასევე გამოიყენება შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით სტაბილური მდგომარეობის პაციენტებისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების რეციდივი.
· ასევე გამოიყენება მოჭარბებული ენერგიის, როდესაც პაციენტს აღენიშნება მოჭარბებული ენერგიის მოზღვავება და უძილობა, სწრაფი მეტყველებით, სწრაფად ცვალებადი იდეებით და ხანდახან გაღიზიანებით.
მძიმე დემენციის და აგრესიულობის ხანგრძლივი მკურნალობისთვის, რომლის დროსაც პაციენტი საფრთხეს უქმნის როგორც თავის თავს, აგრეთვე გარეშე მყოფ პირებს, ან დემენციის დროს არსებული ფსიქიური სიმპტომებისას, რომლის დროსაც პაციენტი ძალიან დათრგუნულია
პრეპარატის დოზირება: მოზრდილები: რისპერიდონის დღიური დოზა შეიძლება მიიღოთ ერთჯერადად ან ორ დოზად განაწილებული.
რისპერიგამა 3 მგ ტაბლეტებით მკურნალობა უნდა დაიწყოთ მცირე დოზიდან და გაზარდოთ თქვენთვის რეკომენდირებულ საჭირო დოზამდე. საჭირო დოზა ინიშნება ექიმის მიერ. საწყის დოზად ითვლება 2 მგ რისპერიდონი დღეში, ხოლო შემდგომ ოპტიმალური დოზა არის 4 დან 6 მგ - მდე რისპერიდონი დღეში. ზოგიერთი პაციენტებისათვის შეიძლება საწყის და ოპტიმალურ დოზად უფრო მცირე რაოდენობაც დაინიშნოს.
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმული ადამიანებისათვის რეკომენდირებულია უფრო მცირე დოზირება; ჩვეულებრივ მაქსიმალური დოზად ითვლება 3 მგ რისპერიდონი დღეში.
მკურნალობა ისეთი მდგომარეობის დროს, როდესაც პაციენტს ახასიათებს მოჭარბებული მგრძნობელობა, ასევე როდესაც პაციენტს გააჩნია მოჭარბებული ენერგიულობის შეგრძნება და უძილობა , სწრაფი მეტყველება, სწრაფად ცვალებადი იდეებით და ხანდახან გაღიზიანებით: ამ ჯგუფის პაციენტთა რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 2 მგ რისპერიდონი დღეში ერთხელ. ეს დოზა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს 1 მგ რისპერიდონით დღეში, მხოლოდ პრეპარატის მიღების დაწყებიდან 24 საათის შემდგომ . რეკომენდირებული მისაღები დოზირება მოიცავს 3-4 მგ რისპერიდონს დღეში.
დემენციის დროს გამოხატული, ხანგრძლივი აგრესიულობისა და ფსიქოზური სიმპტომების სამკურნალოდ: რისპერიგამა 4 მგ ტაბლეტებით მკურნალობა უნდა დაიწყოთ მცირე დოზიდან და უნდა გაზარდოთ თქვენთვის რეკომენდირებულ მისაღებ დოზამდე. თუ როდის და რა დოზით უნდა მიიღოთ რისპერიდონი ამას გადაწყვეტს ექიმი. ჩვეულებრივ საწყის დოზად ითვლება 0.25 მგ რისპერიდონი დღეში. რეკომენდირებული მისაღები დოზაა 1 მგ რისპერიდონი დღეში. ზოგიერთი პაციენტისათვის შეიძლება დაინიშნოს დოზა 2 მგ რისპერიდონი დღეში. საწყის მცირე დოზას გააჩნია დაბალი ეფექტურობა. მისაღები დოზა შესაძლოა მიიღოთ დღეში ერთხელ ან ორჯერ მაგ. დილას და საღამოს. მკურნალობის დროს საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და შემოწმება და უნდა განისაზღვროს საჭიროა თუ არა რისპერიგამა 4 მგ ტაბლეტებით შემდგომში მკურნალობის გაგრძელება.
პაციენტები თირკმლისა და ღვიძლის შეზღუდული ფუნქციით:
გამოყენების სფეროს მიუხედავად, თირკმლისა და ღვიძლის დარღვეული ფუნქციების მქონე პაციენტების სამკურნალოდ საჭიროა მოხდეს საწყისი და მისაღები დოზის განახევრება და დოზის თანდათანობითი გაზრდა . ამ ჯგუფის პაციენტებში აუცილებელია რისპერიგამა 4 მგ ტაბლეტების განსაკუთრებული სიფრთხილით გამოყენება.
პაციენტები გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით: ამ პაციენტებისათვის დოზირება და მკურნალობა უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით . წნევის დაქვეითების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს დოზის შემცირების შესაძლებლობა (იხ . პუნქტი, განსაკუთრებული სიფრთხილე რისპერიგამა 4 მგ ტაბლეტების მიღებისას"). გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემა და ფსიქიკა: ხშირად : თავის ტკივილები , უძილობა, აგრესიულობა,დაღლილობა. დაღლილობა , რომელიც მცირე დროით იჩენს თავს უფრო ხშირად ახასიათებთ ბავშვებს და მოზარდებს , ვიდრე ზრდასრულებს.
საშუალოდ: "ექსტრაპირამიდული გამოვლინებები " (იხ . ქვემოთ).
იშვიათად : ძიალიანობა , ცნობიერების დაკარგვა, კონცენტრაციის დარღვევა .
ძალიან იშვიათად: "ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი " ( იხ . ქვემოთ ), კრუნჩხვა , პანიკური რეაქციები . ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ახასიათებდეს პაციენტს სახის მიმიკური და ენის რითმული მოძრაობები ("ტარდიული დისკინეზია"). ამ შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ექიმს .
თვალები: იშვიათად: მხედველობის გაუარესება
სასუნთქი გზები: იშვიათად: ცხვირის დაცობა.
გულ - სისხლძარღვთა სისტემა: იშვიათად: განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადასვლის დროს შესაძლოა პაციენტს აღენიშნოს დაბალი წნევა თვალის დაბნელებით და გულის აჩქარებით; აგრეთვე მოსალოდნელია წნევის მომატებაც.
კუჭ - ნაწლავის ტრაქტი: იშვიათად: კუჭ - ნაწლავის მხრივ გართულებები(შეკრულობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები, გულისრევა გულძმარვა, მუცლის ტკივილი).
საშარდე გზები / სასქესო ორგანოები: იშვიათად: პენისის ხანგრძლივი ერექცია, ერექციის დარღვევები, ეაკულაციის დარღვევები, ორგაზმის დარღვევები, უნებლიე შარდვა.
ენდოკრინული ( ჰორმონთა მაპროდუცირებელი სისტემა): განსაკუთრებით მაღალი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა რისპერიდონმა აამაღლოს პროლაქტინის დონე სისხლში. ამის შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს: საშუალოდ: მენსტრუალური დარღვევები, თვიური სისხლდენის შეწყვეტა (ამენორია), სარძევე ჯირკვლის მიერ რძის სეკრეცია.
იშვიათად: მამაკაცის სარძევე ჯირკვალის გადიდება . რადგანაც არ არის გამორიცხული ის ფაქტორიც, რომ პროლაქტინმა შესაძლოა გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლის კიბო, ქალებმა, რომელთაც ამის საშიშროება ემუქრებათ და მიდრეკილება აქვთ სიმსივნის მიმართ უნდა მიიღონ რისპერიგამა 4 მგ ტაბლეტები განსაკუთრებული სიფრთხილით.
ჩონჩხ - კუნთოვანი დაავადებები: ძალიან იშვიათად: კუნთების სისუსტე.
კანის დაავადებები: იშვიათად: კანის სიწითლე და სხვა ალერგიული რეაქციები.
ძალიან იშვიათად: ქავილი , გამონაყარი კანზე , გაღიზიანება სინათლეზე.
ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების სისტემის მხრივ დარღვევები: ძალიან იშვიათად: სისხლში შაქრის დონის მომატება და შაქრიანი დიაბეტის გართულება, წყლის ბალანსის დარღვევა მაგ. ზედმეტი სითხის მიღებისგან.
გთხოვთ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ მოჭარბებული წყურვილის შეგრძნება ან აღგენიშნებათ ჭარბი დიურეზი. სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები:
ძალიან იშვიათად: სისხლის თეთრი სხეულების და / ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
ზოგადი დაავადება: იშვიათად: სისუსტე.
ძალიან იშვიათად: სხეულის ტემპერატურის რეგულირების დარღვევა .
გარდა ამისა რისპერიდონით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს წონის მომატება, სხეულში სითხის დაგროვება და ღვიძლის ფუნქციის მომატება.
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა: დემენციის მქონე პაციენტებში, რისპერიდონით მკურნალობისას დამახასიათებელია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირება ან აპოპლექსიური შეტევა (შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი).
ექსტრაპირამიდული გამოვლინებები: რისპერიდონით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ე. წ. "ექსტრაპირამიდული სიმპტომები", რასაც თან ახლავს სხეულის უნებლიე მოქმედებები, კანკალი, სახსრების მოძრაობის შესუსტება, მოჭარბებული ნერწყვის გამოყოფა, მოუსვენრობა, აგრეთვე დამახასიათებელია შენელებული მოძრაობები, რამაც შესაძლოა საერთო უმოძრაობა გამოიწვიოს. ეს სიმპტომები ძირითადად სუსტად ვლინდება და მათი აღმოფხვრა შესაძლებელია პრეპარატის დოზირების შემცირებით ან პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალების მიღებით. ეს გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვლინდება პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ პრეპარატის მიმართ ჭარბი მგრძნობელობა, ენერგიის მოზღვევება, უძილობა, სწრაფი მეტყველება, სწრაფად ცვალებადი იდეებით და ხანდახან გაღიზიანებით . M სგავსი სიმპტომების განვითარებისას საჭიროა მიმართოთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი შემდგომი მკურნალობის (რისპერიგამა 4 მგ ტაბლეტების დოზირების შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა) შესახებ. ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი:
იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომების ერთობლიობა, რომლის დროსაც აღინიშნება სიცხე, სახსრების მოძრაობის შესუსტება, სუნთქვის გახშირება, აჩქარებული გულისცემა, ძლიერი ოფლიანობა და ცნობიერების დაკარგვა, ასევე სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა . ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია. აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით