newhospitals

რისპერიგამა 2მგ (ტაბლეტები)

რისპერიგამა 2მგ (ტაბლეტები)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
11744ნახვა
მოქმედი ნივთიერება: რისპერიდონი 1 მგ

რას წარმოადგენს რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რისპერიდონი არის ე . წ . ატიპიური ნეიროლეფსიური საშუალება გრძნობათა ორგანოების მიერ ფსიქიური დარღვევების სამკურნალოდ .

პრეპარატი გამოიყენება:

რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ბლისტში გამოიყენება
· ფსიქიური სფეროს ხანმოკლე გაუარესების და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ , რომლისთვისაც დამახასიათებელია სიმპტომები , როდესაც პაციენტი გრძნობათა ორგანოების მიერ აღიქვამს ისეთ საგნებს და მოვლენებს , რომლებიც რეალობაში არ არსებობს , რაც შეხამებულია არასწორ შთაგონებასთან , უჩვეულო უნდობლობასთან და სამყაროსგან გარიყულობასთან ; პრეპარატი ასევე გამოიყენება სტაბილური მდგომარეობის პაციენტებისათვის , რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების რეციდივი .
· ასევე გამოიყენება მოჭარბებული ენერგიის დროს , როდესაც პაციენტს აღენიშნება მოჭარბებული ენერგიის მოზღვავება და უძილობა , სწრაფი მეტყველებით , სწრაფად ცვალებადი იდეებით და ხანდახან გაღიზიანებით .
· მძიმე დემენციის და აგრესიულობის ხანგრძლივი მკურნალობისთვის , რომლის დროსაც პაციენტი საფრთხეს უქმნის როგორც თავის თავს , აგრეთვე გარე პირებს , ან დემენციის დროს არსებული ფიქიური სიმპტომებისას , რომლის დროსაც პაციენტი ძალიან დათრგუნულია .
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღების წინ ?
რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში არ შეიძლება მიიღოთ :
თუ გახასიათებთ რისპერიდონის ან მისი შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ლაქტოგენური ჰორმონის არამედიკამენტური ჰიპერპრპოდუქციის დროს

სანამ დაიწყებთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღებას გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ამის შესახებ და თუ თქვენ გაგაჩნიათ შემდეგი დაავადები:
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დაზიანება,
პარკინსონის დაავადება,
დემენციის გარკვეული ფორმა ( Lewy-Body-Demenz),
ეპილეფსია
ჰორმონდამოკიდებული რიგი სიმსივნური დაავადებები ( პროლაქტინ - დამოკიდებული სიმსივნე ),
გულ - სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები,
ცვლილებები სისხლის მხრივ ,
შაქრიანი დიაბეტი ან დიაბეტის განვითარების რისკ - ფაქტორები .

რისპერიდონით მკურნალობისას განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შესაძლოა პაციენტს აღენიშნოს დაბალი წნევა . რისპერიდონი განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ პაციენტებში , რომელთაც ახასიათებთ გულ - სისხლძარღვთა სისტემის ( მაგ . გულის დაავადებები , გამოხატული ბრადიკარდია , გულის შეკუმშვის ძალის სისუსტე , გულის ინფარქტი , გამტარებლობის დარღვევა , დეჰიდრატაცია , სისხლნაკლებობა ან თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვთა დაავადებები , ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია , აგრეთვე გულის რითმის დარღვევისათვის განკუთვნილი მედიკამენტების ერთდროულად მიღება . გაურკვეველი სიტუაციის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს . რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს უნებლიე მოქმედებები , უფრო მეტად სახის ტიკები . ( ტარდიული დისკინეზია ). ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს , რათა შემცირდეს რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების დოზა . სიცხის , სახსრების შეზღუდული მოძრაობის , სუნთქვის გახშირების , ოფლიანობის და ცნობიერების მოშლის ( მალიგნური ნეიროლეფსიური სინდრომი ) შემთხვევები უკავშირდება ანტიფსიქოზური აქტიური მედიკამენტების გამოყენებას . ასეთი სიმპტომების გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს და უნდა შეწყვიტოთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღება .

ბავშვები და მოზარდები: ბავშვებისა და მოზარდების რისპერიდონით მკურნალობის შესახებ არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები . ამიტომ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში ბავშვებში და 15 წლამდე მოზარდებში გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით და აუცილებლობის შემთხვვაში .

ხანდაზმული პაციენტები: დემენციით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში რისკ - ფაქტორს წარმოადგენს თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევა , აპოპლექსის ჩათვლით . იმისათვის რომ ექიმმა შეძლოს რისკ - ფაქტორების და მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობის განსაზღვრა , მას აუცილებლად უნდა აცნობოთ აღნიშნული მოვლენების შესახებ . დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ისეთი სიმპტომების გამოვლენისას , როგორიცაა უეცარი სისუსტე , სახის არეში მგრძნობელობის დაკარგვა , ხელებისა და ფეხების გრძნობის დაკარგვა ანესთეზია ან გაურკვეველი საუბარი . გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ თქვენ იღებთ ფუროსემიდის შემცველ მედიკამენტს . ( ფუროსემიდი მაღალი წნევის საწინააღმდეგო და სხეულში სითხის დაგროვების შედეგად გამოწვეული შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტია . ხანდაზმულ პაციენტებზე ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა , რომ რისპერიდონის კომბინირებული გამოყენება ფუროსემიდის შემცველ პრეპარატებთან ერთად ჯანმრთელობისათვის სახიფათოა .

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ თქვენ იღებთ სხვა პრეპარატებს ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ისინი , იმ შემთხვევაშიც თუ მედიკამენტი არ ექვემდებარება რეცეპტით გამოწერას . ძირითადად შესაძლოა ურთიერთქმედებები გამოვლინდეს ნებისმიერი პრეპარატის მიმართ , რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ , როგორიცაა დამამშვიდებელი ან საძილე საშუალებები , ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები , ალერგიის , დეპრესიისა და ალკოჰოლის საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალებები .

რომელი მედიკამენტები ახდენენ ზეგავლენას რისპერიდონის მოქმედებაზე?

ზოგიერთმა ანტიდეპრესანტმა ( ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი ) შესაძლოა გააძლიერონ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების ზემოქმედება .
ეპილეფსიის საწინააღმდეგო ზოგიერთმა საშუალებამ ( მაგ . კარბამაზეპინი ) შესაძლოა შეასუსტოს რისპერიგამა 1 მგ ტაბვლეტების ზემოქმედება .

რომელი მედიკამენტების მოქმედებაზე ახდენს ზეგავლენას რისპერიდონი?

რისპერიდონმა შესაძლოა გააძლიეროს მაღალი წნევის საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალებების ზემოქმედება . რისპერიდონმა შესაძლოა შეასუსტოს პარკინსონის დაავადების ( მაგ . ლევოდოპა ) საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედება .
ციმეტიდინმა და რანიტიდინმა , რომლებიც გამოიყენება კუჭის წვენის სეკრეციის შესამცირებლად , შესაძლოა გაზარდონ სისხლში რისპერიდონის კონცენტრაციის დონე , თუმცა არ ახდენენ ზეგავლენას რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მოქმედების უნარზე . ერითრომიცინი ( ანტიბიოტიკი ), გალანტამინი და დონეპეზილი ( დემენციის სამკურნალო საშუალება ), აგრეთვე ამიტრიპტილინი ( დეპრესიის სამკურნალო საშუალება ) არ ახდენენ ზეგავლენას რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მოქმედებაზე , ისევე როგორც რისპერიდონი ლითიუმის ან ვალპროატის ( მანიის სამკურნალო საშუალებები ), დიგოქსინის ( საგულე გლიკოზიდის ), აგრეთვე ტოპირამატის ( კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალო და შაკიკის საწინააღმდეგო საშუალება ) მოქმედებაზე .
რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების ფუროსემიდის შემცველ მედიკამენტებთან ერთად ურთიერთქმედება ხანდაზმული პაციენტებისათვის , იხილეთ ,, განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ხანდაზმულ პაციენტებში რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღებისას " პუნქტში ,, ხანდაზმული პაციენტები ".
სიფრთხილეა საჭირო ისეთი მედიკამენტების ერთდროული მიღებისას , როგორიცაა
საშუალებები , რომლებიც ეკგ - ს ე . წ . QT- ინტერვალს ახანგრძლივებენ , მაგ ანტიარითმიული საშუალებები ( ანტიარითმიული საშუალებები ჯგუფი IA და III), ზოგიერთი ანტიბიოტიკი ( როგორიცაა მაგ .: ერითრომიცინი ), ცისაპრიდი , მალარიის სამკურნალო საშუალებები , ალერგიის საწინააღმდეგო , კუჭ - ნაწლავის წყლულის ( ანტიჰისტამინური ) ან ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო ნეიროლეფსიური საშუალებები , ან
საშუალებები , რომლებიც ამცირებენ კალიუმის ან მაგნიუმის შემცველობას ( მაგ . შარდმდენი საშუალებები ).
აცნობეთ ექიმს თუ თქვენ იღებთ ზემოთ ხსენებულ მედიკამენტებს , რადგანაც საჭირო გახდება დოზირების შერჩევა.

რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი , რადგანაც ალკოჰოლმა შესაძლოა შეცვალოს ან გააძლიეროს რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების აქტივობა . აგრეთვე ზეგავლენას ახდენს საჭის მართვასა და ყურადღების კონცენტრაციის უნარზე .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობა : საკმაოდ მცირე მონაცემები მოიპოვება ორსულების პერიოდში რისპერიდონის გამოყენების შესახებ . ეს მონაცემები არ იძლევიან საკმარის დასკვნებს რისპერიდონის გვერდითი მოვლენების შესახებ , თუ რა გავლენას ახდენს იგი ორსულებზე და ბავშვებზე მუცლად ყოფნის დროს ან ახალშობილებზე . აქედან გამომდინარე რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ორსულების დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში .
თუ თქვენ დაგაგმილი გაქვთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში დაორსულება ან ვარაუდობთ , რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს , რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება რისპერიგამა 4 მგ ტაბლეტებით მკურნალობის გაგრძელების ან მისი სხვა პრეპარატებით შეცვლის ან საერთოდ მკურნალობის შეწყვეტის შესახებ .
ლაქტაციის პერიოდი : რისპერიდონი , რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში . თუ ექიმმა გადაწყვიტა , რომ აუცილებელია რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებით მკურნალობა ექიმის გადაწყვეტილების თანახმად უნდა შეწყვიტოთ ჩვილის ძუძუთი კვება .

კონცენტრაცია საგზაო მოძრაობების ან საჭის მართვის დროს:
მედიკამენტი გავლენას ახდენს რეაქციებზე და მოქმედებს საგზაო მოძრაობისა და საჭის მართვის უნარზე . იგივე რეაქციებია დამახასიათებელი ალკოჰოლის მიღებისას .

მნიშვნელოვანი გაფრთხილებები რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების ზოგიერთი შემადგენელი ნაწილების შესახებ:

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას . გთხოვთ მიიღოთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები მხოლოდ ექიმთან შეთანხმების შემდეგ , თუ თქვენ გახასიათებთ აუტანლობა შაქრის მიმართ .

3. როგორ უნდა მიიღოთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები?
მიიღეთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ზედმიწევნით ექიმის დანიშნულების მიხედვით . გაურკვევლობის შემთხვევაში შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

მიღების სახე:

მედიკამენტის დოზირება და მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ . მნიშვნელოვანია , რომ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები მიიღოთ რეგულარულად და დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული დოზირება . ტაბლეტები მიიღება სითხესთან ერთად ( მაგ . ერთ ჭიქა წყალთან ერთად ). შეგიძლიათ მიიღოთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები როგორც ჭამის დროს , ასევე კვებისაგან დამოუკიდებლად .

რეკომენდირებულია შემდგომი დოზირება , თუ ექიმი არ დაგინიშნავთ კონკრეტულ დოზას:

გამარტივების მიზნით რისპერიდონის დოზირება მოცემულია მილიგრამებში . ექიმი მიგითითებთ , თუ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ .

გამოიყენება ჯანმრთელობის ხანმოკლე გაუარესებების და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლის დროსაც დამახასიათებელია ისეთი ფსიქოზური სიმპტომები , როდესაც პაციენტი გრძნობათა ორგანოებით აღიქვამს საგნებს და მოვლენებს , რომლებიც რეალობაში არ არსებობს , აგრეთვე ახასიათებს მცდარი შთაგონება, უჩვეულო უნდობლობა და სამყაროსგან გარიყულობა :
მოზრდილები: რისპერიდონის დღიური დოზა შეიძლება მიიღოთ ერთჯერადად ან ორ დოზად განაწილებული .
რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებით მკურნალობა უნდა დაიწყოთ მცირე დოზიდან და გაზარდოთ თქვენთვის რეკომენდირებულ საჭირო დოზამდე . საჭირო დოზა ინიშნება ექიმის მიერ . საწყის დოზად ითვლება 2 მგ რისპერიდონი დღეში , ხოლო შემდგომ ოპტიმალური დოზაა 4 დან 6 მგ - დე რისპერიდონი დღეში . ზოგიერთი პაციენტებისათვის შეიძლება საწყის და ოპტიმალურ დოზად უფრო მცირე რაოდენობის დაინიშვნაც .

ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმული ადამიანებისათვის რეკომენდირებულია უფრო მცირე დოზირება; ჩვეულებრისამებრ მაქსიმალურ დოზად ითვლება 4 მგ რისპერიდონი დღეში .

მკურნალობა ისეთი მდგომარეობის დროს, როდესაც პაციენტს ახასიათებს მოჭარბებული მგრძნობელობა , ასევე როდესაც პაციენტს გააჩნია მოჭარბებული ენერგიის შეგრძნება , უძილობა , სწრაფი მეტყველება , სწრაფად ცვალებადი იდეებით და ხანდახან გაღიზიანებით: ამ ჯგუფის პაციენტთა რეკომენდირებული საწყისი დოზაა 2 მგ რისპერიდონი დღეში ერთხელ . ეს დოზა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს 1 მგ - ით დღეში , მხოლოდ პრეპარატის მიღების დაწყებიდან 24 საათის შემდგომ . რეკომენდირებული მისაღები დოზირება მოიცავს 3-4 მგ რისპერიდონს დღეში .

დემენციის დროს გამოხატული , ხანგრძლივი აგრესიულობისა და ფსიქოზური სიმპტომების სამკურნალოდ: რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებით მკურნალობა უნდა დაიწყოთ მცირე დოზიდან და უნდა გაზარდოთ თქვენთვის რეკომენდირებულ მისაღებ დოზამდე . თუ როდის და რა დოზით უნდა მიიღოთ რისპერიდონი ამას გადაწყვეტს ექიმი . ჩვეულებრივ საწყის დოზად ითვლება 0.25 მგ რისპერიდონი ორჯერ დღეში და რეკომენდირებული მისაღები დოზა არის 1 მგ რისპერიდონი დღეში . ზოგიერთი პაციენტებისათვის შეიძლებად დაინიშნოს 2 მგ რისპერიდონი დღეში . საწყის მცირე დოზას გააჩნია დაბალი ეფექტურობა . მისაღები დოზა შესაძლოა მიიღოთ დღეში ერთხელ ან ორჯერ მაგ . დილას და საღამოს . მკურნალობის დროს საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და შემოწმება და უნდა განისაზღვროს საჭიროა თუ არა რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებით შემდგომში მკურნალობის გაგრძელება .

მკურნალობა დაქვეითებული ინტელექტის მქონე ბავშვების , მოზარდებისა და ზრდასრულებისათვის:
პაციენტებისათვის , რომელთა წონა შეადგენს 50 კგ - ზე ნაკლებს საწყისი დოზა არის 0.25 მგ რისპერიდონი დღეში ერთხელ . დოზა შესაძლებელია ყოველ მეორე დღეს 0.25 მგ - ით გაიზარდოს . რეკომენდირებული დოზა არის 0.25 დან 0.75 მგ - მდე რისპერიდონი დღეში ერთხელ .
პაციენტებისათვის , რომელთა წონა შეადგენს 50 კგ - ს ან მეტს საწყისი დოზა არის 0.5 მგ რისპერიდონი დღეში ერთხელ . დოზა შესაძლებელია ყოველ მეორე დღეს 0.5 მგ - ით ით გაიზარდოს . რეკომენდირებული დოზა არის 0.5 დან 1.5 მგ - მდე რისპერიდონი დღეში ერთხელ .

პაციენტები თირკმლისა და ღვიძლის დარღვეული ფუნქციით:
გამოყენების სფეროს მიუხედავად , თირკმლისა და ღვიძლის დარღვეული ფუნქციების მქონე პაციენტების სამკურნალოდ საჭიროა მოხდეს საწყისი და მისაღების დოზის განახევრება და დოზის თანდათანობითი გაზრდა . ამ ჯგუფის პაციენტებში აუცილებელია რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების განსაკუთრებული სიფრთხილით გამოყენება .

პაციენტები გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით: ამ პაციენტებისათვის დოზირება და მკურნალობა უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით . წნევის დაქვეითების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს დოზის შემცირების შესაძლებლობა ( იხ . პუნქტი ,, განსაკუთრებული სიფრთხილე რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღებისას ").

თუ თქვენ მიიღეთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების საჭიროზე მაღალი დოზა:

რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების ჭარბი დოზირებისას მიღების ან მოწამვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ( ან შესაბამის დაწესებულებას ).
ჭარბი დოზირება შესაძლოა გამოიხატოს სასურველი და არასასურველი ზემოქმედების გაძლიერებით ( გონების დაბინდვა , დაღლილობა , გულისცემის აჩქარება , დაბალი წნევა , უნებლიე მოქმედებები ).

თუ დაგავიწყდათ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღება:
ასეთ შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა , განაგრძეთ მკურნალობა რეკომენდირებული დოზირების მიხედვით .

რეაქციები რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტისას: მედიკამენტის მიღება უნდა შეწყვიტოთ მხოლოდ ექიმთან შეთანხმების შემდეგ . თუ ეს ვერ მოხერხდა , მაშინ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ , რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი მკურნალობის შესახებ .

რა გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?
როგორც ყველა მედიკამენტს რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებსაც შესაძლოა ახასიათებდეს გვერდითი მოვლენები . გვერდითი მოვლენების შეფასებისას აღენიშნათ გვერდითი მოვლენები შემდგომი სიხშირით:

ძალიან ხშირად: 10 პაციენტიდან 1 ზე მეტს
ხშირად: 10 დან 1 ზე ნაკლებს , მაგრამ 100 დან 1 ზე მეტს
საშუალოდ: 100 დან 1 ზე ნაკლებს , მაგრამ 1000 დან 1 ზე მეტს
იშვიათად: 1000 დან 1 ზე ნაკლებს , მაგრამ 10. 000 დან 1 ზე მეტს
ძალიან იშვიათად: 10.000 დან 1 ზე ნაკლებს , ცალკეული შემთხვევების ჩათვლით


მნიშვნელოვანი მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს და უსაფრთხოების ზომები:

ნერვული სისტემა და ფსიქიკა: ხშირად: თავის ტკივილები , უძილობა , აგრესიულობა , დაღლილობა . დაღლილობა , რომელიც მცირე დროით იჩენს თავს უფრო ხშირად ახასიათებთ ბავშვებს და მოზარდებს , ვიდრე ზრდასრულებს.
საშუალოდ: ,, ექსტრაპირამიდული გამოვლინებები " ( იხ . ქვემოთ ).
იშვიათად: ძიალიანობა , ცნობიერების დაკარგვა , კონცენტრაციის დარღვევა.
ძალიან იშვიათად: ,, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი " ( იხ . ქვემოთ ), კრუნჩხვა, პანიკური რეაქციები . ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ახასიათებდეს პაციენტს სახის მიმიკური და ენის რითმული მოძრაობები (,, ტარდიული დისკინეზია ). ამ შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ექიმს .

თვალები:
იშვიათად: მხედველობის გაუარესება

სასუნთქი გზები:
იშვიათად: ცხვირის დაცობა .

გულ - სისხლძარღვთა სისტემა: იშვიათად: განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადასვლის დროს შესაძლოა პაციენტს აღენიშნოს დაბალი წნევა თვალის დაბნელებით და გულის აჩქარებით ; აგრეთვე მოსალოდნელია წნევის მომატებაც .

კუჭ - ნაწლავის ტრაქტი: იშვიათად: კუჭ - ნაწლავის მხრივ გართულებები ( შეკრულობა , საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები , გულისრევა / გულძმარვა , მუცლის ტკივილი ).
საშარდე გზები / სასქესო ორგანოები: იშვიათად: პენისის ხანგრძლივი ერექცია , ერექციის დარღვევები , ეაკულაციის დარღვევები , ორგაზმის დარღვევები, უნებლიე შარდვა.
ენდოკრინული ( ჰორმონთა მაპროდუცირებელი სისტემა ): განსაკუთრებით მაღალი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა რისპერიდონმა აამაღლოს პროლაქტინის დონე სისხლში . ამის შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს: საშუალოდ: მენსტრუალური დარღვევები , თვიური სისხლდენის შეწყვეტა ( ამენორია ), სარძევე ჯირკვლის მიერ რძის სეკრეცია .
იშვიათად: მამაკაცის სარძევე ჯირკვალის გადიდება . რადგანაც არ არის გამორიცხული ის ფაქტორიც , რომ პროლაქტინმა შესაძლოა გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლის კიბო , ქალებმა, რომელთაც ამის საშიშროება ემუქრებათ და მიდრეკილება აქვთ სიმსივნის მიმართ უნდა მიიღონ რისპერიგამა 4 მგ ტაბლეტები განსაკუთრებული სიფრთხილით.

ჩონჩხ - კუნთოვანი დაავადებები:

ძალიან იშვიათად: კუნთების სისუსტე .

კანის დაავადებები:
იშვიათად: კანის სიწითლე და სხვა ალერგიული რეაქციები .
ძალიან იშვიათად: ქავილი, გამონაყარი კანზე , გაღიზიანება სინათლეზე.

ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების სისტემის მხრივ დარღვევები:
ძალიან იშვიათად: სისხლში შაქრის დონის მომატება და შაქრიანი დიაბეტის გართულება , წყლის ბალანსის დარღვევა მაგ. ზედმეტი სითხის მიღებისგან.
გთხოვთ მიმართეთ ექიმს , თუ თქვენ გაქვთ მოჭარბებული წყურვილის შეგრძნება ან აღგენიშნებათ ჭარბი დიურეზი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათად: სისხლის თეთრი სხეულების და / ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
ზოგადი დაავადება: იშვიათად: სისუსტე.
ძალიან იშვიათად: სხეულის ტემპერატურის რეგულირების დარღვევა.
გარდა ამისა რისპერიდონით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს წონის მომატება , სხეულში სითხის დაგროვება და ღვიძლის ფუნქციის მომატება.

თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევა: დემენციის მქონე პაციენტებში , რისპერიდონით მკურნალობისას დამახასიათებელია თავის ტვინში სისხლ მიმოქცევის შემცირება ან აპოპლექსიური შეტევა ( შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი ).

ექსტრაპირამიდული გამოვლინებები: რისპერიდონით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ე. წ. ,, ექსტრაპირამიდული სიმპტომები ", რასაც თან ახლავს სხეულის უნებლიე მოქმედებები , კანკალი , სახსრების მოძრაობის შესუსტება , მოჭარბებული ნერწყვის გამოყოფა , მოუსვენრობა , აგრეთვე დამახასიათებელია შენელებული მოძრაობები , რამაც შესაძლოა საერთო უმოძრაობა გამოიწვიოს. ეს სიმპტომები ძირითადად სუსტად ვლინდება და მათი აღმოფხვრა შესაძლებელია პრეპარატის დოზირების შემცირებით ან პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალების მიღებით. ეს გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვლინდება პაციენტებში , რომელთაც ახასიათებთ პრეპარატის მიმართ ჭარბი მგრძნობელობა , ენერგიის მოზღვევება , უძილობა , სწრაფი მეტყველება , სწრაფად ცვალებადი იდეებით და ხანდახან გაღიზიანება. მსგავსი სიმპტომების განვითარებისას საჭიროა მიმართოთ ექიმს , რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი შემდგომი მკურნალობის ( რისპერიგამა 4 მგ ტაბლეტების დოზირების შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა ) შესახებ.

ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი:
იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომების ერთობლიობა , რომლის დროსაც აღინიშნება სიცხე , სახსრების მოძრაობის შესუსტება, სუნთქვის გახშირება, აჩქარებული გულისცემა, ძლიერი ოფლიანობა და ცნობიერების დაკარგვა, ასევე სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

როგორ უნდა მიიღოთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში?
მედიკამენტი აუცილებლად უნდა შეინახოთ ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება ბლისტერზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

6. სხვა ინფორმაციები
რას შეიცავენ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები: აქტიური მოქმედი ნივთიერება არის რისპერიდონი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მგ რისპერიდონს. დამატებითი ნივთიერებები არის: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაღალდისპენსიური სიცილიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი ( Ph. Eur), ჰიდრომელოზა, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი, პროპილენის გლიკოლი, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი ( E 171)
რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:
ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში. რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 20 ( N1), 50 (N2) და 100 (N3) ტაბლეტებს ბლისტერულ შეფუთვაში. საერთო შეკვრა შეიცავს 100 (2X50) ტაბლეტებს ბლისტერულ შეფუთვაში.

ფარმაცევტული საწარმო:
შპს ვიორვაგ ფარმა, კალვერ შტრასე 7, 71034 ბიობლინგენი
ტელ: 07031/6204-0, ფაქსი:::: 07031/6204-31, e-mail: info@woerwagpharma.de

მწარმოებელი
: Specifar S.A., 1, 28 Octovriou str., Ag. Varvara, Athen, 12351 Griechenland საბერძნეთი

WOERWAG PHARMA GmbG&Co. KG
Calwer Strasse 7. 71034 Boeblingen
2778
PC 1967

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.