newhospitals

რისპერიგამა 1 მგ (ტაბლეტები)

რისპერიგამა 1 მგ (ტაბლეტები)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4872ნახვა
[b]რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში[/b] [b]მოქმედი ნივთიერება:[/b] რისპერიდონი 1 მგ [b]1. რას წარმოადგენს რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში და რისთვის გამოიყენება?[/b] ნივთიერება ან საინდიკაციო ჯგუფი რისპერიდონი არის ე.წ. ატიპიური ნეიროლეპსიური გარკვეული ფსიქიური დარღვევების სამკურნალოდ. [b]გამოყენების სფერო[/b] რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში გამოიყენება • ჯანმრთელობის მცირე ხნიანი გაუარესებების და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლის დროსაც დამახასიათებელია ისეთი ფსიქოზური სიმპტომები, როდესაც პაციენტს ესმის, ხედავს ან გრძნობს ისეთ საგნებს და მოვლენებს, რომლებიც რეალობაში არ არსებობს, აგრეთვე ახასიათებს არასწორი დარწმუნებები, უჩვეულო უნდობლობა და სამყაროსგან გარიყულობა; პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე მკურნალობის გასაგრძელებლად სტაბილური პაციენტებისათვის, რათა თავიდან აცილებული იქნას დაავადების განმეორება. • ასევე გამოიყენება მოჭარბებული მგრძნობელობის დროს, როდესაც პაციენტს აქვს მოჭარბებული ენერგიულობის შეგრძნება და როდესაც ახასიათებს ნაკლები ძილიანობა, ლაპარაკობს ძალიან სწრაფად სწრაფად ცვალებადი იდეებით დახანდახან გაღიზიანებით. • დიმენსიისას მძიმე და ხანგრძლივი აგრესიულობის სამკურნალოდ, რომლის დროსაც პაციენტი საფრთხეს უქმნის როგორც თავის თავს, აგრეთვე გარეშე პირებს, ან დიმენსიის დროს ფსიქოზური სიმპტომებისას, რომლის დროსაც პაციენტი ძალიან დათრგუნულია. [b]7. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღების წინ?[/b] რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში არ შეიძლება მიიღოთ: • თუ გახასიათებთ რისპერიდონის ან მედიკამენტის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა; • ლაქტოგენის ჰორმონის მოჭარბებისას, რომელიც არ არის მედიკამენტით გამოწვეული [b][u]განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო[/u][/b] რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღებისას შემდგომი მოვლენებისას: სანამ დაიწყებთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღებას გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ამის შესახებ თუ თქვენ გახასიათებთ შემდგომი დაავადებები: • ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის შეზღუდვა, • პარკისონის დაავადება, • დიმენსიის გარკვეული ფორმა (Lეწყ-Bოდყ-Dემენზ), • ეპილეფსია • ჰორმონებზე დამოკიდებული გარკვეული სიმსივნური დაავადებები (პროლაქტინზე დამოკიდებული სიმსივნე), • რთული გულ-სისხლძარღვთა მიმოქცევის დაავადებები, • ცვლილებები სისხლში, • შაქრიანი დიაბეტი ან დიაბეტის რისკ-ფაქტორები. რისპერიდონით მკურნალობისას განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შესაძლოა პაციენტს აღენიშნოს დაბალი წნევა. რისპერიდონი განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ პაციენტებისათვის, რომელთაც ახასიათებთ გულ-სისხლ-ძარღვთა მიმოქცევის (მაგ. გულის დაავადებები, შესამჩნევად შენელებული პულსი, გულის სისუსტე, გულის ინფარქტი, იმპულსის დარღვევები, სხეულში სითხის ნაკლებობა, სისხლნაკლულობა ან იმ სისხლძარღვთა დაავადებები, რომლებიც კვებავენ ტვინს), კალიუმისა ან მაგნიუმის ნაკლულობა სისხლში, აგრეთვე გულის რითმის დარღვევისათვის განკუთვნილი მედიკამენტების ერთდროულად მიღება. გაურკვეველი სიტუაციის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს. რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს უნებლიე მოქმედებები, უფრო მეტად სახის ტიკები. (ტარდიული დისკინეზია). ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. უნდა შემცირდეს რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების დოზა. სიცხის, სახსრების შეზღუდული მოძრაობის, სუნთქვის გახშირების, ოფლიანობის და შეზღუდული ცნობიერების (მალიგნური ნეიროლეპსიური სინდრომი) შემთხვევები უკავშირდება ანტიპსიქოზური აქტიური მედიკამენტების გამოყენებას. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს და უნდა შეწყვიტოთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღება. [b]ბავშვები და მოზარდები:[/b] ბავშვებისა და მოზარდების რისპერიდონით მკურნალობის შესახებ არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები. ამიტომ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში ბავშვებში და 15 წლამდე მოზარდებში გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით და აუცილებლობის შემთხვვაში. [b]ხანდაზმული პაციენტები:[/b] დიმენსიით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, აპოპლექსის ჩათვლით და რისპერიდონის ამაღლებს სისხლის მიმოქცევის დონეს. იმისათვის რომ ექიმმა შეძლოს რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა უნდა აცნობოთ აღნიშნული მოვლენების შესახებ აუცილებლად. დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა უეცარი სისუსტე, სახის ნაკვთების არეში გრძნობის დაკარგვა, ხელებსა და ფეხებში გრძნობის დაკარგვა ან გაურკვეველი საუბარი. გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ თქვენ იღებთ ფუროსემიდის შემცველ მედიკამენტს. ფუროსემიდი არის მაღალი წნევის საწინააღმდეგო და სხეულში წყლის დაგროვების შედეგად გამოწვეული შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტი. ხანდაზმულ პაციენტებზე გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ რისპერიდონის კომბინირებული გამოყენება ფუროსემიდის შემცველ პრეპარატებთან ერთად საშიშია ჯანმრთელობისათვიუს. [b]ურთიერთქმედებები სხვა მედიკამენტებთან მიმართებაში:[/b] გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ თქვენ იღებთ სხვა მადიკამენტებს ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ, იმ შემთხვევაშიც თუ მედიკამენტი არ ექვემდებარება რეცეპტით გამოწერას. ძირითადად შესაძლოა ურთიერთქმედებები გამოვლინდეს ნებისმიერი პრეპარატის მიმართ, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ, მაგ., როგორიცაა დამამშვიდებელი ან დასაძინებელი საშუალებები, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ზოგიერთი ალერგიის, დეპრესიის და ალკოჰოლის საწინააღმდეგო საშუალებები. [b]რომელი მედიკამენტები ახდენენ ზეგავლენას რისპერიდონის მოქმედებაზე?[/b] ზოგიერთმა ანტიდეპრესანტმა საშუალებებმა (ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი) შესაძლოა გააძლიერონ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების ზემოქმედება. ეპილეფსიის საწინააღმდეგო ზოგიერთმა საშუალებამ (მაგ. კარბამაზეპინი) შესაძლოა შეასუსტოს რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების ზემოქმედება. [b]რომელ მედიკამენტებზე ახდენს გავლენას რისპერიდონი?[/b] რისპერიდონმა შესაძლოა გააძლიეროს ზოგიერთი მაღალი წნევის საწინააღმდეგო საშუალებების ზემოქმედება. რისპერიდონმა შესაძლოა შეასუსტოს პარკისონის დაავადების (მაგ. ლევოდოპა) საწინააღმდეგო საშუალებების ზემოქმედება. ორმა მედიკამენტურმა საშუალებამ - ციმეტიდინმა და რანიტიდინმა, რომლებიც გამოიყენება კუჭის წვენის შესამცირებლად, შესაძლოა გაზარდონ სისხლში რისპერიდონის კონცენტრაციის დონე. მაგრამ არ ახდენს გავლენას რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მოქმედების უნარზე. ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი), გელანტამინი და დონეპეცილი (დიმენსიის სამკურნალო საშუალება) აგრეთვე ამიტრიპტილინი (დეპრესიის სამკურნალო საშუალება) არ ახდენენ გავლენას რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მოქმედებაზე. აგრეთვე არ ახდენს გავლენას რისპერიდონი ლითიუმის ან ვალპროატის (მანიის სამკურნალო საშუალებები), დიგოქსინის (გულის მედიკამენტი), აგრეთვე ტოპირამატის (კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალო და მიგრნის საწინააღმდეგო საშუალება) მოქმედებაზე. რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების ურთიერთქმედებები ფუროსემიდის შემცველ მედიკამენტებთან ერთად ხანდაზმული პაციენტებისათვის იხილე,,განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ხანდაზმულ პაციენტებში რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღებისას” პუნქტში ,,ხანდაზმული პაციენტები”. [u]სიფრთხილეა საჭირო ისეთი მედიკამენტების ერთდროული მიღებისას, როგორებიცაა[/u] • საშუალებები, რომლებიც ელექტრო კარდიოგრამისას ე.წ. QT-ინტერვალს ახანგრძლივებენ, მაგ საშუალება გულის რითმის დარღვევებისას (ანტიარითმიკა კლასი IA და III), ზოგიერთი ანტიბიოტიკი (როგორიცაა მაგ.: ერითრომიცინი), ციზაპრიდი, მალარიის საშუალება, ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება ან კუჭ-ნაწლავის წყლულის (ანტიჰისტამინიკა) ან სპეციალური სულიერი დაავადებების (ნეიროლეპტიკა) სამკურნალო საშუალეები, ან • საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კალიუმის ან მაგნიუმის შემცველობას (მაგ. შარდმდენი საშუალებები). აცნობეთ ექიმს თუ თქვენ იღებთ ზემოთ მოხსენიებულ მედიკამენტებს, რადგანაც საჭირო გახდება დოზირების შერჩევა. [b]რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: [/b] რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მკურნალობისას არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი, რადგანაც ალკოჰოლმა შესაძლოა შეცვალოს ან გააძლიეროს რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების აქტივობა. აგრეთვე ზეგავლენას ახდენს საჭის მართვისა და კონცენტრაციის უნარზე. [b]ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:[/b] ორსულობა: მოიპოვება საკმაოდ მცირე მონაცემები ორსულებისათვის რისპერიდონის გამოყენებისას. ეს მონაცემები არ იძლევიან საკმარის დასკვნებს რისპერიდონის გვერდითი მოვლენების შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს იგი ორსულებზე და ბავშვებზე მუცლად ყოფნის დროს ან ახალშობილებზე. აქედან გამომდინარე რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ორსულებისათვის უნდა დაინიშნოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. თუ თქვენ დაგაგმილი გაქვთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში დაორსულება ან ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ დაუყონებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებით მკურნალობის გაგრძელების ან მისი სხვა პრეპარატებით შეცვლის ან საერთოდ მკურნალობის შეწყვეტის შესახებ. ლაქტაციის პერიოდი: რისპერიდონი, რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში. თუ ექიმმა გადაწყვიტა, რომ აუცილებელია რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებით მკურნალობა ექიმის გადაწყვეტილების თანახმად უნდა შეწყვიტოთ ჩვილის ძუძუთი კვება. [b]კონცენტრაცია საგზაო მოძრაობების ან საჭის მართვის დროს:[/b] ეს მედიკამენტი გავლენას ახდენს რეაქციებზე და მოქმედებს საგზაო მოძრაობისა და საჭის მართვის უნარზე. იგივე რეაქციებია დამახასიათებელი ალკოჰოლის მიღებისას. [b]მნიშვნელოვანი გაფრთხილებები რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების ზოგიერთი შემადგენელი ნაწილების შესახებ:[/b] ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. გთხოვთ მიიღოთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები მხოლოდ ექიმთან შეთანხმების შემდეგ, თუ თქვენ გახასიათებთ აუტანლობა შაქრის მიმართ. 3. [b]როგორ უნდა მიიღოთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები?[/b] მიიღეთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ზედმიწევნით ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს. [b]მიღების სახე[/b] მედიკამენტის დოზირება და მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მნიშვნელოვანია, რომ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები მიიღოთ რეგულარულად და დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული დოზირება. ტაბლეტები მიიღება სითხესთან ერთად (მაგ. ერთ ჭიქა წყალთან ერთად). შეგიძლიათ მიიღოთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები როგორც ჭამის დროს, ასევე კვებისაგან დამოუკიდებლად. [b]რეკომენდირებულია შემდგომი დოზირება, თუ ექიმი არ დაგინიშნავთ კონკრეტულ დოზას:[/b] გამარტივების მიზნით რისპერიდონის დოზირება მოცემულია მილიგრამებში. ექიმი მიგითითებთ, თუ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ. [i]გამოიყენება ჯანმრთელობის მცირე ხნიანი გაუარესებების და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლის დროსაც დამახასიათებელია ისეთი ფსიქოზური სიმპტომები, როდესაც პაციენტს ესმის, ხედავს ან გრძნობს ისეთ საგნებს და მოვლენებს, რომლებიც რეალობაში არ არსებობს, აგრეთვე ახასიათებს არასწორი დარწმუნებები, უჩვეულო უნდობლობა და სამყაროსგან გარიყულობა[/i]: [b]მოზრდილები:[/b] რისპერიდონის დღიური დოზა შეიძლება მიიღოთ ერთდროულად ან ორ დოზად განაწილებული. რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებით მკურნალობა უნდა დაიწყოთ მცირე დოზიდან და გაზარდოთ თქვენთვის რეკომენდირებული საჭირო დოზამდე. თქვენთვის საჭირო დოზა ინიშნება ექიმის მიერ. საწყის დოზად ითვლება 2 მგ რისპერიდონი დღეში, ხოლო შემდგომ ოპტიმალური დოზა არის 4 დან 6 მდე მგ რისპერიდონი დღეში. ზოგიერთი პციენტებისათვის შეიძლება საწყის და ოპტიმალურ დოზად უფრო მცირე რაოდენობაც დაინიშნოს. [b]ხანდაზმული პაციენტები:[/b] ხანდაზმული ადამიანებისათვის რეკომენდირებულია უფრო მცირე დოზირება; ჩვეულებისამებრ მაქსიმალური დოზად ითვლება 4 მგ რისპერიდონი დღეში. [i]მკურნალობა ისეთი მდგომარეობის დროს, როდესაც პაციენტს ახასიათებს მოჭარბებული მგრძნობელობა, ასევე როდესაც პაციენტს აქვს მოჭარბებული ენერგიულობის შეგრძნება და როდესაც ახასიათებს ნაკლები ძილიანობა, ლაპარაკობს ძალიან სწრაფად სწრაფად ცვალებადი იდეებით დახანდახან გაღიზიანებით:[/i] ამ გჯუფის პაციენტთა რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 2 მგ რისპერიდონი დღეში ერთხელ. ეს დოზა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს 1 მგ რისპერიდონით დღეში, მხოლოდ მიღების დაწყებიდან 14 საათის შემდგომ. რეკომენდირებული მისაღები დოზირება მოიცავს 3-4 მგ რისპერიდონს დღეში. [b]დიმენსიისას დროს რთული, ხანგრძლივი აგრესიულობისა და ფსიქოზური სიმპტომების სამკურნალოდ:[/b] რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებით მკურნალობა უნდა დაიწყოთ მცირე დოზიდან და უნდა გაზარდოთ თქვენთვის რეკომენდირებულ მისაღებ დოზამდე. თუ როდის და რა დოზით უნდა მიიღოთ რისპერიდონი ამას გადაწყვეტს ექიმი. ჩვეულებრივ საწყის დოზად ითვლება 0.25 მგ რისპერიდონი ორჯერ დღეში და რეკომენდირებული მისაღები დოზა არის 1 მგ რისპერიდონი დღეში. ზოგიერთი პაციენტებისათვის შეიძლებად დაინიშნოს მისაღები დოზა 2 მგ რისპერიდონი დღეში. საწყის მცირე დოზას გააჩნია დაბალი ზემოქმედება. მისაღები დოზა შესაძლოა მიიღოთ დღეში ერთხელ ან გაანაწილოთ ორჯერ მაგ. დილას და საღამოს. მკურნალობის დროს საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და შემოწმება და უნდა განისაზღვროს საჭიროა თუ არა რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებით შემდგომში მკურნალობის გაგრძელება. [b]მკურნალობა დაქვეითებული ინტელექტის მქონე ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისათვის:[/b] პაციენტებისათვის, რომლებიც იწონიან 50 კგ-ზე ნაკლებს საწყისი დოზა არის 0.25 მგ რისპერიდონი დღეში ერთხელ. დოზა შესაძლებელია ყოველ მეორე დღეს 0.25 მგ რისპერიდონით გაიზარდოს. რეკომენდირებული დოზა არის 0.25 დან 0.75 მგ-მდე როსპერიდონი დღეში ერთხელ. პაციენტებისათვის, რომლებიც იწონიან 50 კგ-ს ან მეტს საწყისი დოზა არის 0.5 მგ რისპერიდონი დღეში ერთხელ. დოზა შესაძლებელია ყოველ მეორე დღეს 0.5 მგ რისპერიდონით გაიზარდოს. რეკომენდირებული დოზა არის 0.5 დან 1.5 მგ-მდე როსპერიდონი დღეში ერთხელ. [b]პაციენტები თირკმლისა და ღვიძლის შეზღუდული ფუნქციით:[/b] გამოყენების სფეროს მიუხედავად, თირკმლისა და ღვიძლის შეზღუდული ფუნქციების მქონე პაციენტების სამკურნალოდ საჭიროა მოხდეს საწყისი და მისაღების დოზის განახევრება და დოზის თანდათანობითი გაზრდა. ამ ჯგუფის პაციენტებისათვის აუცილებელია რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების განსაკუთრებული სიფრთხილით გამოყენება. [b]პაციენტები გულ-სისხლძარღვთა მიმოქცევის სისტემის დაავადებებით:[/b] ამ პაციენტებისათვის დოზირება და მკურნალობა უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. წნევის დაცემის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს დოზირების რედუქცია (იხ. პუნქტი ,,განსაკუთრებული სიფრთხილე რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღებისას”). [b]თუ თქვენ მიიღეთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების საჭიროზე მაღალი დოზა[/b]: რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების გადაჭარბებული დოზირების მიღების ან მოწამვლის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს (ან ინფექციურ დაწესებულებას). გადაჭარბებული დოზირება შესაძლოა გამოიხატოს სასურველი და არასასურველი მედიკამენტების ზემოქმედების გაძლიერებით (გონების დაბინდვა, დაღლილობა, გულისცემის აჩქარება, დაბალი წნევა, უნებლიე მოქმედებები). [b]თუ დაგავიწყდათ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღება:[/b] ასეთ შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა, განაგრძეთ მკურნალობა რეკომენდირებული დოზირების მიხედვით. [b]რეაქციები რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტისას:[/b] მედიკამენტის მიღება უნდა შეწყვიტოთ მხოლოდ ექიმთან შეთანხმების შემდეგ. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ დაუყონებლივ იმისათვის, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი მკურნალობის შესახებ. [b]4.რა გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?[/b] როგორც ყველა მედიკამენტს რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტებსაც შესაძლოა ახასიათებდეს გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების შეფასებისას აღენიშნათ გვერდითი მოვლენები შემდგომი სიხშირით: [b]ძალიან ხშირად:[/b] 10 პაციენტიდან 1 ზე მეტს [b]ხშირად:[/b] 10 დან 1 ზე ნაკლებს, მაგრამ 100 დან 1 ზე მეტს [b]საშუალოდ:[/b] 100 დან 1 ზე ნაკლებს, მაგრამ 1000 დან 1 ზე მეტს [b]იშვიათად:[/b] 1000 დან 1 ზე ნაკლებს, მაგრამ 10. 000 დან 1 ზე მეტს [b]ძალიან იშვიათად:[/b] 10.000 დან 1 ზე ნაკლებს, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით [u]მნიშვნელოვანი მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს და უსაფრთხოების ზომები: [/u] [b]ნერვული სისტემა და ფსიქიკა:[/b] [i]ხშირად:[/i] თავის ტკივილები, უძილობა, აგრესიულობა, დაღლილობა. დაღლილობა, რომელიც მცირე დროით იჩენს თავს უფრო ხშირად ახასიათებთ ბავშვებს და მოზარდებს, ვიდრე ზრდასრულებს. [i]საშუალოდ:[/i] ,,ექსტრაპირამიდული გამოვლინებები” (იხ. ქვემოთ). [i]იშვიათად:[/i] ძიალიანობა, ცნობიერების დაკარგვა, კონცენტრაციის დარღვევა. [i]ძალიან იშვიათად:[/i] ,,ავთვისებიანი ნევროპათოლოგიური სინდრომი” (იხ. ქვემოთ), კრუნჩხვა, პანიკური რეაქციები. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ახასიათებდეს პაციენტს სახის მიმიკური და ენის რითმული მოძრაობები (,,ტარდიული დისკინეზია). ამ შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ექიმს. [b]თვალები:[/b] იშვიათად: მხედველობის გაუარესება [b]სასუნთქი გზები:[/b] იშვიათად: ცხვირის გაჭედილობა. [b]გულ-სისხლძარღვთა სისტემა:[/b] იშვიათად: განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დაწოლილი მდგომარეობიდან ადგომის დროს შესაძლოა აღენიშნოს პაციენტს დაბალი წნევა თვალის დაბნელებით და გულის აჩქარებით; აგრეთვე მოსალოდნელია წნევის მომატებამაც. [b]კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:[/b] იშვიათად: კუჭ-ნაწლავის გართულებები (შეკრულობა, მომნელებელი სისტემის დარღვევები, გულისრევა/ გულძმარვა, მუცლის ტკივილი). [b]საშარდე გზები/სასქესო ორგანოები:[/b] იშვიათად: პენისის ხანგრძლივი ერექცია, ერექციის დარღვევები, ეაკულაციის დარღვევები, ორგაზმის დარღვევები, უნებლიე შარდვა. [b]ენდოკრინული (ჰორმონის წარმოქმნელი) სისტემა:[/b] განსაკუთრებით მაღალი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა რისპერიდონმა აამაღლოს პროლაქტინის დონე სისხლში. [u]ამის შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს:[/u] საშუალოდ: მენსტრუალური დარღვევები, თვიური სისხლდენის შეწყვეტა (ამენორია), მკერდის ჯირკვალიდან რძის გამოდინება. [b]იშვიათად:[/b] მამაკაცის მკერდის ჯირკვალის გადიდება. რადგანაც არ არის გამორიცხული ის ფაქტორიც, რომ პროლაქტინმა შესაძლოა გამოიწვიოს მკერდის კიბო, ამის გამო ქალებმა, რომელთაც ამის საშიშროება ემუქრებათ და მიდრეკილება აქვთ სიმსივნის მიმართ უნდა მიიღონ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები განსაკუთრებული სიფრთხილით. [b]ჩონჩხ-კუნთოვანი დაავადებები:[/b] ძალიან იშვიათად: კუნთების სისუსტე. [b]კანის დაავადებები:[/b] იშვიათად: კანის სიწითლე და სხვა ალერგიული რეაქციები. [b]ძალიან იშვიათად:[/b] ქავილი, გამონაყარი კანზე, გაღიზიანება სინათლეზე. [b]ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების სისტემის დარღვევები:[/b] ძალიან იშვიათად: სისხლში შაქრის დონის მომატება და შაქრის დაავადების გართულება და წყლის ბალანსის დარღვევა მაგ. ზედმეტი წლის მიღებისგან. გთხოვთ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ მოჭარბებული წყურვილის შეგრძნება ან აღგენიშნებათ ზედმეტად სითხის გამოყოფა. [b]სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები:[/b] ძალიან იშვიათად: სისხლის თეთრი სხეულების და/ან ტრომბოციდების შემცირება. [b]ზოგადი დაავადება:[/b] იშვიათად: სისუსტე. ძალიან იშვიათად: სხეულის ტემპერატურეს რეგულირების დარღვევა. გარდა ამისა რისპერიდონით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს წონის მომატება, სხეულში სითხის დაგროვება და ღვიძლის ფუნქციის მომატება. [b]ტვინის სისხლის მიწოდების დარღვევა:[/b] ზარდაზმულ პაციენტებში, რომელთაც ახასაითებთ დიმენსია, რისპერიდონით მკურნალობისას ნიშანდობლივია ტვინში სისხლის მიწოდების დაბრკოლება ან აპოპლექსიური შეტევა (შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი), აგრეთვე სისხლის მიწოდების შემცირება (TIA). [b]ექსტრაპირამიდული გამოვლინებები[/b]: რისპერიდონით მკურნალობისას საშუალოდ თავს იჩენენ ე.წ. ,,ექსტრაპირამიდული სიმპტომები”. ამას თან ახლავს სხეულის უნებლიე მოქმედებები, კანკალი, სახსრების მოძრაობის შესუსტება, მოჭარბებული ნერწყვის გამოყოფა, მოუსვენრობა, აგრეთვე დამახასიათებელია შენელებული მოძრაობები, რამაც შესაძლოა საერთო უმოძრაობა გამოიწვიოს. ეს გამოვლინებები ძირითადად სუსტად გამოვლინდებიან და მათი აღმოფხვრა შესაძლებელია დოზირების შემცირებით ან პარკისონის საწინააღმდეგო საშუალების მიღებით. ეს გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვლინდება პაციენტებში რისპერიდონის მკურნალობისას, რომელთაც ახასიათებთ მოჭარბებული მგრძნობელობა, მოჭარბებული ენერგიულობის შეგრძნება და როდესაც ახასიათებს ნაკლები ძილიანობა, ლაპარაკობს ძალიან სწრაფად სწრაფად ცვალებადი იდეებით და ხანდახან გაღიზიანებით. ამ მოვლენების გამოლენისას საჭიროა მიმართოთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი შემდგომი მკურნალობის (რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების დოზირების შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა) შესახებ. [b]ავთვისებიანი ნეიროლეპსიური სინდრომი:[/b] იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს სიცოცხლისათვის საშიში კომბინაცია, რომლის დროსაც აღინიშნება სიცხე, სახსრების მოძრაობის შესაუსტება, სუნთქვის გახშირება, აჩქარებული გულისცემა, ძლიერი ოფლიანობა და ცნობიერების დაკარგვა, სავარაუდოდ აგრეთვე სხეულის ტემპერატურის დაცემა. შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. [b]5.როგორ უნდა მიიღოთ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში?[/b] [b][u]მედიკამენტი აუცილებლად უნდა შეინახოთ ბავშვებისაგან ხელმიუწვდენელ ადგილას[/u].[/b] არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება ბლისტერზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. [b]6.სხვა ინფორმაციები[/b] რას შეიცავენ რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტები: აქტიური მოქმედი ნივთიერება არის რისპერიდონი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მგ რისპერიდონს. დამატებითი ნივთიერებები არის: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაღალდისპენსიური სიცილიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (PH. Eur), ჰიპრომელოზა, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი, პროპილენის გლიკოლი, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171) რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა: ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში. რისპერიგამა 1 მგ ტაბლეტების ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 20 (N1), 50 (N2) და 100 (N3) ტაბლეტებს ბლისტერულ შეფუთვაში. საერთო შეკვრა შეიცავს 100 (2X50) ტაბლეტებს ბლისტერულ შეფუთვაში. [b]ფარმაცევტული საწარმო:[/b] შპს ვიორვაგ ფარმა, კალვერ შტრასე 7, 71034 ბიობლინგენი ტელ: 07031/6204-0, ფაქსი: 07031/6204-31, ე-მაილ:info@woerwagpharma.de [b]მწარმოებელი: [/b] Specifar S.A., 1, 28 Octovriou str., Ag. Varvara, Athen, 12351 Griechenland WOERWAG PHARMA GmbG&Co. KG Calwer Strasse 7. 71034 Boeblingen 2778 PC 1967
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.