newhospitals

რიბოქსინი 0.2გ #50ტ (ლატვია)

რიბოქსინი 0.2გ #50ტ (ლატვია)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6585ნახვა

გენერიული დასახელება:

Inosinum

 

წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტი.

 

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ რიბოქსინს

 

დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, შაქარი, მეთილცელულოზა, სიმინდის მოდიფიცირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, ტვინ-80, ტიტანის ორჟანგი (E171), საღებავები (E104, E110), ფუტკრის ცვილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რიბოქსინი წარმოადგენს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის სტიმულატორს ანაბოლური მოქმედებით, რომელიც აღწევს უჯრედის გარსში და ზრდის მიოკარდიუმის ენერგეტიკულ ბალანსს. რიბოქსინი ხელს უწყობს გლუკოზის ცვლის პროცესს მეტაბოლური ჰიპოქსიის პირობებში ატფ-ის უკმარისობის შემთხვევაში. პრეპარატი ზრდის პიროყურძნის მჟავას დაჟანგვის ციკლის რიგი ფერმენტების აქტივობას, ასტიმულირებს ნუკლეოტიდების სინთეზს, იგი ახდენს დადებით ზემოქმედებას მიოკარდიუმის ცვლის პროცესებზე, აგრეთვე აუმჯობესებს კორონალურ სისხლმიმოქცევას.

 

ჩვენება:
გულის იშემიური დაავადების კომპლექსური თერაპია, ქრონიკული კორონალური უკმარისობა და გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი; საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული გულის რითმის დარღვევა, სტენოკარდია, მიოკარდიტი, მიოკარდიოდისტროფია და გულის რევმატიული დაავადებები; ღვიძლის დაავადებები; მწვავე ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია (მათ შორის, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლით ან სამკურნალო საშუალებებით). რიბოქსინი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რადიაქტიური დასხივებით გამოწვეული ლეიკოპენიის პროფილაქტიკისათვის.

 

წინააღმდეგჩვენება:
რიბოქსინის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

გვერდითი მოვლენები:
რიბოქსინს ჩვეულებრივ კარგად იტანენ პაციენტები, თუმცა ხანდახან მოსალოდნელია კანის ქავილი და ჰიპერემია. აღნიშნული შემთხვევების დროს პრეპარატის მიღება უნდა შევწყვიტოთ.
იმ გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, აუცილებელია ამის შესახებ მკურნალი ექიმის ინფორმირება.

 

სიფრთხილეა საჭირო:
პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. იშვიათად აღინიშნება სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება, რიბოქსინის ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენებისას მოსალოდნელია პოდაგრის გამწვავება.

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება არ არის ცნობილი.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რიბოქსინისა და სხვა ანაბოლური სამკურნალო საშუალებების კომბინაცია დასაშვებია. რიბოქსინი ამცირებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობას.
ალკოჰოლისა და რიბოქსინის ერთდროული გამოყენებისას ამ უკანასკნელის მოქმედების ეფექტი ქვეითდება და შესაძლებელია გულის მუშაობის დარღვევა. რიბოქსინით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენება არ არის ნებადართული..

 

მიღების წესი და დოზირება:
რიბოქსინი ჩვეულებრივ ინიშნება პერორალურად ჭამამდე. დღეღამური დოზა შეადგენს 600 მგ-დან 2400 მგ-ს. საწყისი დღეღამური დოზა შეადგენს 600-800 მგ-ს (1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში). პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 2-3 დღის განმავლობაში 2400 მგ-მდე დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირიდან 1,5-3 თვემდე. თუ მორიგი დოზა გამოტოვებულ იქნა, პრეპარატის მიღებას აგრძელებენ ადრე დანიშნული დოზით.

 

გამოყენება პედიატრიაში:
მოზარდებში პრეპარატი ინიშნება 200-400 მგ 3-4-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1-3 თვეს.

 

ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: არ აღინიშნება.

 

ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

 

შეფუთვა:
შემოგარსული ტაბლეტი #10 კონტურულ შეფუთვაში, #10 ან #50 ტაბლეტი შეფუთვაში.

 

მწარმოებელი:
"ოლაინფარმა" (ლატვია)

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.