newhospitals

რევიტი #100დრ

რევიტი #100დრ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5542ნახვა

ზოგადი დახასიათება:

 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ფორთოხლის ფერის მრგვალი ფორმის დრაჟეს.

 

შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
რეტინოლის აცეტატს (ვიტამინი A) - 0,00086 გ (2500 სე)
ან რეტინოლის პალმიტატს (ვიტამინი A) - 0,00138 გ (2500 სე)
თიამინის ქლორიდი (ვიტამინი B1) - 0,001 გ
ან თიამინის ბრომიდი - (ვიტამინი B1) - 0,00129 გ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) - 0,02 გ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) - 0,035 გ

 

დამხმარე ნივთიერებები:
ფქვილი, სახამებელი, შაქრის ფხვნილი, პიტნის ზეთი ან საკვები არომატული ესენცია, ცვილი, მზესუმზირას ზეთი, ტალკი.

 

გამოშვების ფორმა:
დრაჟე

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პოლივიტამინი.
ათქ კლასიფიკაციის კოდი
A11BA

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რევიტი წარმოადგენს პოლივიტამინურ ზოგად მატონიზირებელ პრეპარატს, რომლის თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით: ვიტამინი A, ვიტამინები B1, B2 და ვიტამინი ჩ, რომლებიც შედიან ფერმენტული სისტემების შემადგენლობაში და აქტიურად ზემოქმედებნ ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე.
ვიტამინი A უშუალოდ უზრუნველყოფს ცილებისა და ნახშირწყლების ცვლას.
ვიტამინი B1 ხელს უწყობს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლის პროცესში. იგი მონაწილეობს მხედველობის ნორმალიზებაში, აგრეთვე ხელს უწყობს კანის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი ჩ მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილთა რეგენერაციის პროცესებში. იგი უზრუნველყოფს ორგანიზმის მომატებულ წინააღმდეგობას, ასტიმულირებს B ჯგუფის ვიტამინების ბიოქიმიურ აქტივაციას.

 

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თითოეული კომპონენტები ორგანიზმში განიცდიან მათთვის დამახასიათებელი მეტაბოლიტურ გარდაქმნას.

 

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისათვის
- ჰიპოვიტამინოზების, ორგანიზმის ვიტამინების მიმართ მოთხოვნილების მომატებას (ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა, არასასურველი გარემო პიროებბი, ორსულობა, არაბალანსირებული კვება, კონტრაცეპტივების მიღების, ავადმყოფობის შემდგომი პერიოდი) ინფექციური და გაცივებით გამოწვეული დაავადებების დროს.

 

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად საკვების მიღებიდან 10-15 წთ-ის შემდეგ.
მოზრდილებში პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება 1 დრაჟეს ოდენობით 2-ჯერ დღეში, მკურნალობის მიზნით - 2 დრაჟე 3-ჯერ დღეში.
11 წლის ასაკის ბავშვებში პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი გამოიყენება 1 დრაჟეს ოდენობით დღეში.
3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში მკურნალობის მიზნით პრეპარატი გამოიყენება 2 დრაჟე დღეში, 11-დან 14 წლის ასაკის ბავშვებში - 3 დრაჟე დღეში.
მკურნალობის კურსი დგინდება ექიმის მიერ და მისი ხანგრძლივობა შეიძლება შეადგენდეს 1-2 თვეს. პრეპარატის დოზა შესაძლებელია გავზარდოთ ექიმის რეკომენდაციით.

 

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, რომელთა განვითარებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

 

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
არ მოიპოვება მონაცემები.

 

ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები

 

განსაკუთრებული მითითებები:
რევიტისა და სხვა ვიტამინური, განსაკუთრებით ცხიმში ხსნადი პრეპარატების კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

 

შენახვის პირობები და ვადა:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
ვარგისიანობის ვადა - 1 წელი
გაიცემა ურეცეპტოთ.

 

შეფუთვა:
N100 დრაჟე პოლიეთილენის ბოთლის შეფუთვაში.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.