newhospitals

რეუკოლი

რეუკოლი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
35285ნახვა
სავაჭრო სახელწოდება: რეუკოლი

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): LACTOBACILLUS REUTERI

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

 

მწარმოებელი: ევრონატურალი OFI (Euronatural OFI)

 

მწარმოებელი ქვეყანა: იტალია

 

გამოშვების ფორმა: 10 მლ, წვეთები

 

გაცემის რეჟიმი: გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

ინსტრუქცია

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
5 წვეთი შეიცავს 108 ცოცხალ Lactobacillus reuteri -ის ბაქტერიას.

 

დამხმარე ნივთიერებები:
მზესუმზირის ზეთი, სილიციუმის დიოქსიდი.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

Lactobacillus reuteri ხსნის მუცლის ტკივილსა და სპაზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა, რეგურგიტაცია), არეგულირებს აირწარმოქმნას, რძემჟავა ფერმენტები ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის ფორმირებისა და ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში.

Lactobacillus reuteri გამძლეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის PH-სა და ნაღვლის მარილების მოქმედებისადმი.

Lactobacillus reuteri გრამ-დადებითი, ანაერობული, არასპორაწარმომქმნელი რძემჟავა ბაქტერიების სახეობაა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოგენურ და პირობით პათოგენურ გარემოსთან შეხებისას წარმოქმნის 3 სუბსტანციას:

რეუტერინი- ანტიმიკრობული თვისებების მატარებელი კომპონენტი; თრგუნავს სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდას (მაგ: ეშერიხია, კლოსტრიდია, პროტეუსი, კლებსიელა, შიგელა, სალმონელა, სტაფილოკოკი და ა.შ.);

რეუტერიციკლინი - ხასათდება გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით;

რეუტერიცინი - ბაქტერიოცინი, სპეციფიური ცილაა, რომელიც თრგუნავს პათოგენური ბაქტერიული შტამების სიცოცხლისუნარიანობას.

 

ჩვენება:

ჩვილთა ნაწლავური კოლიკა
სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ნაწლავის ფიზიოლოგიური ფლორის დარღვევა.
მუცლის შებერილობა ( მეტეორიზმი)
ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი)
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვები:
სიცოცხლის პირველივე დღეებში 5 წვეთი დღეში 1-ჯერ (კვებისგან დამოუკიდებლად), წვეთები შეიძლება მიეცეს პირდაპირ, ან სითხეში (წყალი/წვენი/რძე) გახსნილ მდგომარეობაში - მაქსიმალური ტემპერატურა 37 °C.
აკრძალულია მიღება ცხელ სითხესთან ერთად!

მოზრდილები:
5 წვეთი დღეში 1-2-ჯერ.
წვეთების მიღებისას რეკომენდებულია ფლაკონის შენჯღრევა!
წვეთების მიღება შეიძლება ანტიბიოტიკებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:
დადგენილი არ არის.

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ

 

შენახვის პირობები:
წვეთები ინახება მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ფლაკონი გახსნის შემდეგ მომდევნო 4 კვირა უნდა ინახებოდეს მაცივარში.
შენახვის ვადა - 24 თვე

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.