რემენსი®
გამოყენების ინსტრუქცია:
კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი რეგისტრაციის ნომერი: #ЛС - 000469 პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: რემენსი® წამლის ფორმა: ენის ქვეშ დასადები ჰომეოპათიური ტაბლეტები შემცველობა: 1 აბი (250 მგ) შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ციმიციფუგა (Cimicifuga) D1 17.9 მგ, სანგვინარია კანადური (Sanguinaria) D6 37.2 მგ, პილოკარპუსი (Jaborandi) D6 37.2 მგ, მელანთევზის რკინის სეკრეტი (Sepia) D12 37.2 მგ, გველი სურუკუკუს შხამი (Lachesis) D12 37.2 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი. აღწერილობა: მრგვალი ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები ნაზოლითა და ხაზით, თეთრი მოყვითალო შეფერილობით შესაძლო წერტილებით, უსუნო. გამოყენების ჩვენებები: მენსტრუალური ციკლის (წინამენსტრუალური სინდრომი, დისმენორეა და მეორადი ამენორეა) დარღვევათა კომპლექსური მკურნალობა, კლიმაქტერული სინდრომი, ენდომეტრიტი, ადნექსიტი. უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით. გამოყენების წესი და დოზები: ძლიერი ეფექტის უზრუნველსაყოფად რემენსი® მიიღება 30 წუთით ადრე ჭამამდე ან 1 საათში ჭამის შემდეგ, ტაბლეტი დაიდება ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე. მენსტრუალური ციკლის დარღვევები (წინამენსტრუალური სინდრომი, დისმენორეა და მეორადი ამენორეა) დოზა (ერთჯერადი) მიღების რაოდენობა უფროსები და მოზარდები 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 3 თვე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურის გამეორება შეიძლება 1 თვის შემდეგ ექიმის კონსულტაციით.კლიმაქტერული სინდრომი: დოზა (ერთჯერადი) მიღების რაოდენობა უფროსები 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში არანაკლებ 6 თვე. მდგომარეობის სტაბილიზირებისას ხდება გადასვლა 1-2-ჯერად მიღებაზე დღეში. ქალის სასქესო სფეროს ქრონიკული ანთებითი დაავადებები: დოზა (ერთჯერადი) მიღების რაოდენობა უფროსები და მოზარდები 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 3 თვე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურის გამეორება შეიძლება 1 თვის შემდეგ ექიმის კონსულტაციით. დაავადების დასაწყისში, ასევე იმ შემთხვევებში, რომლებიც საჭიროებს სიმპტომების სწრაფ დასუსტებას, შესაძლებელია მიღება ყოველ ნახევარ-ერთ საათში თითო ტაბლეტი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, მაგრამ არაუმეტეს 8-ჯერ, რის შემდეგაც მიიღება უნდა მოხდეს 3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოქმედება: ამ მომენტისათვის გვერდითი ეფექტების გამოვლინება რეგისტრირებული არ არის. ჭარბი დოზა: ჭარბი დოზის შემთხვევები ამ მომენტისათვის რეგისტრირებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დადგენილი არ არის. გამოშვების ფორმა: 12 ტაბლეტი ალუმინის ფოლგის პვქ/პვდქ ბლისტერში. 1, 2, 3 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები: ტემპერატურაზე არაუმეტეს 25C სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა: 3 წელი. არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ. მწარმოებელი: "რიჰარდ ბიტნერი აგ", კერნტნერ რინგი 11-13, ა-1010, ვენა, ავსტრია. "ჰერბს ტრეიდინგ გმბჰ"-ს წარმომადგენლობა მოსკოვში: 123242, მოსკოვი, ნოვინსკის ხეივანი, სახლი 31, ტელ.: 981-48-88, ფაქსი: 981-48-01. პრეპარატის რემენსი® რეცეპტურის კომპონენტების გამოყენების ძირითადი ჩვენებები: კომპონენტები გამოყენების ჩვენებები (ჰომეოპათიური ატლასების თანახმად) Cimicifuga racemosa ციმიციფუგა - ტკივილები მუცლის ქვევით, ნერვოზულობა და დათრგუნვილობის შეგრძნება მენსტრუაციამდე ან მის შემდეგ. ამენორეა, დისმენორეა, მენორაგია. ქალის სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები. დეპრესიული მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ ან კლიმაქსისას. სახსრების ტკივილი კლიმაქსისას. Sanguinaria canadensis სანგვინარია კანადური - კლიმაქტერული დარღვევები, რომლებსაც ახლავს წამოხურებები. მენსტრუალური ციკლის დარღვევები, სისხლდენები. მტკივნეული მენსტრუაციები. ამენორეა. Jbonardi პილოკარპუსი - წამოხურებები ჭარბი ოფლიანობით, ჟრუანტელი, პულსაცია თავსა და მენჯში, წელის ტკივილი მენსტრუაციის დასაწყისში. Sepia officinalis მელანთევზის რკინის სეკრეტი - საშვილოსნოს დაწევა. ქალის სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები. დეპრესია და ნერვული დასუსტება მენსტრუალური ციკლის დარღვევისა და კლიმაქტერულ პერიოდში. Lachesis გველის სურუკუკუ შხამი - მტკივნეული მენსტრუაციები. ტკივილები გავასა და კუდუსუნში. ქალის სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები. დეპრესია და წამოხურებები კლიმაქტერულ პერიოდში. გამოიყენეთ ქვემომოყვანილი ინფორმაცია პრეპარატის რემენსი® თქვენთვის ხელსაყრელი ფორმის ასარჩევად. პრეპარატი რემენსი® გამოიშვება ტაბლეტებში #12 და წვეთებში 50 მლ. რემენსი® 1 შეფუთვა გათვლილია მკურნალობის 1.5 თვეზე საჭიროა ტაბლეტები #12 4 დღეზე 12 შეფუთვა წვეთები 50 მლ 42 დღეზე 1 შეფუთვა პრეპარატი რემენსი® წვეთების ფორმით უზრუნვეყოფს სამკურნალო ეფექტის მაქსიმალურ სისწრაფეს პირის ღრუდან უფრო სწრაფი და სრულფასოვანი შეწოვის გამო, წვეთების ფორმით პრეპარატის სამკურნალო თვისებები სრულად შენარჩუნდება 5 წლის განმავლობაში.