რემავირი 20მგ/1დ ფხვ #15პაკ
ერთი პაკეტის შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: რემანტადინის ჰიდროქლორიდი 20 მგ;დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, მანიტოლი, ასპარტამე, არომატიზატორი. შაქარს არ შეიცავს.
წამლის ფორმა:
შინაგანად მისაღები ხსნარის დასამზადებელი დოზირებული ფხვნილი. ვირუსის საწინააღმდეგო :
რემავირს გააჩნია ვირუსის საწინააღმდეგო გამოხატული აქტივობა. ის ეფექტურია გრიპოზური ინფექციის მიმართ, რომელიც გამოწვეულია A ტიპის გრიპის ვირუსით, ასევე ახდენს ანტიტოქსილურ მოქმედებას გრიპისას, რომლიც გამოწვეულია B ტიპის გრიპის ვირუსით. მიღების ჩვენებები:
A ტიპის გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადების ადრეულ სტადიაზე გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში. უკუჩვენებები:
მაღალი მგრძნობელობა ადამანტანის წარმოებულების ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ. ღვიძლის მწვავე დაავადებები, თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ტირეოტოქსიკოზი. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
არ მისცეთ ერთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს. დოზირებული ფხვნილის შემადგენლობაში შედის შაქრის შემცვლელი ასპარტამი. მისი გამოყენება უკუნაჩვენებია ავადმყოფებისათვის ფენილკეტონურიით. სიფრთილის ზომები:
ფრთხილად ინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება. პრეპარატის დოზას ამცირებენ, თუ ერთდროულად იყენებენ კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებებს. ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერმოქმედების სხვა სახეობები:
პარაცეტამოლი ამცირებს დოზირებული ფხვნილის რემავირის ეფექტურობას. არ უნდა მოხდეს სასმელების მიღება, რომლებიც შეიცავს ალცოჰოლს, ვინაიდან შესაძლოა წარმოიქმნას გაუთვალისწინებელი რეაქციები ცნს-ს მხრივ. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
უკუნაჩვენებია. გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
უნდა დაიცვათ სიფრთხილე. მიღების წესი და დოზები:
დოზირებული ფხვნილის რემავირის მიღების წინ ბავშვებისათვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლინებისა პრეპარატის მიღების დაწყება უნდა მოხდეს რაცშეიძლება სწრაფად. თერაპიული ეფექტი უფრო გამოხატულია, თუ მიღება დაიწყეს პირველი 48 საათის განმავლობაში დაავადების დაწყებიდან. პაკეტის შიგთავსს აზავებენ ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და მიიღებენ ჭამის შემდეგ.
მკურნალობა: 1 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიშნავენ სხეულის წონის 5 მგ/კგ დღეში ცალკეული დოზებით 4-5 დღის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 100 მგ (5 პაკეტი) დღეში; 11-14 წლის ბავშვებში - 140-160 მგ დღეში ცალკეული დოზებით, 14 წელზე უფროსებში - დოზები უფროსებისათვის.
პროფილაქტიკა: 1 წლიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში - 20 მგ, 3-7 წლის ბავშვებში - 20-40 მგ, 7-10 წლის ბავშვებში - 40-60 მგ დღეში 10-15 დღის განმავლობაში. ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზის მიღებაზე ეჭვისას დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მოწამვლისას აუცილებელია სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების შენარჩუნება. ცნობილია ქიმიური ანალოგით მოწამვლის შემთხვევა - ამანტადინით: აღნიშნებოდა აღგზნებადობა, ჰალუცინაციები, არითმია, ჭარბი დოზისას სიმპტომებით ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ეფექტურია ფიზოსტიგმინის ინტრავენური შეყვანა. გვერდითი მოქმედება:
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია საკვების გადამუშავების დარღვევები (ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, უმადობა, მუცლის ტკივილი) და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (უძილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შფოთვა). იშვიატად: ხმაური ყურებში, გამონაყარი კანზე. თუ პრეპარატის მიღების დროს გამოვლინდა გვერდითი მოქმედებები, მიღების ინსტრუქციაში მიუთითებელი განსაკუთრებით, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს. ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. შენახვის პირობები:
მშრალ ადგილას არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეფუთვა:
15 ლამინატის პაკეტი მუყაოს კოლოფში. მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
სს "ოლაინის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა" - "ოლაინფარმი".
მისამართი: რუპნიცუს ქ. 5, ოლაინე, LV-2114, Lატვია.