newhospitals

რელიფი მალამო 28.4გ ტუბ

რელიფი მალამო 28.4გ ტუბ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
30065ნახვა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 28.4 გ1 გ
ზვიგენის ღვიძლის ქონი. . . . . . . . .60 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი. . . . 5 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მინერალური ზეთი, ვაზელინი, მეთილ- და პროპილპარაბენი, ლანოლინი, ბენზოინის მჟავა, სიმინდის ზეთი, გლიცერინი, ლანოლინის სპირტი, პარაფინი, გამოხდილი წყალი, ქონდრის ზეთი, ვიტამინი E, თეთრი ცვილი.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰემოროიდული საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ზვიგენის ღვიძლის ქონს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ჰემოსტატიური, რეგენერაციული და იმუნომოდულირებადი მოქმედება.ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის α-ადრენომიმეტიკი, ავლენს ადგილობრივ სისხლძარღვების შემავიწროებელ მოქმედებას, ხსნის ექსუდაციის მოვლენებს(შეშუპება, სეროზული გამონადენი, ქავილი, წვა) ჰემოროისა და ანორექტალური ზონის სხვა დაავადებების დროს.

 

ჩვენებები:
შიდა და გარე ჰემოროის, უკანა ტანის ნახეთქების, ეროზიების, მიკროტრავმების და ანალური ქავილის დროს.

 

დოზირების რეჟიმი:
პრეპრატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოზრდილებმა პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა დაიმუშაონ დაზიანებული მიდამო, ფრთხილად გაიწმინდონ ნამიანი ხელსახოცით, შემდეგ დაიშრონ სისველე ტუალეტის ქაღალდით ან რბილი ნაჭრით.

 

მალამო:
გამოიყენება დაზიანებულ არეში 4-ჯერ დღეში (დილა-საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ). სწორ ნაწლავში შესაყვანად გამოყენების წინ აპლიკატორს უნდა მოვხსნათ დამცავი სახურავი, დავამაგროთ იგი ტუბზე და მალამო აპლიკატორის მეშვეობით ფრთხილად შევიყვანოთ სწორ ნაწლავში.ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია აპლიკატორის დეზინფიცირება და დამცავ სახურავში მოთავსება. მალამო ასევე ისმევა კანზე უკანა ტანის მიდამოში.

 

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ანალური ხვრელის მიდამოში კანის გამონაყარი, წვა, ჰიპერემია.

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, თრომბოემბოლია, გრანულოციტოპენია.

 

განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ექიმთან შეთანხმების გარეშე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთირეოზის და წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიების დროს სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა შეთანხმდეს ექიმთან.უკანა ტანიდან ჭარბი სისხლდენისას ან დაავადების სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში (7 დღეზე მეტი), აუცილებელია პროქტოლოგის დამატებითი კონსულტაციის მიღება.

 

ჭარბი დოზირება:
რეკომენდებული ერთჯერადი და სადღეღამისო დოზების გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს ჰიპერკოაგულაციისკენ მიდრეკილება.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ანტიდეპრესანტებთან და ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად.

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 270C ტემპერატურაზე მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

Sagmel, Inc.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.