რელიფ ულტრა
სავაჭრო დასახელება:
რელიფი ულტრა. სამკურნალწამლო ფორმა:
რექტალური სანთლები. აღწერილობა:
თეთრი ან ღია ყვითელი ფერის, ტორპედოს მსგავსი ფორმის, გაუმჭვირვალე სანთლები, თევზის სუნით. შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები (1 სანთელი შეიცავს):
ჰიდროკორტიზონის აცეტატი 10მგ, თუთიის სულფატის მონოჰიდრატი 11მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ზვიგენის ღვიძლის ცხიმი, კაკაოს ცხიმი, კალციუმის გაუწყლოებული ჰიდროფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი (E572), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216). ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბუასილის ადგილობრივი სამკურნალო პრეპარატი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჰიდროკორტიზონის აცეტატი - გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ქავილის ინტენსიობას.
თუთიის სულფატის მონოჰიდრატი - ხელს უწყობს ჭრილობების და ეროზიების შეხორცებას, ახდენს კანის ჰიდრატაციის ნორმალიზებას. გამოყენების ჩვენებები:
გარე და შიდა ბუასილი; ნაპრალი; ფისტულა; წყლული; პერიანალური უბნის და სწორი ნაწლავის ეროზია, რომლებსაც თან ახლავს ანთებითი გამოვლინებები, პროქტიტი; ანალური ქავილი, ეგზემა, პერიანალური უბნის დერმატიტი. გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ.
თბილი წყლით ანალური ხვრელის გარშემო მიდამოს წინასწარი დაბანის შემდეგ, დაზიანებული უბანი სუფთავდება დატენიანებული, რბილი საფენით, მშრალდება ტუალეტის ქაღალდით ან რბილი ქსოვილით. სანთლის შეყვანამდე აუცილებელია მას მოშორდეს დამცავი პლასტიკური გარსი.
სწორ ნაწლავში შეჰყავთ თითო სანთელი, არა უმეტეს 4-ჯერ დღეში (დილით, ძილის წინ და ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ).
მკურნალობის ხანგრძლივობა - 7 დღემდე. გვერდითი მოქმედება:
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, შეშუპება, ქავილი).
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ, ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული ინფექცია პრეპარატის შეყვანის უბანში, ანორექტალური ზონის ახალწარმონაქმნები, ტუბერკულოზი, იცენკო-კუშინგის სინდრომი, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები, ჰიპერნატრიემია, ორსულობა და ლაქტაცია. ჭარბი დოზირება:
პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას არ შეიძლება ჰიდროკორტიზონის ისეთი სისტემური ეფექტების გამორიცხვა, როგორიც არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა, არტერიული წნევის აწევა, კუნთური სისუსტე, უძილობა, სისხლში შაქრის დონის მომატება.
ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია გამოყენების შეწყვეტა და მკურნალი ექიმის კონსულტაცია. განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები:
სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, გულის ქრონიკული უკმარისობის და შაქრიანი დიაბეტის დროს.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მოერიდეთ თვალებში მოხვედრას.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
საჭიროა სიფრთხილის დაცვა შაქრის დონის დამწევ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტენთან, ბარბიტურატებთან, შარდმდენებთან და საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას. შენახვის პირობები:
არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. შეფუთვა:
6-სანთლიანი 2 სტრიპი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ. განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი:
ბაიერ კონსიუმერ ქეარ აგ,
პეტერ მერიან შტრასე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია ისტიტუტო დე ანგელი ს.რ.ლ.,
50066 რეგგელლო (ფლორენცია), ლოკ. პრულლი 103/ს, იტალია.