newhospitals

რელადორმი

რელადორმი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5935ნახვა

სავაჭრო სახელწოდება: რელადორმი

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): DIAZEPAM; CYCLOBARBITAL

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბარბიტურატები

 

მწარმოებელი: პოლფა ტარხომინი (Tarchomin pharmaceutical works "POLFA" S.A.)

 

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

 

გამოშვების ფორმა: 10მგ+100მგ ტაბლეტი №10

 

გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

 

ინსტრუქცია:

შემადგენლობა:

1ტაბ შეიცავს:
დიაზეპამი.... 0,01 გ
ციკლობარბიტალის კალციუმის მარილი... 0,1 გ

დამხმარე ნივთიერებები
კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, ტალკი, ლაქტოზა.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი რელადორმი წარმოადგენს საძილე სამკურნალო საშუალებას, რომელიც ამცირებს ჩაძინების დროს, აღრმავებს და ახანგრძლივებს ძილს. პრეპარატის შემადგენლობაში შედის ციკლობარბიტალი და დიაზეპამი.
რელადორმის ეფექტურება პაციენტებში, ძილის მოშლილობით, 2-ჯერ აღემატება ციკლობარბიტალის ან დიაზეპამის მოქმედებას, მიღებულს ცალ_ცალკე პრეპარატში შემავალი რაოდენობით.

 

ჩვენებები:
ძილის დარღვევა:
- უძილობა ემოციური გაღიზიანების ფონზე;
- გაძნელებული ჩაძინება;
- ზედაპირული ან ხანმოკლე ძილი;
პაციენტების სპეციფიური ჯგუფი
რელადორმი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში, თირკმლების ან ღვიძლის უკმარისობით, ასევე პაციენტებში, ქრონიკული სუნთქვითი უკმარისობით. ასეთმა პაციენტებმა უნდა მიიღონ პრაპარატის უფრო მცირე დოზები.
არ არის რეკომენდებული რელადორმის გამოყენება ფსიქოზით დაავადებულ პაციენტებში.
გამოყენება დეპრესიის დროს:
პრეპარატი რელადორმი, დიდი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ენდოგენური დეპრესიის სიმპტომებით. ასეთ პაციენტებს, შეიძლება გაუჩნდეთ სუიციდური აზრები. გადაჭარბებული დოზის განზრახ მიღების შესაძლო ალბათობის გამო, ასეთ პაციენტებს უნდა დაენიშნოთ, შეძლებისდაგვარად უმცირესი დოზები.
რელადორმი არ უნდა იყოს ერთადერთი სამკურნალო საშუალება დეპრესიის და დეპრესიასთან დაკავშირებული შფოთვის სამკურნალოდ, ვინაიდან მან შეიძლება გააძლიეროს სუიციდური ტენდენციები.
რელადორმი აუცილებლია დიდი სიფრთხილით იქნას გამოყენებული პაციენტებში ალკოჰოლური და წამლისმიერი დამოკიდებულებით (მათ შორის ნარკოტიკული დამოკიდებულებით) ანამნეზში.
პრეპარატ რელადორმის მიღების დროს, ეს პაციენტები უნდა იყვნენ მკაცრი რეჟიმისპირობებში, ვინაიდან ისინი მიეკუთვნებიან ფსიქიური დამოკიდებულების და მიჩვევის განვითარების რისკ-ჯგუფს.
პრეპარატი აუცილებლად სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში პორფირიით.
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადების სიმპტომების გაძლიერება.
რელადორმით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, ნაჩვენებია პერიფერიული სისხლის მორფოლოგიური გამოკვლევების და ღვიძლის ფუნქციური სინჯების ჩატარება.
რედალორმით მკურნალობის დროს და მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ 3 დღის განმავლობაში, სპირტიანი სასმელების მიღება არ შეიძლება.
აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზემოთაღნიშნული გაფრთხილებები ეხება წარსულში დაფიქსირებულ სიტუაციებს.

 

მიღების წესები და დოზები:
პრეპარატი რელადორმი, აუცილებლად ექიმის რეკომენდაციების დაცვით გამოიყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული გვერდითი ეფექტები.
რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
მოზრდილები:
ჩვეულებრივ მიიღება 1/2ტაბლეტი ან 1 ტაბლეტი ერთი საათით ადრე ძილის წინ .
ბავშვები:
რელადორმის ბავშვებში გამოყენება უკუნაჩვენებია.
დოზირება პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციით.
პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციით საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.
დოზირება ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში:
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში რელადორმის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პაციენტებში, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით, საჭიროა დოზის შემცირება.
თუ მკურნალობის დროს პაციენტს ეჩვენება, რომ პრეპარატის მოქმედება ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, მან ექიმს უნდა მიმართოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
რელადორმის გამოყენება შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივმა მკურნალობამ (რამდენიმე კვირა), შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი დამოკიდებულება. არ შეიძლება რელადორმის გამოყენების უეცრად შეწყვეტა, ყოველთვის აუცილებელია, დოზის თანდათანობითი, ექიმის მიერ კონტროლირებადი შემცირება. პრეპარატ რელადორმის გამოყენების მკვეთრად შეწყვეტამ, შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციური სინდრომი(ძილის და ხასიათის მოშლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და მომატებული გაღიზიანებადობა). განსაკუთრებით საშიშია პრეპარატისმიღების უეცარი შეწყვეტა ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. ამ დროს, აბსტინენციური სინდრომის სიმპტომები უფრო გამოხატულია.
ტაბლეტები შეიძლება გაიყოს შუაზე - ტაბლეტის ერთ მხარეზე არის ნაჭდევი, რომელიც აადვილებს მის თანაბრად გაყოფას. პრეპარატი მიიღება შიგნით, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით.

 

პრეპარატ რელადორმის დოზის მიღების გამოტოვება:
ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით არ შეიძლება.

 

გვერდითი მოვლენები:
როგორც ყველა პრეპარატს, ასევე რელადორმს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა.
ხშირი გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა, შენელებული რეაქციები, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და დეზორიენტაცია, ატაქსია.
იშვიათად: საერთო სისუსტე, ზოგჯერ გონების დაკარგვა, პირის სიმშრალე,
მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის გაორება), მეტყველების დარღვევა, მეხსიერების დარღვევები (ამნეზია), კუნთების ტრემორი, დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, ლიბიდოს დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის მოშლა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, სისხლის მორფოლოგიური სურათის ცვლილებები (ლეიკოციტების და გრანულოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში), შარდის შეუკავებლობა, სისხლის არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება, კანის ალერგიული რეაქციები, პარადოქსული რეაქციები - ფსიქომოტორული შფოთვა, უძილობა, მომატებული აგზნებადობა და აგრესიულობა, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვები. პარადოქსული რეაქციები, უფრო ხშირად შეინიშნება ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ხანდაზმულ და ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებში.
თუ გამოვლინდა: მხედველობის დარღვევა, ანურია, სისხლმბადი სისტემის ფუნქციის დაღვევევები, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, სიყვითლე - აუცილებელია პრეპარატ რელადორმის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატის სისტემატურმა გამოყენებამ რამდენიმე კვირის მანძილზე, შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი დამოკიდებულება, ასევე აბსტინენციური სინდრომის გამოვლენა პრეპარატის მიღების უეცრად შეწყვეტის შემთხვევაში.
პრეპარატ რელადორმის მოქმედების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან ხანდაზმული პაციენტები, რომელთაც ხშირად აღენიშნებათ დაღლილობის შეგრძნება და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.
წამლისმიერი დამოკიდებულება:
ბენზოდიაზეპინების, ბარბიტურატების და მსგავსი მოქმედების პრეპარატების გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების განვითარება.
წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად, ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე პაციენტებში და ასევე პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სხვა სამკურნალო საშუალებებისადმი დამოკიდებულება.
ბენზოდიაზეპინის და ციკლობარბიტალის კომბინაცია ამაღლებს წამლისმიერი დამოკიდებულების და ტოქსიურობის განვითარების პოტენციურ რისკს.
წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში, რელადორმის მკვეთრმა შეწყვეტამ, შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციური სინდრომი.
აბსტინენციური სინდრომის დამახასათიებელი სიმპტომებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აგზნებადობა და ემოციური დაძაბულობა, მოძრაობითი მოუსვენრობა, ცნობიერების დაბინდვა და დეზორიენტაცია, გაღიზიანებადობა, უძილობა. მძიმე შემთხვევებში, შეიძლება გამოვლინდეს: რეალობის შეგრძნების დაკარგვა (დერეალიზაცია), პიროვნული დარღვევა, მომატებული მგძნობელობა შეხებაზე (ტაქტილური ჰიპერესთეზია), სმენითი და მხედველობითი გამაღიზიანებლების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (აკუსტიკური და სინათლისმიერი ჰიპერესთეზია), "ჭიანჭველების ცოცვის" შეგრძნება, კიდურების დაბუჟება, ჰალუცინაციების და კრუნჩხვითი შეტევები.
არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების და მსგავსი პრეპარატების მიღების შემთხვევაში, აბსტინენციური სინდრომის გამოვლენა, შესაძლებელია ცალკეული დოზების მიღებებს შორის შუალედში, განსაკუთრებით, თუ პრეპარატი მიიღება დიდი დოზებით.
ანტეგრადული ამნეზია
რელადორმმა, შეიძლება გამოიწვიოს ანტეგრადული ამნეზია. ასეთი მდგომარეობა, ყველაზე ხშირად შეინიშნება პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათში, განსაკუთრებით, დიდი დოზის მიღების დროს. რეკომენდებულია რელადორმის მიღება ძილის წინ ერთი საათით ადრე და 7-8 საათიანი უწყვეტი ძილის პირობების უზრუნველყოფა.
პარადოქსული რეაქციები
რელადორმმა, შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული რეაქციები, როგორიცაა: მოძრაობითი მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა, აგზნებადობა, აგრესიულობა, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, სომნაბულიზმი, პიროვნული დაღვევა, გამოხატული უძილობა და სხვა ქცევითი გვერდითი მოქმედება.
აღნიშნული რეაქციები გაცილებით ხშირად აღენიშნება ხანდაზმულ პაციენტებს, ან ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე პაციენტებს.
ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყონებლივი შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

 

უკუჩვენება:
- ალერგია ბენზოდიაზეპინის და ბარბიტურის მჟავას წარმოებულების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიუხედავად გამომწვევი მიზეზისა
- ღამის აპნოეს სინდრომი.
- ღვიძლის და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
- გლაუკომა
- მიასთენია;
- მწვავე პორფირია;
- ბავშვებში;
- ორსულობა და ლაქტაცია.
- ცენტრულ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი მოქმედების მქონე პრეპარატებთან ერთად.
-ალკოჰოლური ინტოქსიკაცია.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია
პრეპარატ რელადორმის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობის დაგეგმვის, დადგენის ან სავარაუდო ორსულობის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, მაშინ პრეპარატის მიღების წინ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია
მოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიკური მოწყობილობების მართვაზე
რელადორმის გამოყენებისას, შესაძლებელია ცნობიერების და ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა. მათ შორის ირღვევა რეფლექსები, ორიენტაცია, სივრცითი აღქმის უნარი, მოძრაობის კოორდინაცია.
რელადორმის გამოყენების პერიოდში და მისი მიღების შეწყვეტიდან კიდევ 3 დღის განმავლობაში, არ შეიძლება ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიკური მოწყობილობების მომსახურება.

 

ჭარბი დოზირება:
რელადორმის ჭარბი დოზის მიღების სიმპტომებია: ძილიანობა, ცნობიერების მოშლა, გაუგებარი მეტყველება, ხოლო მნიშვნელოვნად ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს ინტოქსიკაციის სიმპტომები, რომელიც წარმოადგენს უშუალო საშიშროებას სიცოცხლისათვის_ არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება, სუნთქვის უკმარისობა, ცნობიერების დაკარგვა, კომა. სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ინტოქსიკაცია, რომელიც გამოწვეულია რელადორმისა და ალკოჰოლის ან რელადორმისა და ცენტრალური ნერვული სისტემაზე სედაციური მოქმედების მქონე სხვა პრეპარატების კომბინირებით.
პრეპარატის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია გულისრევის გამოწვევა (იმ შემთხვევაში თუ გონება შენარჩუნებულია) და ექიმთან მიმართვა. სპეციფიურ ანტიდოტს წარმოადგენს ფლუმაზენილი.
რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აუცილებელია ეცნობოს ექიმს ბოლო დროის განმავლობაში გამოყენებული ყველა, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტის შესახებ.
- რელადორმის დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე აძლიერებს შემდეგი პრეპარატები: ოპიოიდური ანალგეტიკები, ფსიქოტროპული პრეპარატები, მაო-ს ინჰიბიტორები, ზოგადი ანესთეზიის პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, საძილე საშუალებები, ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური პრეპარატები.
- _ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ეიფორია, რაც შეიძლება წამლისმიერი დამოკიდებულების უფრო სწრაფი განვითარების მიზეზი გახდეს.
- ალკოჰოლის გამოყენება რელადორმით მკურნალობის დროს აძლიერებს მის დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რასაც შეუძლია პარადოქსული რეაქციების პროვოცირება: ფსიქომოტორული აგზნება, აგრესიული ქცევა, პათოლოგიური სიმთვრალე ან ტვინის ფუნქციების ძლიერი დათრგუნვა.
- რელადორმი ამცირებს კუმარინის ჯგუფის ანტიკოაგულანტების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დოქსიციკლინის, გრიზეოფულვინის მოქმედების ეფექტურობას.
- დისულფირამი, ციმეტიდინი, ანტიბაქტერიული პრეპარატები (მაგ.ერითრომიცინი, ანტიმიკოზური (მაგ: კეტოკონაზოლი) თრგუნავენ რელადორმის მოქმედი ნივთიერებების ბიოტრანსფორმაციის პროცესს, რამაც შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატის მოქმედება. - რელადორმი ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, რეკომენდებულია არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება.
ბენზოდიაზეპინების და ციკლობარბიტალის კომბინაცია აძლიერებს პრეპარატის ტოქსიურ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

 

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.