newhospitals

რეკორმონი 2000მე შპრიცი #1

რეკორმონი 2000მე შპრიცი #1
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
1868ნახვა
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციოდ გამზადებული ხსნარის შემცველი შპრიცები
1 შპრიცი.
ეპოეტინ ბეტა . . . . . . . . . . . . 2000 სე
1 შპრიცი
ეპოეტინ ბეტა . . . . . . . . . . . . 4000 სე

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანემიის სამკურნალო პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ადამიანის რეკომბინანტული ერითროპოეტინი (გასუფთავებული გლიკოპროტეიდი) წარმოადგენს ჰემატოპოეტურ ზრდის ფაქტორს, რომელიც მიღებულია გენური ინჟინერიის შედეგად. პრეპარატი ზრდის ერითროციტებისა და რეტიკულოციტების რაოდენობას, აგრეთვე ასტიმულირებს ქსოვილში ჰემოგლობინის სინთეზს. იგი არ მოქმედებს ლეიკოპოეზზე. ვარაუდობენ, რომ ერითროპოეტინი ურთიერთქმედებს უჯრედის ზედაპირის სპეციფიკურ ერითროპოეტინურ რეცეპტორებთან.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის კანქვეშ შეყვანის შედეგად მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 12-28 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის საბოლოო ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-28 სთ-ს, ხოლო კუნთებში შეყვანის შემდეგ - 4-12 სთ-ს.

ჩვენებები:
რეკორმონი გამოიყენება გამოხატული ანემიის დროს, თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას. აგრეთვე ძვლის ტვინის დაზიანების და სხვა ქრონიკული დაავადებების (აპლასტიური ანემია, მიელოდისპლაზიური დაავადების შედეგად გამოწვეული ანემია, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, სიმსივნური დაავადებები და შიდსი) შედეგად გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ.
პრეპარატი გამოიყენება ანემიის სამკურნალოდ დღენაკლულ ახალშობილებში (სხეულის წონა 750-1500 გ და გესტაციის 34 კვირამდე), აგრეთვე დონორთა სისხლის მოცულობის მოსამატებლად, რომელიც განკუთვნილია აუტოტრნასფუზიისათვის.

დოზირების რეჟიმი:
პრეპარატის მიღების სქემა, დოზა და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ანემიის ფორმაზე, პაციენტის მდგომარეობასა და დაავადების ხარისხზე. პრეპარატი გამოიყენება როგორც კანქვეშ ასევე ინტრავენურად. საწყისი დოზა შეადგენს 50-150 სე/კგ-ზე, შეყვანის საშუალო სიხშირე შეადგენს კვირაში 3-ჯერ.

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლოა არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზი. ცნს-ის მხრივ: ენცეფალოპათია (რომელიც ხშირად ვითარდება ჰიპერტონული კრიზის დროს), აგრეთვე თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა. სისხლმბადი სისტემების მხრივ: იშვიათად აღინიშნება თრომბოციტოზი, თრომბოზი. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალიემია, ალერგიული რეაქციები, იშვიათად კანზე - გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქციები.

წინააღმდეგჩვენებები:
პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიის, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის, არასტაბილური სტენოკარდიის, ანამნეზში თრომბოემბოლიის, აგრეთვე ეპოეტინ ბეტას მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:
აღნიშნულ პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი სჭარბობს პოტენციურ რისკს, როგორც ნაყოფისთვის და ბავშვისთვის, ასევე დედისთვის. ექსპერიმენტული კვლევების შედეგად მისი ტერატოგენური მოქმედება არ არის გამოვლენილი.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიის, თრომბოციტოზის, ღვიძლის უკმარისობის, ავთვისებიანი სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი უკმარისობისას. პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან ნეფროსკლეროზით და არ იტარებენ ჰემოდიალიზს, შესაძლოა განვითარდეს თირკმელების ფუნქციის სწრაფი გაუარესება. პრეპარატის ეფექტურობა მცირდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის, აგრეთვე ინფექციური და
ანთებითი დაავადებების არსებობისას, აგრეთვე ჰემოლიზის დროს. ვინაიდან პრეპარატი მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, ამიტომ საჭიროა აღნიშნული პრეპარატის მიღების დროს თავი შევიკავოთ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
რეკორმონისა და რკინის პრეპარატების კომბინაცია იწვევს მისი მასტიმულირებელი მოქმედების გაძლიერებას.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 2-8°C ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
F. HOFFMANN-LA ROCHE

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.