რეფურილი 200მგ/5მლ 60მლ სუსპ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნაწლავური ანტისეპტიკი
შემადგენლობა:ნაწლავური ანტისეპტიკი
პრეპარატის 1 საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს:
ნიფუროქსაზიდი - 200 მგ.
დამატებითი კომპონენტები:
მეთილპარაბენი, სპირტი, შაქარი, ფორთოხლის არომატიზატორი. ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნიფუროქსაზიდი წარმოადგენს ნიტროფურანის წარმოებულს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, როგორც გრამდადებითი (მათ შორის Staphylococcus და Sreptococcus), ასევე გრამუარყოფითი (მათ შორის Escherichia coli) მიკროორგანიზმების მიმართ. პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამიტომ ის ძირითადად გამოიყენება როგორც ნაწლავური ანტისეპტიკი. ნიფუროქსაზიდი არ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას. ჩვენებები:
- მწვავე და ქრონიკული დიარეა;
- კოლიტი. გამოყენების წესი და დოზირება:
ბავშვები:
ერთი თვიდან 2,5 წლამდე - 100 მგ 2-3-ჯერ დღეში;
2,5 წლის ზევით - 200 მგ 3-ჯერ დღეში.
მოზრდილები:
200მგ (ერთი საზომი კოვზი) - 4-ჯერ დღეში.
გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე. უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანის მიმართ, დღენაკლი და 1 თვემდე ასაკის ბავშვები. განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში ნახშირწყლების შეწოვის თანდაყოლილი დარღვევით.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს. არ არის სასურველი დოზის გადაჭარბება. გვერდითი ეფექტები:
მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს ღებინება.
გაუთვალისწინებელ სიმპტომთა გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გამოშვების ფორმა:
რეფურილი სუსპენზია 60 მლ ფლაკონში. მწარმოებელი:
Munir Sahin Ilaз San. ve Tiзaret. Зavusoglu Mah. Sanayi Cad.
Istanbul, Turkey.