რატენალი
საერთაშორისო დასახელება:
ATENOLOL
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი,საქართველო
მოქმედი ნივთიერება:
ატენოლოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სელექტიური ბეტა - ადრენობლოკატორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
ატენოლოლი ................. 25 მგ
1 ტაბ.
ატენოლოლი ................. 50 მგ
1 ტაბ.
ატენოლოლი ................ 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, საღებავი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რატენალი წარმოადგენს კარდიოსელექტიურ ბეტ1-ადრენობლოკატორს. ახასიათებს ანტიჰიპერტენზიული, ანტიანგინალური და ანტიარითმული მოქმედება. მას არ გააჩნია შინაგანი სიმპატომიმეტური აქტივობა და მემბრანომასტაბილიზირებელი თვისებები.
სტენოკარდიით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი ამცირებს გულის შეკუმშვათა ძალას და სიხშირეს, მიოკარდიუმის ჟანგბადისადმი მითხოვნილებას.
რატენალი ავლენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის მოცულობის შემცირების ხარჯზე და აგრეთვე თირკმელების მიერ რენინის სეკრეციის შემცირების გამო.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%. ატენოლოლი პრაქტიკულად არ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმიდან შეადგენს 6-7 სთ-ს.
ატენოლოლი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით უცვლელი სახით.
ჩვენებები:
კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. გამოხატული ბრადიკარდიის კუპირებისათვის გამოიყენება ატროპინი (1-2 მგ ვენაში), აუცილებლობის შემთხვევაში ვენაში შეყავთ ბეტა-ადრენორეცეპტორების სტიმულატორი (იზოპრენალინი - 25 მკგ) ან ორციპრენალინი დოზით 0.5 მგ. შესაძლებელია საგულე გლიკოზიდებისა და გლუკაგონის გამოყენება. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: - რატენალის კომბინაციით ნიფედიპინთან, კლონიდინთან შესაძლებელია ბრადიკარდიის და/ან ჰიპოტენზიის განვითარება. - რატენალისა და კლონიდინის ერთდროული გამოყენებისას კლონიდინის მოხსნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რატენალის მიღება შეწყდა რამდენიმე დღით ადრე. - რატენალის გამოყენებისას კალციუმის არხის ბლოკატორებთან ან სხვა ანტიარითმიულ საშუალებებთან ერთად საჭიროა სიფრთხილე უარყოფითი ინოტროპული ეფექტის გამო. - რატენალის საგულე გლიკოზიდებთან, რეზერპინთან, გუანეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას მომატებულია ბრადიკარდიისა და გამტარებლობის დარღვევის განვითარების რისკი. - რატენალის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (იბუპროფენი, ინდომეტაცინი) კომბინაციით მცირდება პრეპარატის ეფექტურობა. - რატენალი აძლიერებს ინსულინისა და სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედების ეფექტს. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
- არტერიული ჰიპერტონია;
- სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა;
- გულის რითმის დარღვევები;
- მიოკარდიუმის ინფარქტი.