newhospitals

ქაცვის ზეთი 50მლ ფლ (ნეოფ)

ქაცვის ზეთი 50მლ ფლ (ნეოფ)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7952ნახვა
შემადგენლობა:
მომზადებულია ქაცვის ნაყოფებისაგან.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: კაროტინოიდებს, ტოკოფეროლებს, ოლეინის, ლინოლენის, პალმიტინის, სტეარინის მჟავების გლიცერიდებს, სტერინებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ხელს უწყობს ჭრილობების და წყლულების შეხორცებას ქსოვილების ეპითელიზაციის და გრანულაციის დაჩქარების გზით. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული, ჰეპატოპროტექტორული მოქმედება. ღვიძლის ქსოვილში ზრდის ცილების (ნუკლეინის მჟავების) შემცველობას, აუმჯობესებს ლიპიდების ცვლას და მათი პეროქსიდული დაჟანგვის პროცესებს მემბრანებში. სისხლის შრატში აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, ბეტა-ლიპოპროტეიდების და საერთო ლიპიდების რაოდენობას, რაც აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას.

ჩვენება:
პერორალურად:
> კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების;
> რეფლუქს-ეზოფაგიტის;
> საყლაპავის კიბოს სხივური თერაპიის დროს.
გარეგანი ხმარებისათვის:
> კანის და ლორწოვანი გარსების დაზიანების ( თერმული, სხივური, ქიმიური);
> ტროფიკული წყლულების;
> ნაწოლების;
> კანის სხვადასხვა დაავადებების დროს გაჭიანურებული ეპითელიზაციის პროცესით;
> საშვილოსნოს ყელის ეროზიის;
> კოლპიტების;
> ვაგინიტების;
> თვალის დამწვრობის;
> რქოვანას მცოცავი წყლულის;
> პულპიტების;
> პერიოდონტიტის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად: 1 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
გარეგანი გამოყენებისას: კანის დაზიანებულ უბანზე, გასუფთავების შემდეგ, პიპეტით დაიტანენ ქაცვის ზეთს და ფარავენ დოლბანდის ნახვევით, რომელსაც ყოველდღე ცვლიან. გინეკოლოგიურ პრაქტიკაში იყენებენ ქაცვის ზეთში გაჟღენთილ ბამბის ტამპონებს და ბურთულებს (5-10 მლ ტამპონზე). მკურნალობის კურსი 10-15 დღე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 4-6 კვირამდე.

გამოშვების ფორმა:
50 მლ მინის და პოლიმერული მასალის ფლაკონში.

ვარგისიანობის ვადა:
1,5 წელი.

შენახვის წესი:
ინახება სინათლისგან დაცულ, მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.